Კონსულტაცია

რა ბენეფიტები აქვს Business Central-ის ახალ ვერსიას? ვსაუბრობთ სიმარტივესა და განახლებაზე

golovna dlya ukr i angl min

ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც სისტემას დიდი ხნის განმავლობაში იყენებენ, ERP სისტემის განახლებას – ახალ ვერსიაზე გადასვლას რთულ, დამღლელ და რესურსებით დატვირთულ პროცესს უკვაშირებენ. შეიძლება ადრე ესეც ყეფილიყო, თუმცა ახლა მოცემულობა სულ სხვაა. სტატიაში გაგიზიარებთ თუ რა შეიცვალა და რატომ არის Microsoft Dynamics 365 Business Central-ის განახლება არა მხოლოდ მარტივი, არამედ აუცილებელიც.

  1. განახლება უკვე აღარ არის რთული

განახლების პროცესის სირთულის შესახებ მითის გასაქრობად, გადავხედოთ წარსულ მოვლენებს. 20 წლის წინ, Navision-ის არქიტექტურა (ამჟამად Business Central) ეფუძნებოდა კოდის შემუშავების პერსონალიზაციას – ითვალისწინებდა საბაზისო კოდის შეცვლას თქვენი საჭიროებების მიხედვით. ერთის მხრივ, ეს იყო მოსახერხებელი და ხელს უწყობდა მოქნილობას, თუმცა რაც შეეხება ახალ ვერსიაზე გადასვლას, უკვე გადაწერილი კოდის დაკავშირება Microsoft-ის განახლების კოდთან, საკმაოდ რთული ამოცანა იყო, რაც დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვდა.

მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

დღეს, კოდის მორგების ნაცვლად, არქიტექტურა ეფუძნება არსებული კოდის გაფართოებას. ძირითადი ფუნქციონალი ჩაშენებულია საბაზისო კოდის შრეში. პარტნიორისა და მომხმარებლის ყველა მოდიფიკაცია ცალ-ცალკე შრეებშია. ამრიგად, სისტემის შემდეგ ვერსიაზე გადასასვლელად, თქვენ მხოლოდ უნდა შეცვალოთ ბაზის შრე. პარტნიორის გადაწყვეტილების განახლებისთვის, თქვენ უნდა შეცვალოთ შესაბამისი შრე. ეს პრინციპი უზრუნველყოფს სწრაფ და უპრობლემო განახლებას.

  1. ფიქსირებული ვერსია არარელევანტურია

ფიქსირებულ ვერსიაზე მიბმამ, როგორც ეს იყო Navision-ის ეპოქაში აზრი დაკარგა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

Business Central-ის განახლება დღეს ისეთივე მოსახერხებელია, როგორც, Windows-ის განახლება. Windows 10-ის გამოყენებით, თქვენ ვერც კი ამჩნევთ, როდის ხორციელდება განახლებები, ანალოგიურად ხდება Business Central-ის შემთხვევაშიც. ახლა ღრუბელოვან სისტემაში განახლება ხორციელდება ყოველთვიურად და ავტომატურად. ლოკალური განახლებები ისეთივე მარტივია, თუმცა არის ერთი “მაგრამ” – თქვენ ან თავად უნდა გამოსცადოთ ან აირჩიოთ ისეთი პარტნიორი, როგორიცაა SMART business.

მეორე წერტილი არის ფიქსირებული ვერსიის შეზღუდული მხარდაჭერა. მაშინაც კი, თუ განახლების სიმარტივის მიუხედავად, გადაწყვეტთ დარჩეთ Business Central-ის კონკრეტულ ვერსიაზე, მასში ახალი ფუნქციონალი ექვსი თვის განმავლობაში გამოჩნდება (მომდევნო ძირითადი განახლების გამოქვეყნებამდე) და ამის შემდეგ, შეცდომების გამოსწორება განხორციელდება მომდევნო წელს.

  1. კონცენტრაცია უახლეს ვერსიაზე

Microsoft-ის მსგავსად, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდულ მხარდაჭერას ძველი გამოშვებებისთვის რესურსების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, პარტნიორი კომპანიები ასევე ორიენტირებულნი არიან თავიანთი Business Central გადაწყვეტილებების უახლესი ვერსიების ევოლუციის მაქსიმიზაციაზე. განვიხილოთ SMART Localization-ის მაგალითი. ეს არის Business Central-ის ადაპტაცია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. კანონები მუდმივად იცვლება, ამიტომ SMART Localization-ის განახლება მინიმუმ კვარტალში ერთხელ გამოდის. თუ მომხმარებელი განაგრძობს Business Central-ის „ძველ“ ვერსიის გამოყენებას, SMART Localization-ის განახლება დამოუკიდებელი ღირებულების მატარებელი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში, ინჟინერები დეველოპმენტს ინდივიდუალურად თქვენი სისტემისთვის შეიმუშავებენ.

თუ გსურთ ყოველთვის იმუშაოთ ERP სისტემის უახლეს ვერსიაში და რეგულარულად მიიღოთ განახლებები, გთავაზობთ მიიღოთ ინდივიდუალური კონსულტაცია SMART business-გან. დაგვიკავშირდით: sales@smart-it.com

mail