Კონსულტაცია

SMART Localization
Release Note 2026.01

უკრაინის, აზერბაიჯანის, პოლონეთის და საქართველოს გადაწყვეტილებები ახლდება ყოველ 3 თვეში ერთხელ. თუ კანონმდებლობაში ცვლილებები გადაუდებელ ხასიათს ატარებს, SMART business უზრუნველყოფს დაუგეგმავ განახლებას.

ყველა განახლების კონფიგურაცია შესაძლებელია თქვენ მიერ ან SMART business-ის დახმარებით.

  1. განახლდა დაპოსტილი გაცემული ფაქტურის კორექტირების ფუნქიონალი: ახლა, კორექტირების ფაქტურის დაპოსტვის დროს, კორექტირების ჩანაწერები იქმნება დადასტურებული კორექტირების თარიღით და ძირითადი ფაქტურის სტატუსი რჩება “დაპოსტილი”.
  2. საქართველოს ბანკთან ინტეგრაციის ფუნქციონალი გაფართოვდა ბანკის მიერ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. საბანკო ბარათის ცნობარზე დაემატა ახალი იმპორტის ფორმატის მნიშვნელობა “GE BOG API v2”, რომელიც შესაბამისობაშია ბანკის ბოლო განახლებასთან.
  3. წინასწარ განსაზღვრული კონფიგურაციის პაკეტები განახლდა სისტემაში განხორციელებული ცვლილებებისა და განახლებების შესაბამისად.
  4. გამოსწორდა პრობლემა, რომლის გამოც მიწოდების ზედნადების გვერდი იფრიზებოდა, გაყიდვების მიწოდების და საწყობის გადაზიდვის დოკუმენტების დაპოსტვისთანავე გახსნისას.
  5. გამოსწორდა უსაფრთხოების ფილტრთან დაკავშირებული პრობლემა ნომენკლატურის ბარათის ცხრილის უფლებების ნაკრებებში, რომელიც გამოწვეული იყო იმპორტის დეკლარაციის აპლიკაციით.

  1. „ფიზიკური პირისა“ და „თანამშრომლის“ ბარათებზე დანერგილია ატრიბუტების ფუნქციონალი. აღნიშნული ფუნქცია იძლევა კომპანიის ბიზნეს პროცესებში გამოყენებული დამატებითი მახასიათებლების შენახვისა და მართვის შესაძლებლობას, პერსონალიზაციის გზით დამატებითი ველების შექმნის საჭიროების გარეშე.
  2. განახლებულია თანამშრომლის ჟურნალისა და შვებულების ჟურნალის “დაწყების თარიღის” ვალიდაციის ლოგიკა, კერძოდ:

    თანამშრომლის ჟურნალისთვის: „ხელფასის კონფიგურაციის სტრიქონების შემოთავაზების“ დავალების მეშვეობით სტრიქონების შექმნისას, გაუმჯობესდა გენერირებული ჩანაწერების დაწყების თარიღის განსაზღვრის მექანიზმი. თუ თანამშრომელი დაქირავებული იქნა რეპორტის პარამეტრებში მითითებული დაწყების თარიღის შემდეგ, სისტემა ახლა ავტომატურად ადგენს დაწყების თარიღს თანამშრომლის დაქირავების თარიღის მიხედვით.

    შვებულების ჟურნალისთვის: კალენდარული წლის მიხედვით დარიცხვის პერიოდის მქონე შვებულების ტიპებისთვის, ვალიდაციის ლოგიკა დარეგულირებულია ისე, რომ შესაძლებელი იყოს მთელი კალენდარული წლის ბალანსის შეყვანა, დაქირავების თარიღის მიუხედავად, იმ პირობით, რომ დაწყების თარიღის წელი ემთხვევა თანამშრომლის დაქირავების წელს.

  3. მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც წარმოიშვებოდა შემაჯამებელი სამუშაო დროის აღრიცხვის კალენდარში ზეგანაკვეთური საათების დამატებისას, როდესაც სამუშაო დღეს, რომელზეც ზეგანაკვეთური სამუშაო საათების დამატება ხდებოდა, ჰქონდა 13 ან მეტი სამუშაო საათი.

    ადრე სისტემა ითვალისწინებდა მხოლოდ დღეში საათების საერთო რაოდენობას (24 საათი) დროის აქტივობის კოდის გაუთვალისწინებლად, რაც არ იძლეოდა საშუალებას, რომ მთელი სამუშაო დროის განმავლობაში ზეგანაკვეთური საათები სწორად მონიშნულიყო (დამატებულიყო). 

    უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიდგომით მუშაობისთვის, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის აქტივობის კოდის პარამეტრებში, ველში- „ზეგანაკვეთური სამუშაოს დაშვება“  უნდა შეივსოს მნიშვნელობით „არა“.

 

mail
SMART Localization
Cookies

We use cookies to improve your web experience, display personalized content and analyze traffic. By clicking «Accept All», you agree to their use. To manage your settings, click Settings. Learn more about the use of cookies in the privacy policy.

Functional
Always active
The technical storage or access is strictly necessary for the legitimate purpose of enabling the use of a specific service explicitly requested by the subscriber or user, or for the sole purpose of carrying out the transmission of a communication over an electronic communications network.
Marketing
The technical storage or access is required to create user profiles to send advertising, or to track the user on a website or across several websites for similar marketing purposes.
Statistics
The technical storage or access that is used exclusively for statistical purposes
Analytics
Analytical purposes are used to measure traffic and optimize content.