ნაწილობრივი განახლება მიზნად ისახავს 2026.07 ვერსიის გამოშვების შემდეგ გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრას და ასევე, მოიცავს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და სისტემის საერთო წარმადობისა და სტაბილურობის გაუმჯობესებას.

- გამოსწორდა პრობლემა, რომელიც იწვევდა არასწორი საბუღალტრო გატარებების გენერირებას იმ დოკუმენტებისთვის, რომელთა სტრიქონის ტიპია „ბუღალტრული
ანგარიში“, როდესაც ტრანზაქციების დაკავშირების ჩახსნა ხდება და ჩართულია პარამეტრი „კაპიტალიზაცია ავანსის კურსის მიხედვით“. - „მყიდველის დოკუმენტების დაკავშირება“ და „მომწოდებლის დოკუმნეტების დაკავშირება“ გვერდებზე დაემატა მაჯამებელი ველები. ველები ასახავს გაქვითულ თანხას, ხელმისაწვდომ თანხას და გადახდის ნაშთს.
- დაემატა ორიგინალური ვალუტის (“თანხა ვალუტაში”) შევსება კლიენტისა და მომწოდებლების ოპერაციების დაკავშირებისა ან დაკავშირების ჩახსნის დროს. ასევე, გამოსწორდა დამატებითი დახურვის ტრანზაქციების გენერირება ორიგინალურ ვალუტაში, როდესაც “გაყიდვებისა და დებიტორული დავალიანების კონფიგურაცია”-ში და “შესყიდვებისა და ვალდებულებების კონფიგურაცია”-ში გააქტიურებულია
პარამეტრი “ბალანსის დახურვა ორიგინალურ ვალუტაში”. Როდესაც ხდება ტრანზაქციების ერთმანეთთან დაკავშირება სხვადასხვა დაპოსტვის ჯგუფებს შორის, დამატებითი დახურვის ტრანზაქციები აღარ შეიქმნება, რადგან გატარების ჯგუფებს შორის ტრანზაქციების გადატანისას საწყის ვალუტაში თანხები ახლა უკვე პირდაპირ იხურება. - გამოსწორდა “ვალუტის კურსების კორექტირება”-ის დროს შექმნილი ტრანზაქციებისთვის ანალიტიკების შევსების ლოგიკა. მანამდე, შესაბამისი ობიექტებზე განსაზღვრული ანალიტიკები შესაძლოა არ გადატანილიყო გენერირებულ კორექტირების ტრანზაქციებში, რაც სავალდებულო ანალიტიკების კონფიგურაციის შემთხვევაში იწვევდა გატარების შეცდომებს. ახლა ანალიტიკები სწორად გაითვალისწინება საბანკო ანგარიშების, მომხმარებლების, მომწოდებლებისა და თანამშრომლებისთვის “ვალუტის კურსების კორექტირება”-ის დროს.
- გამოსწორდა ხარვეზი, რომელიც წარმოიქმნებოდა მაშინ, როდესაც შესყიდვის შეკვეთაში ერთდროულად იყო არჩეული ნომენკლატურა, ძირითადი საშუალება და ხარჯის ტიპის ნომენკლატურა და “მთავარი წიგნის კონფიგურაციაში” გააქტიურებულია პარამეტრი
„კაპიტალიზაცია ავანსის კურსის მიხედვით“. - გამოსწორდა ხარვეზი, რომლის შედეგადაც შესაძლებელი იყო ნარჩენი ღირებულების
მქონე ძირითადი საშუალებისთვის ამორტიზაციის დარიცხვა იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი საშუალების გადაადგილება და ამორტიზაციის დარიცხვა ერთსა და იმავე დღეს ხდებოდა. ასეთი ოპერაციები ახლა სწორად მუშავდება. - დაემატა რამდენიმე დაპოსტილი საქონლის შესყიდვის მიღებების სტრიქონების არჩევის შესაძლებლობა “საბაჟო დეკლარაციის სტრიქონების იმპორტი”-ს ფუნქციაში საბაჟო
დეკლარაციის(იმპორტი)-ში. - Მოხდა Კორესპონდენციის ჩანაწერების გენერირების პროცესის ოპტიმიზაცია. გაუმჯობესდა ალგორითმის წარმადობა და შემცირდა ოპერაციის შესრულების დრო.
თქვენი SMART Accounting პროდუქტის განახლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია თქვენი ბიზნესის სტაბილური ფუნქციონალის უზრუნველსაყოფად. SMART business ყურადღებით აკვირდება კანონმდებლობაში არსებულ ყველა ცვლილებას და ახორციელებს სისტემურ განახლებებს, რათა უზრუნველყოს თქვენი ბიზნეს პროცესების მაქსიმალური ეფექტურობა. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ დახმარება, ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა კონსულტაციისთვის.
უზრუნველყავით თქვენი ბიზნეს პროცესების სტაბილურობა და შესაბამისობა SMART business-თან ერთად!

