გაცნობებთ რომ, გამოქვეყნდა Minor Update 2026.10/1. აღნიშნული შუალედური განახლება მიზნად ისახავს 2026.10 ვერსიის გამოშვების შემდეგ გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრას და სისტემის საერთო წარმადობისა და სტაბილურობის გაუმჯობესებებს.

- „ფინანსური ანგარიშგების სტრიქონების განსაზღვრებებში“ დაემატა ველი – „გამოთვლის დამრგვალების კოეფიციენტი“. ეს ველი საშუალებას იძლევა, გამოთვლილი მნიშვნელობები დამრგვალდეს სტრიქონის დონეზე, სანამ ისინი შემდგომ გამოთვლებში იქნება გამოყენებული.
დამრგვალებული მნიშვნელობა გამოიყენება მასზე დამოკიდებულ ფორმულებში და გადადის ფინანსურ ანგარიშგებებში. თუ მითითებულია როგორც სტრიქონის დონის „გამოთვლის დამრგვალების კოეფიციენტი“, ისე სვეტის დონის „დამრგვალების კოეფიციენტი“, ისინი თანმიმდევრულად გამოიყენება: ჯერ გამოთვლილ მნიშვნელობაზე ვრცელდება სტრიქონის კოეფიციენტი, ხოლო შემდეგ – სვეტის კოეფიციენტი.
სვეტის დონის „დამრგვალების კოეფიციენტი“ არ ცვლის იმ ძირითად მნიშვნელობას, რომელიც გამოიყენება შემდგომ გამოთვლებში ან გადადის რეგულირებად ანგარიშგებებში. - დაიხვეწა XML ფაილების გენერირების პროცესი რეპორტების გენერირებისას: XML ელემენტების სტრიქონებში ათწილადის ტიპით განსაზღვრული მნიშვნელობები ახლა ექსპორტირდება შესაბამისი ნიშნის შენარჩუნებით.
- „მთავარი ჟურნალის“ გვერდს დაემატა ველი „გადახდის ეფლიქეიშენი“. ეს ველი დეფოლტად დამალულია და მისი გამოჩენა შესაძლებელია გვერდის პერსონალიზაციის გზით.
- “გაცვლითი კურსების კორექტირების” დავალების გაშვებისას გასწორდა ჩანაწერების წინასწარი დათვალიერების რეჟიმი. ახლა წინასწარი დათვალიერება ითვალისწინებს არჩეულ „ანალიტიკის დაპოსტვის“ პარამეტრს, რაც უზრუნველყოფს, რომ წინასწარი დათვალიერების შედეგები ემთხვეოდეს ფაქტობრივი გატარების შედეგებს.
- გასწორდა ხარვეზი მარაგების ჩამოწერის დოკუმენტში, რომლის დროსაც „სტრიქონების დაყოფა დაკავშირებების მიხედვით“ (Split Lines by Applying) მოქმედების შესრულება შეუძლებელი იყო, თუ სტრიქონი რამდენიმე ნომენკლატურის რეგისტრის ჩანაწერზე ნაწილდებოდა.
- გასწორდა ხარვეზი, რომლის დროსაც, უკვე დაპოსტილი „მარაგების ჩამოწერის“ დოკუმენტიდან, რომლის ტიპიც იყო „ძირითად საშუალებაზე გადატანა“, კორექტირების შექმნისას, „დოკუმენტის კოპირების“ ფუნქციისა და „კორექტირების სახით კოპირების“ ოფციის გამოყენებით, ძირითად საშუალების ნომერი ახალ დოკუმენტში არ გადადიოდა. ახლა ძირითად საშუალების ნომერი, სტრიქონის სხვა მონაცემებთან ერთად, ახალ დოკუმენტშიც სწორად გადადის.
- განახლდა მარაგის ჩამოწერის დოკუმენტით შექმნილი ძირითადი საშუალების რეგისტრის ჩანაწერის გაუქმების ლოგიკა. ასეთი ჩანაწერების გასწორება ახლა მხოლოდ მარაგის ჩამოწერის დოკუმენტის გამოყენებით არის შესაძლებელი, როდესაც გააქტიურებულია “კორექტირება”.
- გასწორდა ხარვეზი მცირეფასიანი აქტივების ცვეთის გამოთვლასთან დაკავშირებით, როდესაც ცვეთის დარიცხვის დაწყების თარიღი ემთხვეოდა გამოთვლის პერიოდის დასრულების თარიღს. ახლა მსგავს შემთხვევებში ცვეთა უკვე სწორად გამოითვლება.
- გასწორდა ხარვეზი რეპორტებში „მარაგების ბრუნვითი უწყისი და „მარაგების ღირებულებითი უწყისი” არსებულ დამატებით ფილტრებთან დაკავშირებით. ადრე, ფილტრის „ტიპი = მარაგი“ არჩევისას, რეპორტის გენერირება შესაძლოა შეწყვეტილიყო შეცდომით. ამჟამად რეპორტები სწორად გენერირდება, გამოყენებული ფილტრების შესაბამისად.

