უკრაინის, აზერბაიჯანის, პოლონეთის და საქართველოს გადაწყვეტილებები ახლდება ყოველ 3 თვეში ერთხელ. თუ კანონმდებლობაში ცვლილებები გადაუდებელ ხასიათს ატარებს, SMART business უზრუნველყოფს დაუგეგმავ განახლებას.
ყველა განახლების კონფიგურაცია შესაძლებელია თქვენ მიერ ან SMART business-ის დახმარებით.

- Payroll Report Setup-ში TAX Declaration ფორმისთვის დაემატა დეკლარაციაში ელემენტების შეზღუდვის შესაძლებლობა. (ივსება ელემენტის კოდი და ელემენტის ტიპი, გამოიყენება BC-ის სტანდარტული ფილტრი ელემენტისთვის — „<>“). თუ ფილტრში შეზღუდვა არ არის გამოყენებული, სისტემა მუშაობს ძველი პრინციპით.
- გაუმჯობესდა სახელფასო უწყისების გაგზავნის პროცესი, დამატებულია მოქნილი მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა სხვადასხვა თანამშრომლის, დეპარტამენტის ან დათვლის ჯგუფის მიხედვით ინდივიდუალური სახელფასო უწყისების განლაგების, ანგარიშის ენის, ელ-ფოსტის ტექსტისა და დანართის სახელების შაბლონების კონფიგურირების შესაძლებლობას. განახლებაში ასევე დაემატა თანამშრომელზე დაფუძნებული PDF-ფაილების პაროლით დაცვის მხარდაჭერა და გაუმჯობესებული პრიორიტეტის ლოგიკა, რომელიც ჯგუფური ან ფონური გავრცელების დროს უზრუნველყოფს შესაბამისი წესის სწორად შერჩევას.
- გადაყვანის“ ტიპის ჯგუფურ ბრძანებაში დაემატა თანამშრომელთა ჯგუფური გადაყვანის ახალი შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს:
• თანამშრომლებისა და შესაცვლელი პოზიციების ჯგუფური შერჩევა;
• პოზიციის ნებისმიერი ველისა და განზომილების შეცვლის წესების გამოყენებას ეტაპობრივი მექანიზმის (wizard) მეშვეობით;
• ცვლილებების წინასწარ ნახვას და მათ დადასტურებას.
სისტემა ავტომატურად ქმნის და ამტკიცებს ახალ პოზიციებს, აგენერირებს შრომითი ხელშეკრულებების ჩანაწერებსა და ჯგუფური დავალების სტრიქონებს, უზრუნველყოფს ეტაპობრივ დამუშავებას, განხორციელებული ცვლილებების დაბრუნებას (rollback) და გაფართოებადობას ინტეგრაციის მოვლენების მეშვეობით. - სისტემაში შეიქმნა ახალი ცხრილი თანამშრომლის საბანკო ანგარიშების მატრიცის შესანახად. იგი აფართოებს არსებულ მონაცემთა სტრუქტურას და გამოიყენება გადახდის წესების შესაბამისად ინფორმაციის აღსაწერად, მათ შორის საბანკო ანგარიშების, დაგეგმილი თანხების, ვალუტებისა და თანამშრომლის ბუღალტრული ჯგუფების შესახებ. დაემატა ახალი ფუნქციონალი — „გადახდის სტატუსის დეტალები“. მისი ჩანაწერები ავტომატურად გენერირდება საბანკო ანგარიშების მატრიცისა და გატარებული საბოლოო სახელფასო დოკუმენტების მონაცემების საფუძველზე. შესაბამის ველებში თანხები ავტომატურად განახლდება გადახდების გატარებისას, რაც შესაძლებელს ხდის განსაზღვროს კონკრეტული გადახდის წესის ფარგლებში არჩეულ პერიოდში თანამშრომლისთვის გადასახდელად დარჩენილი თანხა.

