Კონსულტაცია

როგორ განვახორციელოთ ERP სისტემის იმპლემენტაცია ბიზნესისთვის მაქსიმალური სარგებელით?

ERP სისტემის დანერგვამდე, წინასწარ უნდა იცოდეთ ამ პროცესის ნიუანსების და შესაძლო ხარვეზების შესახებ. ჩვენი ექსპერტები გაგიზიარებენ კომპანიების მთავარ სირთულეებს და და ხრშირად დაშვებულ შეცდომებს. ისინი ასევე გაგიზიარებენ რჩევებს თუ როგორ უნდა შეამციროთ შეცდომები და, შედეგად, მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი იმპლემენტაციისგან.

რა არის ERP? ეს არის სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ განახორცილეოთ ავტომატიზაცია და დააკავშიროთ საწარმოს ყველა ძირითადი ბიზნეს პროცესი ერთ პლატფორმაზე. ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსები, მარკეტინგი, გაყიდვები, წარმოება, შესყიდვები, საწყობები – ორგანიზაციის ყველა ნაწილი მორგებულია, ემორჩილება სისტემაში განსაზღვრულ ლოგიკას და იყენებს უნივერსალურ მონაცემთა ბაზას. ეს ყველაფერი დადებითად აისახება დეპარტამენტებს შორის ურთიერთქმედების, პროცესების ეფექტურობაზე და შედეგად ფინანსურ მაჩვენებელზე. მაგრამ იმ პირობით, თუ კომპანია პასუხისმგებლობით მიუდგება ERP დანერგვის პროცესს, მოითხოვს საიმედო და კომპეტენტური ინტეგრატორი პარტნიორის მხარდაჭერას.

თუ გსურთ მიიღოთ პერსონალური კონსულტაცია ERP სისტემის დანერგვისა და გამოყენების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოთხოვნა.

ERP იმპლემენტაციის მოდელები

ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას ERP სისტემების დანერგვისთვის, ჩვეულებრივ სთავაზობენ მომხმარებელს რამდენიმე მოდელს, რაც დამოკიდებულია ბიზნეს მოთხოვნებსა და პერსონალიზაციის კომპლექსურობაზე. მაგალითად, SMART business, რომელიც Microsoft Dynamics 365 Business Central-ის სერთიფიცირებული პარტნიორია, აქვს ოთხი მოდელი. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

1. out-of-box გადაწყვეტილების თვითმომსახურების გადატანა

ამ მოდელის მიხედვით, კლიენტი დამოუკიდებლად ახორციელებს Business Central-ის სტანდარტული ფუნქციონალის იმპლემენტაციას. ეს მიდგომა ამართლებს ორ შემთხვევაში. პირველი – თუ მომხმარებლის მხარეს არის ანალიტიკოსი, რომელსაც აქვს ასეთი გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის გამოცდილება, ან უბრალოდ მოტივირებული თანამშრომელი, რომელიც მზად არის დახარჯოს თავისი დრო პროდუქტის გაგებაში. მეორე – კომპანიის ბიზნეს პროცესები არ არის ძალიან რთული, ამიტომ არ არის საჭირო სისტემის მნიშვნელოვანი მოდიფიკაციების განხორციელება. კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტია, კომპანიის მხრიდან სპეციალისტის დაქირავების შესაძლებლობა ამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად და საჭირო პერსონალიზაციის განსახორციელებლად.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მოდელში ჩვენ უზრუნველვყოფთ მხოლოდ სისტემას სტანდარტული მოდულებით და ძირითადი პარამეტრებით. ჩვენი SMART Localization-ის გამოყენებით, სისტემა მზად იქნება მენეჯმენტის, საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვისთვის საქართველოში. ამის შემდეგ, მომხმარებელი დამოუკიდებლად ახორციელებს სისტემაში მცირე კორექტირებას მის პროცესებთან შესაბამისობაში, ჩვენ მიერ მომზადებული დეტალური სასწავლო მასალების გამოყენებით: დოკუმენტაცია, ვებინარები, ვიდეო სახელმძღვანელო, სტატიები და ა.შ.

