უკრაინის, აზერბაიჯანის, პოლონეთის და საქართველოს გადაწყვეტილებები ახლდება ყოველ 3 თვეში ერთხელ. თუ კანონმდებლობაში ცვლილებები გადაუდებელ ხასიათს ატარებს, SMART business უზრუნველყოფს დაუგეგმავ განახლებას.
ყველა განახლების კონფიგურაცია შესაძლებელია თქვენ მიერ ან SMART business-ის დახმარებით.

- “შემოწმება გადახდის დანუშნულების მიხედვით” აწყობა განსაზღვრავს პარამეტრებს კონკრეტული ოპერაციების ავტომატურ ამოცნობას, გადახდის დანიშნულებისა და/ან გადახდის ტიპის (შემომავალი/გამავალი) მიხედვით საბანკო ოპერაციების ჟურნალში. ამასთან ერთად დამატებით, დაემატა “ტრანზაქციის კოდის” მიხედვით ტრანზაქციების იდენტიფიცირების შესაძლებლობა.
- დაემატა “იმპორტის განაკვეთის” დამატებისა და არჩევის შესაძლებლობა ნომენკლატურის ბარათზე. ეს უზრუნველყოფს და შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს “დამატებითი ხარჯების განაწილების” დროს გაითვალისიწინოს/მოფილტროს შესაბამისი იმპორტის განაკვეთის მქონე საქონელი, რომელზეც უნდა გადანაწილდეს კონკრეტული იმპორტის გადასახადის თანხა თვითღირებულებაზე.
- დაემატა RS.ge-ის საზომი ერთეულის ავტომატური შევსება დეფოლტი მნიშვნელიბთ “ცალი” რეალიზაციის ზედნადების დოკუმენტში ძირითადი საშუალებისთვის, რომელიც შექმნილია გაყიდვის ორდერის დაპოსტვის შედეგად.
- დაემატა ქართული საბეჭდი ფორმები შემდეგი რეპორტებისთვის: ძირითადი საშუალებების უწყისი, ძირითადი საშუალებების ბრუნვითი უწყისი, მარაგების ბრუნვითი უწყისი, დეტალური ბრუნვითი უწყისი, ბრუნვითი უწყისი.

- „გადახდის შეთავაზების“ ფუნქციის მეშვეობით დანერგილია ხელფასის დოკუმენტების პარალელურად გენერირების შესაძლებლობა, რაც საშუალებას იძლევა, დიდი რაოდენობით ხელფასის დოკუმენტების შექმნა ერთდროულად რამდენიმე ფონურ სესიაზე დამუშავდეს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს გამოთვლის დროს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ბევრი თანამშრომელი ჰყავთ, და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დამუშავების პარალელურად სისტემაში მუშაობა განაგრძონ. ფუნქცია უზრუნველყოფს პროცესის რეალურ დროში თვალყურის დევნებას, დამუშავების შედეგებისა და შეცდომების დეტალურ ხილვადობას, შეწყვეტილი სესიების ავტომატურ აღდგენასა და მხოლოდ წარუმატებელი ნაწილების დამუშავებას დასრულებული გამოთვლების ხელახალი გენერირების გარეშე.
- დაემატა თანამშრომლის გათავისუფლების საკონტროლო სია, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომელთან დაკავშირებული ყველა პროცესის იდენტიფიცირებას და მოაგვარებას გათავისუფლებამდე, მათ შორის მასზე დაკისრებული აქტივები, გადაუხდელი ავანსები, დავალებები და სხვა დაკავშირებული ჩანაწერები. საკონტროლო სია მხარს უჭერს როგორც ავტომატურ, ასევე კონფიგურირებად ხელით შემოწმებებს და შეიძლება კონფიგურირებული იყოს მომხმარებლების გასაფრთხილებლად ან გათავისუფლების დადასტურების დაბლოკვისთვის, სანამ არ მოგვარდება გადაუჭრელი საკითხები. გარდა ამისა, სიის განხილვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, გათავისუფლების პროცესის დაწყების გარეშე, თანამშრომლის ბარათზე ახალი გვერდის- “თანამშრომლის ჩართულობის” მეშვეობით.
- შეიცვალა თანამშრომლის თაიმშიტში ზეგანაკვეთური საათების დამატების პრიორიტეტულობის ლოგიკა (კერძოდ, სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის გრაფიკზე მყოფი პირებისთვის). პირველ რიგში, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის კოდი მიეთითება იმ დღეებზე, რომლებსაც უკვე მინიჭებული აქვთ სტანდარტული სამუშაო დროის კოდი. თუ ყველა საათის განაწილება ვერ ხერხდება, კოდი მიეთითება იმ დღეებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვთ რაიმე კოდი და რომელთა ხანგრძლივობა ნულზე მეტია. თუ საათები კვლავ რჩება, კოდი მიეთითება იმ დღეებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვთ რაიმე კოდი და რომელთა ხანგრძლივობა ნულის ტოლია. დაბოლოს, თუ საათები რჩება, მაგრამ აღრიცხვის ფურცელში თავისუფალი ადგილი აღარ არის, მომხმარებელი იღებს შეტყობინებას გაუნაწილებელი საათების რაოდენობის შესახებ; მათი დამატება „თანამშრომლის ჟურნალში“ სპეციალური ჩანაწერის მეშვეობით უნდა მოხდეს.

- საბანკო ოპერაციების ჟურნალში „მომწოდებლის გადახდების შეთავაზების“ ფუნქციონალისთვის პარამეტრით „დარელიზებული შესყიდვის შეკვეთების გათვალისწინება“ გადახდების გენერირების დროს დაემატა საშემოსავლო გადასახადისთვის საჭირო ველების ავტომატური შევსება დარელიზებული შეკვეთებისთვის.
- საშემოსავლოს ჩანაწერებში დოკუმენტის ტიპისა და დოკუმენტის ნომრის ველები ახლა ყოველთვის ივსება გადახდის დოკუმენტიდან მიღებული მონაცემებით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თვალი ადევნონ კონკრეტულ გადახდასთან დაკავშირებულ შესაბამის საშემოსავლოს ჩანაწერებს.
- დაემატა ფუნქციონალი, რომელიც ავტომატურად ახდენს საშემოსავლო გადასახადის მომწოდებელების საბუღალტრო წიგნის შესაბამის გაუქმებულ ჩანაწერებთან დაკავშირებას, გადახდისა და ინვოისის შორის კავშირის ჩახსნის დროს.