- შემოსავლების სამსახურის ინტეგრაციის კონფიგურაცია-ში დაემატა Log VAT Invoice Web Request და Log Tax Document Web Request პარამეტრი, რომლის მონიშვნის შემდეგაც შესაძლებელია წარუმატებელი ვებ რექვესთების ლოგირება.
- დაემატა შესაძლებლობა ბანკის სრული ამონაწერის (როდესაც მეტია 1000-ზე) შემოიმპორტების შესაძლებლობა.
- გასწორებულია შეცდომა, რომელიც გამოწვეული იყო გრძელი მომხმარებლის სახელებით გაყიდვების ანგარიშ-ფაქტურაში. დამატებულია დამალული ველი „Account Name (Full)” field (Text[250]) სრული სახელის შესანახად.
- “სხვა შესყიდვის დოკუმენტში” ტიპისთვის „მხოლოდ გადასახადი“ მოხდა მაიკროსოფტის კოდთან ადაპტაცია.
- ძირითადი საშუალებების რაოდენობრივი აღრიცხვის ფუნქციონალისთვის მოხდა გათვალისწინება და გადაადგილების დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ ზედნადებებში რაოდენობის ველი შეივსება იმ რაოდენობით, რაც სტრიქონში არის გაწერილი და არა “1”-ით.
- გამოსწორდა პრობლემა, როდესაც ავტომატურად დაკავშირებული საბანკო გადახდების გაუქმების (Unapply) დროს WHT Original Amount და Original Base აჩვენებდა ინვოისის სრულ თანხას, ნაცვლად შესაბამისი ნაწილობრივი გადახდის თანხისა.
- გაუმჯობესდა და დაემატა შემდეგი მოდულების ქართული თარგმანი: შესყიდვები, მარაგები, გაყიდვები, ძირითადი საშუალებები, ბანკები და ფინანსები.
- დაემატა ინტეგრაცია ლიბერთი ბანკის სერვისთან, რომელიც მოიცავს შემდეგ ოპერაციებს:
• აუტენტიფიკაცია
• დაემატა საჭირო აწყობები “საბანკო ანგარიშის ბარათზე”:
– ექსპორტის ფორმატი – ინდივიდუალური ლიბერთი ბანკის API, პაკეტური ლიბერთი ბანკის API
– იმპორტის ფორმატი – ლიბერთი ბანკის API
– ოპერაციის ტიპების გამორიცხვა იდენტიფიცირება/რეკონსილიაციივის (ლიბერთი) – განსაზღვრავს ოპერაციის ტიპებს, რომელზეც არ უნდა იმუშაობს ტრანზაქციების რეკონსილიაციის და ტრანზაქციის იდენტიფიცირების ლოგიკები. “Commission” უნდა იყოს გაწერილი ამ ეტაპისთვის.• ექსპორტი – ინდივიდუალური გადარიცხვები:
– ლიბერთი ბანკის ანგარიშებზე ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში
– სხვა ბანკის ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში
– სახაზინო ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში• ექსპორტი – პაკეტური გადარიცხვები:
– ლიბერთი ბანკის ანგარიშებზე ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში
– სხვა ბანკის ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში
– სახაზინო ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში• სტატუსებისა და შესაბამისი შეცდომის შეტყობინებების მიღება/შენახვა ექსპორტირებული ტრანზაქციისთვის ბანკის გადარიცხვების ჟურნალის თითოეული სტრიქონის დონეზე
• დაემატა “გადახდის სტატუსის შემოწმება”-ის ფუნქცია დაექსპორტებული ტრანზაქციებისთვის
• ამონაწერის იმპორტი
• შემოიმპორტებული ტრანზაქციების იდენტიფიცირება (Checkup Logic)
• ტრანზაქციების რეკონსილიაცია – დაექსპორტებული და შემდგომ შემოიმპორტებული ტრანზაციის (Matching process) ამონაწერის ბანკის ჟურნალში გადატანის მომენტში
• http ტიპის მოთხოვნების და პასუხების შენახვა “http ტიპისმოთხოვნების ისტორია”-ში

- გამოსწორდა შეცდომა “სხვა შესყიდვის დოკუმენტი” (ტიპი=ანგარიშვალდებულის შესყიდვა) დოკუმენტის წინასწარ ცდა პოსტვაზე.