სისტემა საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია, რადგან მოგეხსენებათ, Microsoft-ის პროდუქტები ინტუიციური ინტერფეისით გამოირჩევა. გარდა ამისა, ჩვენმა გუნდმა მოამზადა მზა შაბლონები, რომლებიც კიდევ უფრო აადვილებს Dynamics 365 Business Central-თან მუშაობას. თუ მომხმარებელს კიდევ ექნება დამატებითი შეკითხვები, ჩვენ უზრუნველვყოფთ კონსულტაციას ამომწურავი პასუხებითა და განმარტებით.

ამ მოდელის მთავარი უპირატესობა არის ხარჯების დაზოგვა. მთავარი მინუსი კომპანიის მხარეს არსებული პასუხისმგებლობაა იმპლემენტაციაზე. გუნდში შეიძლება წარმოიშვას წინააღმდეგობა, იმ თანამშრომლებისგანაც, რომლებებისგანაც არ ელით. იმპლემენტაციის განხორციელებისას გარე კონტრაქტორი, რომელთანაც უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება და რომლის მომსახურების საფასურიც დაფარულია, საკმაოდ ძლიერი სტიმული ხდება პერსონალისთვის, რათა დაიწყოს სისტემის დაუფლება შეთანხმებულ ვადებში.

2. Out-of-box გადაწყვეტილების დანერგვა ჩვენი კომპანიის დახმარებით

მოდელის ითვალისწინებს SMART business-ის მხარდაჭერით სტანდარტული გადაწყვეტილების კონფიგურაციას ძირითადი ფუნქციონალით. მხარდაჭერა მოიცავს კლიენტის ბიზნეს პროცესების ძირითად ანალიზს, სისტემის დამატებით კონფიგურაციას, თანამშრომლების ტრენინგს და დახმარებას მონაცემთა მიგრაციაში. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება რჩება უცვლელი ან ხდება მხოლოდ მცირე ცვლილებების შეტანა. თუმცა, ხშირად იმპლემენტაციისას მეორე მოდელი გადადის მესამეზე, რაც გულისხმობს პროდუქტის უფრო მნიშვნელოვან პერსონალიზაციას.

ეს ხდება პირიქითაც – როდესაც არასტანდარტული და რთული ბიზნეს პროცესების მქონე კომპანია იღებს გადაწყვეტილებას გადახედოს და შეცვალოს შეუსაბამო გადაწყვეტილებების ფუნქციონალი, რაც ხშირად დადებითად აისახება ბიზნესზე. ფაქტია, რომ საერთაშორისო დონის ERP სისტემების ძირითადი ფუნქციონალი საკმაოდ კომპლექსურია და ასახავს მრავალწლიან გლობალურ გამოცდილებას ბიზნეს პროცესების მშენებლობაში.

მსოფლიო დონის ERP სისტემის დანერგვა კარგი შესაძლებლობაა უკეთ შეაფასოთ თქვენი ორგანიზაციის ბიზნეს პროცესები და გამოიყენოთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

3. იმპლემენტაცია პერსონალიზაციით

ეს მოდელი მოიცავს პერსონალიზებული ფუნქციონალის მნიშვნელოვან მოდიფიკაციას, ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი სისტემის მოდულების შემუშავების აუცილებლობით. მაგალითად, ბილინგის ან დოკუმენტების ნაკადის პროცესების მოდული. ასევე შესაძლებელია არსებული მოდულების მოდიფიკაცია, მაგალითად წარმოება, კომპანიის ტექნოლოგიური პროცესების სპეციფიკის გათვალისწინებით, ან მასშტაბური ინტეგრაცია სხვა სისტემასთან.

4. იმპლემენტაცია სიღრმისეული კონფიგურაციით

მთავარი განსხვავება ამ მოდელსა და მესამეს შორის არის ის, რომ ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების სირთულისა და არასტანდარტული ხასიათის გამო, რთულდება პროექტის მიახლოებითი მოცულობის შეფასება. შესაბამისად, სტანდარტული ანალიზის გარდა, ჩნდება წინასწარი დიაგნოსტიკის აუცილებლობა, რომელიც რიგ შემთხვევებში მომხმარებელთან მთელ რიგ შეხვედრებს მოითხოვს. ასევე ამ ეტაპზე, შესაძლებელია სისტემის ფუნქციური ელემენტების პროტოტიპის შექმნა. დიაგნოსტიკური შედეგების საფუძველზე იქმნება დოკუმენტი შემდგომი სამუშაოების დაგეგმვისთვის, რომელიც ეტაპობრივად აღწერს კომპანიის ყველა პროცესის ჯაჭვს.

