Კონსულტაცია

SMART Localization Release Note 2026.07

release note en 1200x628

უკრაინის, აზერბაიჯანის, პოლონეთის და საქართველოს გადაწყვეტილებები ახლდება ყოველ 3 თვეში ერთხელ. თუ კანონმდებლობაში ცვლილებები გადაუდებელ ხასიათს ატარებს, SMART business უზრუნველყოფს დაუგეგმავ განახლებას.

ყველა განახლების კონფიგურაცია შესაძლებელია თქვენ მიერ ან SMART business-ის დახმარებით.

image
  1. შეიქმნა Payroll Overview-ის ფუნქციონალი (სახელფასო უწყისის ანალოგი) — ინტერაქტიული მატრიცა სახელფასო მონაცემების რეალურ დროში ანალიზისთვის, რომელიც უზრუნველყოფს დაჯგუფების, დეპარტამენტების იერარქიის, პერიოდების და პირველადი ჩანაწერების დონემდე დეტალიზაციის მხარდაჭერას. დამატებულია ატრიბუტების დინამიკური სვეტები, შემაჯამებელი მაჩვენებლების (დარიცხვები , დაქვითვები, ხელზე ასაღები თანხა) გამოთვლა, მოქნილი ფილტრაციის მექანიზმები და drill-down ფუნქციონალი იერარქიის ყველა დონეზე. ინტეგრირებულია მონაცემების ვიზუალიზაცია (გრაფიკები) ანალიზის სხვადასხვა სცენარისთვის და Excel-ში ექსპორტის შესაძლებლობა კონფიგურირებადი შაბლონების საფუძველზე. 
  2. დაემატა ახალი ფუნქციონალი, რომელიც უზრუნველყოფს სახელფასო დოკუმენტების მასობრივ გაუქმებას (მათ შორის, მათზე განხორციელებული ოპერაციების ავტომატურ გაუქმებას), ასევე გადახდის უწყი ში გადახდების მასობრივ დარევერსებას. 
  3. ჯგუფურ ბრძანებაში მასობრივი ცვლილებების ფუნქციონალში, ინდივიდუალურ რეჟიმში (Excel-ში რედაქტირება), დაემატა განზომილების შეცვლის შესაძლებლობა. 
  4. პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით „ხელფასის დოკუმენტის სტრიქონების ანალიზი“ და „ხელფასის ოპერაციების წიგნის ჩანაწერების ანალიზი“ ფუნქციებში ანალიზისთვის მონაცემების ფორმირების მექანიზმი ტექნიკურად გადამუშავდა. 
  5. დამატებულია ფუნქციონალი, რომელიც საშუალებას იძლევა დაპოსტილი გაცდენის ბრძანებების ჯგუფური (მასობრივი) გაუქმების შესაძლებლობას. 
  6. დანერგილია რამდენიმე პოზიციაზე (შიდა შეთავსებით) მომუშავე თანამშრომლებისთვის ხელფასის მასობრივი გაზრდის ფუნქციონალი ჯგუფური ბრძანების მეშვეობით. 
image
  1. დაემატა ფუნქციონალი 2025 წლის 1 სექტემბრიდან შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე შესული ცვლილების შესაბამისად, ავანსის ფაქტურების დამუშავებასთან დაკავშირებით. სისტემა ახლა ავტომატურად მოიცავს შესაბამის ავანსის ფაქტურის ინფორმაციას გაცემული ფაქტურების RS.ge-ზე გადაგზავნისას და აიმპორტებს შესაბამის ავანსის ფაქტურის დეტალებს RS.ge-დან მიღებული ფაქტურების ჩამოტვირთვის შედეგად.
  2. დაემატა ვალიდაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული ზედნადების წაშლა ან გაუქმება, ასევე შესყიდვის შეკვეთების ან შესყიდვის ინვოისების წაშლა, როდესაც ისინი კვლავ დაკავშირებულია ზედნადებებთან. მომხმარებლები მიიღებენ ინფორმაციულ შეტყობინებას, რომელიც მათ აფრთხილებს წაშალონ არსეული ბმა, სანამ გააგრძელებენ პროცესს. გარდა ამისა, ეს ვალიდაცია არ იმოქმედებს, როდესაც შესყიდვის შეკვეთაში შეიცვლება მხოლოდ ხელშეკრულება.
  3. დაემატა მიმდინარე დღის ამონაწერის იმპორტის საშუალება Bank of Georgia API v2 იმპორტის ფორმატისთვის. ამისათვის ამონაწერის პერიოდის არჩევისას დაემატა ველი მიმდინარე დღის ამონაწერის იმპორტი.
  4. მიღებული ზედნადებიდან შესყიდვის შეკვეთის შექმნისას დაემატა გადახდის პირობისა და გადახდის ვადის ავტომატური განახლება შესყიდვის შეკვეთაში მითითებული მომწოდებლის დეფოლტ ხელშეკრულების მიხედვით.
  5. გასწორდა პრობლემა, რომლის შედეგადაც საშემოსავლო გადასახადის ჩანაწერები იქმნებოდა დარიცხვის დღის კურსის მიხედვით, ნაცვლად გადახდის დღის კურსისა, იმ შემთხვევაში, როდესაც ინვოისი დაპოსტილი იყო მთავარი ჟურნალის საშუალებით. 
mail
SMART Localization
Cookies

We use cookies to improve your web experience, display personalized content and analyze traffic. By clicking «Accept All», you agree to their use. To manage your settings, click Settings. Learn more about the use of cookies in the privacy policy.

Functional
Always active
The technical storage or access is strictly necessary for the legitimate purpose of enabling the use of a specific service explicitly requested by the subscriber or user, or for the sole purpose of carrying out the transmission of a communication over an electronic communications network.
Marketing
The technical storage or access is required to create user profiles to send advertising, or to track the user on a website or across several websites for similar marketing purposes.
Statistics
The technical storage or access that is used exclusively for statistical purposes
Analytics
Analytical purposes are used to measure traffic and optimize content.