წარმოგიდგენთ SMART Apps-ის ახალ რელიზს, რომელიც აგრძელებს სასარგებლო ბიზნესგადაწყვეტილებების ეკოსისტემის განვითარებას. ახალი ფუნქციური შესაძლებლობები მოიცავს ფულადი ნაკადების მართვის, იჯარის აღრიცხვის, ძირითადი საშუალებების აღრიცხვის, საცნობარო მონაცებემის მართვისა და ფეიროლის გადაწყვეტილებებს. განხორციელებული გაუმჯობესებები მიზნად ისახავს პროდუქტიულობის გაზრდას, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და ძირითადი ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის კიდევ უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფას.

- დაემატა გადასახდელი/მისაღები თანხების გრაფიკის ავტომატური გენერაცია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ინვოისის გადახდის გეგმისთვის გადახდის პირობები მითითებული არ არის. ასეთ შემთხვევაში, როდესაც დოკუმენტი არის დარელიზებული ან დაპოსტილი, სისტემა ავტომატურად ქმნის გრაფიკისთვის სტრიქონს მთლიანი დოკუმენტის თანხაზე.
- გაუმჯობესდა “გადასახდელი/მისაღები თანხების გრაფიკის” დავალება — რომელიც ახლა აღარ არის ხელმისაწვდომი, თუ ხელშეკრულების ან კონტრაგენტის გადახდის გეგმა არ არის “ინვოისისთვის”.

- განახლდა არალიზინგური კომპონენტის საბოლოო ანგარიშსწორების გამოთვლის ლოგიკა კვარტალური, ნახევარწლიური და წლიური გადახდის გრაფიკებისთვის, ასევე იმ ლიზინგის ხელშეკრულებებისთვის, რომლებიც მოიცავს არასრულ თვეებს. გარდა ამისა, არალიზინგური კომპონენტების ჯამური თანხა ახლა აისახება ლიზინგის გამოთვლის სიის გვერდის ქვედა ნაწილში.
- განახლდა ლიზინგის გამოთვლის ალგორითმი იმ ხელშეკრულებებისთვის, რომლებიც მოიცავს საწყის გადახდას. თუ საწყისი გადახდის თარიღი ემთხვევა ან წინ უსწრებს ლიზინგის დაწყების თარიღს, გადახდა არ დისკონტირდება, თუმცა გათვალისწინებულია აქტვისი უფლების გამოყენების გამოთვლისას. თუ საწყისი გადახდის თარიღი ლიზინგის დაწყების თარიღზე გვიან არის, მისი თანხა ემატება პირველი პერიოდის გადახდას და დისკონტირდება სტანდარტული წესების შესაბამისად.
- დაემატა შესაძლებლობა “დნტირების ფაქტორის” გვერდზე აირჩეს დისკონტირების ლოგიკა: პერიოდების მიხედვით (ძირითადი) ან დღეების მიხედვით, 360 ან 365 დღის გამოყენების არჩევის შესაძლებლობით, უფრო ზუსტი გამოთვლებისთვის. ასევე განახლდა გადახდის გრაფიკის გამოთვლის ლოგიკა არჩეული დისკონტირების მეთოდისთვის.

- დაემატა შესყიდვის შეკვეთაში მცირეფასიან ძირითად საშუალებაზე ძირითადი საშუალების ხარჯების განაწილების შესაძლებლობა.

- რელიზი მოიცავს სისტემის ზოგად გაუმჯობესებებს, რომლებიც აუმჯობესებს სისტემის გამოყენების გამოცდილებას.

- გამოსწორდა ხარვეზი, რომლის შედეგადაც იქმნებოდა საშემოსავლოს გატარებები დოკუმენტთან დაკავშირების ჩახსნის შედეგად ისეთი გადახდებისთვის, რომელზეც მოხმარებელს სურს დაბეგროს მანუალურად და მონიშნულია “საშემოსავლოთი დაბეგვრა”. ახლა, ასეთი გადახდებისთვის საშემოსავლოს გატარებების გაუქმება აღარ შეიქმნება დოკუმენტთან დაკავშირების ჩახსნის შემდეგ.

- გაუმჯობესებულია HiBob-თან მოთხოვნების განმეორებითი მიმართვის მცდელობის მექანიზმი. ყველა მოთხოვნისთვის, რომელიც იგზავნება HiBob-ში, დამატებულია ჩაშენებული განმეორებითი მიმართვის მცდელობის მექანიზმი. თუ მოთხოვნა ვერ შესრულდება, სისტემა ავტომატურად გაიმეორებს მას დაახლოებით 30 წამის შემდეგ.
მიზეზი: HiBob-მა შესაძლოა ვერ დაამუშაოს ერთდროულად გაგზავნილი დიდი რაოდენობის მოთხოვნა. განმეორებით მცდელობებს შორის დაყოვნების დამატება ამცირებს დატვირთვას, ხელს უშლის პროცესის შენელებას და ზრდის ინტეგრაციის სტაბილურობას. - HRIS თანამშრომლის გვერდზე ველს “მენეჯერის ID” დაემატა თანამშრომელის ცნობარებთან კავშირი. ეს საშუალებას იძლევა სწრაფად და მოხერხებულად იხილოთ თანამშრომლის მენეჯერის ინფორმაცია.

- განახლებულია დაგროვილი შვებულების დღეების გამოთვლა „ჩემი შვებულების ბალანსი“-ს გვერდზე.
თუ თანამშრომელს წინა პერიოდებში შვებულების ბალანსზე უარყოფითი ნაშთი ჰქონდა, ის ახლა სწორად აისახება მომდევნო წლების შვებულების ბალანსის ნახვისას.

- გაუქმებულია Payroll-ში ფიზიკური პირის ბარათზე „ძირითადი კომპანიის სახელი“ ველის შევსების აუცილებლობა. ფიზიკურ პირთან დაკავშირებული ყველა ცნობარის ინტეგრაცია ახლა ხორციელდება თითოეულ ორგანიზაციაში ფიზიკური პირის გარე იდენტიფიკატორის გამოყენებით.
- განახლებულია HCM-ში მონაცემების ავტომატური გადაცემის პროცესი.
ხელშეკრულების ცვლილებებისა და თანამშრომლის სასიცოცხლო ციკლის ოპერაციების (დასაქმება, გადაყვანა, გათავისუფლება და შესაბამისი ოპერაციების გაუქმება) შესახებ მონაცემები ახლა გადაიცემა რეალურ დროში და აღარ საჭიროებს ადმინისტრატორის დამატებით ჩარევას.
თანამშრომლის სასიცოცხლო ციკლის ოპერაციები გადაიცემა ცალკეული მოვლენის (ივენთის) სახით, რომელიც მუშავდება HCM-ის მხარეს.