MicrosoftTeams image (7)

რომელ კომპანიებს ერგება თითოეული მოდელი?

მოცემული განაწილება პირობითია, ერთი მოდელით დაწყების შემდეგ, ორგანიზაციას შეუძლია სხვაზე გადასვლა. ბიზნესის ზომა ასევე არ არის გადამწყვეტი. მაგალითად, მეოთხე მოდელი, როგორც წესი, შესაფერისია ძალიან დიდი საწარმოებისთვის, რომლებსაც რთული ბიზნეს პროცესები აქვთ. მიუხედავად ამისა, თუ კომპანიამ უკვე შეაფასა ისინი, შეუძლია მესამე მოდელზე შეაჩეროს არჩევანი, ან აირჩიოს პირველი, გამოცდილი ანალიტიკოსებით დაკომპლექტებული გუნდის შემთხვევაში, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებლად გაართვან თავი ERP-ის დანერგვასა და პერსონალიზაციას. პირველი, მეორე და მესამე მოდელები ბიზნესის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს შესაფერისი მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის. პირველი მოდელი ნებისმიერი ზომის ორგანიზაციას გამოადგება და დაზოგავს იმპლემენტაციის ხარჯებს.

ERP-ის იმპლემენტაციის ეტაპები

განვიხილოთ ERP სისტემის იმპლემენტაციის ეტაპები SMART business-ის პტაქტიკაში არსებული მაგალითებით.

კონსულტაცის მოთხოვნა

პროექტის დაწყება
ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ეტაპი. ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტების გუნდის შექმნა, რომლებიც მზად არიან განახორციელონ წარმატებული პროექტი. თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს მოტივაცია, რომ იმპლემენტაციის ფარგლებში მაქსიმალური პასუხისმგებლობით შეასრულოს ყველა დავალება. დამკვეთის პროექტის გუნდის ფორმირების შემდეგ ვატარებთ პრეზენტაციას, რომლის დროსაც მონაწილეებს ვაცნობთ პროექტის მიზანს, დაგეგმილ აქტივობებს და გუნდის თითოეული წევრის დავალებებს. შემდეგ, ჩვენ ვამზადებთ გარემოს სისტემის შემუშავებისა და ტესტირებისთვის და უზრუნველვყოფთ წვდომას გუნდის წევრებისთვის.

ანალიზი
ანალიზის ეტაპზე ვატარებთ საწყის ტრენინგს სისტემის გამოყენების შესახებ და ვაჩვენებთ გუნდს გადაწყვეტილების სტანდარტულ ფუნქციონალს, რათა მივიღოთ უკუკავშირი და განვსაზღვროთ რა დამატებითი სამუშაოს ჩატარება იქნება საჭირო. ყველა გადახრა ძირითადი ფუნქციონალიდან და აუცილებელი დეველოპმენტი აღირიცხება შესაბამის დოკუმენტებში. ასევე ამ ეტაპზე იქმნება და მტკიცდება დოკუმენტი, რომელიც აღწერს სისტემაში როლური წვდომის სტრუქტურას.

კონფიგურაცია
ანალიზის ეტაპზე დამტკიცებული დოკუმენტების საფუძველზე იწერება ტექნიკური დოკუმენტაცია, ხდება სისტემის კონფიგურაცია და ფუნქციონალის ტესტირება. კომპანიაში რთული ბიზნეს პროცესების არსებობის შემთხვევაში, ტარდება ინტეგრაციის ტესტირება, რომლის დროსაც გათვალისწინებულია ყველა ჯაჭვი სხვა პროცესებთან მიმართებაში. ამ გზით შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ყველა ფუნქცია შეუფერხებლად მუშაობს. ტესტირების შემდეგ სისტემა მზად არის.

