მოხარულნი ვართ წარმოგიდგინოთ SMART Apps-ის ახალი რელიზი, რომელიც აგრძელებს ჩვენი ბიზნეს გადაწყვეტილებების განვითარებას ფინანსური და ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით. ეს განახლება მოიცავს ფულადი ნაკადების მართვის, საიჯარო ოპერაციების აღრიცხვისა და რეზერვების მართვის ფუნქციონალის გაუმჯობესებას, ასევე ძირითადი მონაცემების მართვის (Master Data Management) შესაძლებლობების გაფართოებას. გარდა ამისა, წარმოდგენილია ორი ახალი გადაწყვეტა: SMART Retail Core, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური აღრიცხვის ავტომატიზაციას საცალო ვაჭრობაში, და SMART Cost Allocation, რომელიც განკუთვნილია საწარმოო ხარჯების განაწილების ავტომატიზაციისთვის. ეს გაუმჯობესებები და ახალი შესაძლებლობები მიზნად ისახავს აღრიცხვის სიზუსტის გაზრდას, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას და ორგანიზაციების ოპერაციული საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიან მართვას.

- გაუმჯობესდა ხელშეკრულებიდან ანალიტიკების მნიშვნელობების ავტომატურად შევსება. ანალიტიკისმნიშვნელობები ახლა ავტომატურად ივსება “კონტრაქტის მოთხოვნები/ვალდებულებების გეგმიური ჩანაწერები”-ს სტრიქონში „ხელშეკრულების ნომრის“ ველის მითითებისთანავე, სხვა სტრიქონზე გადასვლის საჭიროების გარეშე.
- „ფულადი ნაკადების პროგნოზი“-ს გვერდს დაემატა ველი „პროგნოზის განახლების რეჟიმი“. აღნიშნული ველი განსაზღვრავს, თუ როგორ განაახლებს სისტემა ფულადი ნაკადების წიგნს ფულადი ნაკადების ჟურნალის სტრიქონების გენერირებისას.
- „ფულადი ნაკადების ჩანაწერები“-ს გვერდს დაემატა „საბანკო ანგარიშის ბალანსი”-ს ჩანართი. Ჩანართში ნაჩვენებია იმ ჩანაწერებისთვის, რომლებშიც შევსებულია „კომპანიის საბანკო ანგარიშის ნომერი“ ველი, და ასახავს საბანკო ანგარიშის საპროგნოზო ნაშთს, რაც მომხმარებელს ეხმარება შეაფასოს, რა გავლენას მოახდენს არჩეული ჩანაწერი ანგარიშის ნაშთზე. ყველა თანხა ნაჩვენებია საბანკო ანგარიშის ვალუტაში. გაანგარიშების თარიღად გამოიყენება სამუშაო თარიღსა და არჩეული ჩანაწერის ფულადი ნაკადის თარიღს შორის უფრო გვიანი თარიღი.

- ფასდაკლების კოეფიციენტებისთვის დაემატა ახალი განაკვეთის ტიპი — ეფექტური განაკვეთი პერიოდების მიხედვით. ამ ტიპის გამოყენებისას პერიოდული განაკვეთი გამოითვლება წლიური განაკვეთიდან შემდეგი ფორმულის მიხედვით: (1 + Annual Rate)^(1 / Payments Per Year) − 1. ეფექტური განაკვეთი გამოიყენება პროცენტის, ანუიტეტის კოეფიციენტის, პირველი/ბოლო შენატანისა და საიჯარო გადახდების მიმდინარე ღირებულების (PV) გამოსათვლელად.
- დაემატა არასაიჯარო გადახდების გატარების შესაძლებლობა საერთო ჟურნალის მეშვეობით (მანამდე აღნიშნული ოპერაციის შესრულება შესაძლებელი იყო მხოლოდ შესყიდვის დოკუმენტების გამოყენებით). IFRS კონფიგურაციის გვერდზე დაემატა ახალი ველი — არასალიზინგო ხარჯის ანგარიში (Non-Lease Expense Account No.), რომელშიც მიეთითება ბუღალტრული ანგარიში, რომელზეც უნდა გატარდეს არასაიჯარო გადახდები.
- ოპტიმიზებულია ფასდაკლების კოეფიციენტების შექმნის პროცესი: ჩანაწერის ველების შევსება ახლა შესაძლებელია ნებისმიერი თანმიმდევრობით, ისე, რომ მანამდე აუცილებელი აღარ არის ფაქტორის % ველში მნიშვნელობის მითითება.
- სალიზინგო ობიექტის ბარათის ლიზინგის პირობების ჩანართში დაემატა ახალი ქვეგვერდი იმ პირობებისთვის, რომელთა ტიპია ლიზინგის გადახდა, სადაც შესაძლებელია საიჯარო ქირის პერიოდების მიხედვით დეტალიზაცია. აღნიშნული ფუნქციონალი საშუალებას იძლევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, საიჯარო პერიოდის დაწყების თარიღისთვის წინასწარ ცნობილი ქირის ცვლილებები მიეთითოს შესაბამისი პერიოდებისთვის შემდეგი ველების გამოყენებით: პირობების დაწყების თარიღი, პირობების დასრულების თარიღი და ერთეულის საიჯარო ფასი.
პირველადი გაანგარიშებისას აღნიშნული სტრიქონებიდან მიღებული ყველა მომავალი გადახდა გათვალისწინებული იქნება ფულად ნაკადებში, მიმდინარე ღირებულების (PV) და საწყისი საიჯარო ვალდებულების (Initial Lease Liability) გამოთვლისას.