გადატანა
სისტემის გადატანის ეტაპზე, ვამზადებთ შაბლონებს მონაცემთა მიგრაციისთვის, ვასწავლით მომხმარებლებს, როგორ შეავსონ და ატვირთონ ისინი და ვეხმარებით სატესტო იმპორტის განხორციელებაში. თუ მონაცემების გადატანა Business Central-ში ხდება 1C-დან, გირჩევთ გამოიყენოთ ჩვენი დეველოპმენტი – პირდაპირი კონექტორი. ეს გაამარტივებს მონაცემთა მიგრაციის პროცესს, რადგან ნახევრად ავტომატურ რეჟიმში იქმნება არასაკმარისი პარამეტრები, რაც აისახება სააღრიცხვო პოლიტიკაზე.

გამოიყენეთ მონაცემთა მიგრაცია თქვენი ცნობარების მენეჯმენტისთვის

იმპორტის შემდეგ მომხმარებლები სწავლობენ სისტემის გამოყენებას კომპანიის მონაცემების გამოყენებით. ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი ეტაპია. ფაქტობრივად, თანამშრომლები ახალ სისტემაში ყოველდღიურ სამუშაოს თავიანთი მონაცემების მიხედვით ახორციელებენ. ეს უკვე არა მხოლოდ ტესტირება, არამედ პრაქტიკული სწავლებაა. ამ ტესტის შედეგების საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება Go-Live-ზე, რის შემდეგაც ვამზადებთ გარემოს და ვტვირთავთ სისტემის საბოლოო ვერსიას.

Go-Live
ჩვენ უზურნველვყოფთ Go-Live სისტემის გეგმას, რომელშიც მივუთითებთ გარდამავალი ეტაპების ვადებს, რათა თანამშრომლებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვადებში, საწარმოს ფუნქციონირების შეჩერების გარეშე და რა მიზნით უზრუნველყონ წინა სააღრიცხვო პერიოდის დახურვა, მოამზადონ მონაცემები მიგრაციისთვის და გადავიდნენ ახალ სისტემაზე. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ ოპერატიულ მხარდაჭერას პირველადი დოკუმენტების დაპოსტვის, პერიოდის დახურვისა და საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგების გენერირების მიმართულებით. ჩვენი კონსულტანტები ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ კლიენტებს პრაქტიკული რჩევებით ამ საკითხებზე.

Go-Live-ის შემდეგ ჩვენ არ ვტოვებთ მომხმარებლებს სისტემასთან მარტო, ჯერ მომხმარებელს უზრუნველვყოფთ ოპერატიულ მხარდაჭერით, შემდეგ კი ვზრუნავთ პროექტის ადმინისტრაციულ მხარდაჭერაზე.

რა სირთულეებს აწყდებიან კომპანიები ERP-ის დანერგვისას?

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, კომპანიის თანამშრომლები ყოველთვის არ იჩენენ ინტერესს და არ ესმით ERP დანერგვის სარგებელი. თანამშრომლებს, როგორც წესი, არ სურთ დროისა და ძალისხმევის დახარჯვა ახალი სისტემის შესასწავლად, მიუხედავად იმისა, რომ ხვდებიან, რომ ეს მათ ახალ შესაძლებლობებს მისცემს. მენეჯმენტი ყოველთვის ვერ უმკლავდება ამ გამოწვევას.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ERP-ს იმპლემენტაციის პროცესში, ჰქონდეთ კარგი გადმოცემის უნარი და დარწმუნების ნიჭი. საერთო ენის პოვნა თანამშრომლებთან აჩენს ნდობას, რაც შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს მთელი პროექტის წარმატებაში.

MicrosoftTeams image (8)

კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა კომპანიის მენეჯმენტში მკაფიო ხედვის არარსებობა იმის შესახებ, თუ რა ამოცანები უნდა გადაჭრას ERP სისტემამ და როგორ უნდა შექიმნას ბიზნეს პროცესის არქიტექტურა. ამ პრობლემის ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტა ისევ დამნერგავი პარტნიორების ექსპერტიზაა. თუ მათ აქვთ წარმატებით განხორციელებული პროექტების დიდი პრაქტიკული გამოცდილება, მათ შეუძლიათ შემოგთავაზონ პროცესების აწყობა, რათა უკეთ შეასრულონ ბიზნეს მიზნები.