დაემატა ვალუტის კოდის ჩვენება თანხის ველებისთვის მთავარი წიგნის კონფიგურაციაში “ვალუტის ჩვენება” პარამეტრის შესაბამისად. ტრანზაქციის ვალუტის მიხედვით გამოჩნდება ადგილობრივი ან უცხოური ვალუტის კოდი.

ახალი:
- არჩეული ჩანაწერების ხელახლა გაგზავნა: შესაძლებელია კონკრეტული ჩანაწერების ხელახლა გაგზავნა დანიშნულების კომპანიაში, მაგალითად, მონაცემებში არსებული შეუსაბამობის გამოსასწორებლად, მთლიანი მონაცემების ხელახლა გაგზავნის საჭიროების გარეშე.
გაუმჯობესებები:
- გამარტივდა გამგზავნი და მიმღები კომპანიების კონფიგურაციის პროცესი და დაემატა ეტაპობრივი ინსტრუქციები. კონფიგურაციის გვერდებზე განთავსებული ახალი, ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი და მკაფიო ინსტრუქციები მომხმარებელს ეხმარება მონაემების აწყობაში, ავტორიზაციის მონაცემების, კავშირების , უფლებებისა და დაგეგმილი დავალებების გამართვაში.
- დაემატა MDM-ის გაფართოების შესაძლებლობა კომპანიის ინდივიდუალური წესებით. აღნიშნული წესები სრულდება მონაცემების დანიშნულების კომპანიაში მიღებისას, მაგალითად, ახალი ჩანაწერის შექმნის შემდეგ ველების მნიშვნელობების შესამოწმებლად.
- ბიზნეს ცენრალის ნებისმიერი ტიპის ლიცენზიის მქონე მომხმარებლებს, მათ შორის შეზღუდული ლიცენზიის მქონე მომხმარებლებსაც, ახლა შეუძლიათ იმ მონაცენების რედაქტირება, რომლის სინქრონიზაციასაც MDM ახორციელებს.
Შესწორებები:
- მონაცემთა ნაკრებში ჩასართავი ან ვალიდაციისთვის შესამოწმებელი ველების არჩევა ახლა სწორად მუშაობს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ველების სია დასორტირებულია.

გამოვიდა ახალი გადაწყვეტა — SMART Retail Core, რომელიც შექმნილია Microsoft Dynamics 365 Business Central-ის ბაზაზე. იგი აფართოებს LS Central-ის ფუნქციონალს და ხელს უწყობს საცალო ვაჭრობის სფეროში ფინანსური აღრიცხვის პროცესების ავტომატიზაციას.
გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მაღაზიებში ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლს, ბანკისა და ექვაირინგის ამონაწერებთან გადახდების უფრო ზუსტ შეჯერებას გადახდის სტრიქონების დაყოფის გზით და გაყიდვების ტიპების შესახებ მონაცემების საბუღალტრო გატარებებში ავტომატურ გადატანას.
SMART Retail Core უზრუნველყოფს ფულადი სახსრების აღრიცხვის ერთიან მიდგომას სხვადასხვა ფორმატის მაღაზიებში, სალარო ნაშთების რეალურ დროში მონიტორინგს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დროულად მოახდინონ რეაგირება, როდესაც ნაშთები წინასწარ განსაზღვრულ ლიმიტებს უახლოვდება.
მისი ფუნქციონალი ფინანსურ გუნდებს ეხმარება შეუსაბამობების რისკის შემცირებაში, ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესებასა და უფრო სანდო მონაცემების მიღებაში, რაც ხელს უწყობს ინფორმირებული მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას.

გაეცანით SMART Cost Allocation-ს — გადაწყვეტას, რომელიც განკუთვნილია Microsoft Dynamics 365 Business Central-ში წარმოების დანახარჯების გადატანისა და განაწილების პროცესის ავტომატიზაციისთვის.
SMART Cost Allocation ავტომატიზებს წარმოების ზედნადები ხარჯების დაგროვებასა და მათ გადატანას ხარჯების ანგარიშებიდან წარმოების ანგარიშებზე ანალიტიკების შენარჩუნებით.
აღნიშნული გადაწყვეტა ამცირებს საანგარიშო პერიოდის დახურვისთვის საჭირო დროს, გამორიცხავს დიდი რაოდენობით ჟურნალის გატარებების ხელით შექმნის საჭიროებას და უზრუნველყოფს წარმოების დანახარჯების ფინანსურ აღრიცხვაში ზუსტ ასახვას.
ძირითადი ფუნქციონალი:
- ბუღალტრულ ანგარიშებს შორის ნაშთების ავტომატური გადატანა ანგარიშებისა და ანალიტიკების კომბინაციების საფუძველზე.
- საწყის და დანიშნულების ანგარიშებს შორის ანალიტიკების მნიშვნელობების შესაბამისობის განსაზღვრის მხარდაჭერა.
- თანხების განაწილება რამდენიმე დანიშნულების ანგარიშზე წინასწარ განსაზღვრული კოეფიციენტების საფუძველზე.
- გადატანის პროცესში სრული ანალიტიკური დეტალებისა და ანალიტიკების ნაკრებების შენარჩუნება.
- ანგარიშების ნაშთების საფუძველზე ბუღალტრული გატარებების ერთიანი შექმნა.
ფუნქციონალი დამუშავების პროცესში:
- მზა პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება განაწილების განმსაზღვრელი პარამეტრების საფუძველზე.
- დაუმთავრებელი წარმოების (WIP – Work in Progress) გაანგარიშება შემდგომ საანგარიშო პერიოდებზე გადასატანად.
- გაწეული მომსახურების თვითღირებულების გაანგარიშება.