კიდევ ერთი სირთულე შეიძლება წარმოიშვას თავად ERP სისტემასთან. მაშინაც კი, თუ ვენდორი აკონფიგურირებს მას, ის შეიძლება მაინც არ იყოს საკმარისად მოქნილი. ბევრი გადაწყვეტილება იყენებს კომპლექსურ საერთო პროგრამირების ენებს, როგორიცაა Python, C++. ამ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესს აქვს ახალი ამოცანები, ძალიან რთულია და დიდ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება სისტემის მოდიფიკაცია.

აირჩიეთ სისტემები გამარტივებული, სპეციალიზებული პროგრამირების ენებით, რომლებიც უფრო შესაფერისია კონკრეტული ბიზნეს პრობლემების გადასაჭრელად.

როდესაც ისეთი პროდუქტი, როგორიცაა Business Central, იყენებს სპეციალიზებულ ენებს, მარტივდება სისტემაში დამატება ყველა კოდის გადაწერის გარეშე. გარდა ამისა, Microsoft AppSource-ზე შეგიძლიათ იპოვოთ ათასობით აპლიკაცია და გაფართოება, რომლებსაც სისტემის გაუმჯობესების პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ.

რა შეცდომებს უშვებენ კომპანიები ყველაზე ხშირად ERP-ის დანერგვისას?

ერთ-ერთი მთავარი შეცდომა არის ფიქრი და ვარაუდი, რომ სისტემა ყველა ბიზნეს პრობლემას მოაგვარებს. გადაწყვეტილებას შეუძლია ხელი შეუწყოს პროცესების ოპტიმიზაციას და ახლის შექმნას, ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებას და მენეჯმენტის გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას. მაგრამ თქვენ უნდა შეგეძლოთ ამ ინფორმაციის გამოყენება. სისტემა ვერ შეიმუშავებს განვითარების სტრატეგიას, ვერ მოაგვარებს კომპანიაში არსებულ ქაოსის პრობლემას, ვერ გახდის თანამშრომლებს უფრო პასუხისმგებლიანებს და ვერ უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქტების უმაღლეს ხარისხს. ეს მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელიც უნდა იცოდეთ როგორ გამოიყენოთ სწორად.

ძუნწი ორჯერ იხდის
ERP დანერგვის პარტნიორების არჩევისას თანხის დაზოგვის მცდელობა შეიძლება ლოგიკურად გეჩვენოთ, თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტი, სავარაუდოდ, ძვირი დაუჯდება მომხმარებელს. ფაქტია, რომ „ხელსაყრელი“ ფასები, როგორც წესი, კომპანიაში დასაქმებულთა მცირე გამოცდილებითა და დაბალი კვალიფიკაცის მქონე სპეციალისტებით განისაზღვრება. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ სპეციალისტებს შესაძლებლობა ისწავლონ და ივარჯიშონ თქვენი სისტემის დანერგვისაზე, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს შეიძლება საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული თქვენი ორგანიზაციისთვის.

გარდა ამისა, იმპლემენტაცია კარგი შესაძლებლობაა ისარგებლოთ არა მხოლოდ ERP სისტემით, არამედ მისი დამნერგავი ექსპერტების გამოცდილებითაც. მაგალითად, ჩვენს გუნდს აქვს ათობით წარმატებული იმპლემენტაციის მაგალითი თავის პორტფოლიოში, ვიცით ბიზნესის კეთების სპეციფიკა და სირთულეები სხვადასხვა სფეროში და სიამოვნებით გაგიზიარებთ გამოცდილებას.

შეხედეთ ERP-ის იმპლემენტაციას, როგორც შესაძლებლობას შეიძინოთ გამოცდილი გუნდის ექსპერტიზა, რომელიც შეძლებს იმპლემენტაციის უზრუნველყოფას.

მოითხოვეთ კონსულტაცია

მნიშვნელოვანია ეტაპობრივი მიდგომა
კიდევ ერთი გავრცელებული მცდარი წარმოდგენა არის თქვენი ციფრული საწარმოს რაც შეიძლება სწრაფად აშენების სურვილი, ERP სისტემის ყველა შესაძლო ფუნქციონალის ან თუნდაც IT გადაწყვეტილებების სრული ნაკრების დაუყოვნებლივ იმპლემენტაციით. ეს სარისკოა, რადგან პროექტი დროთა განმავლობაში იწელება, არის შანსი რაიმე გამოგრჩეთ ან ვერ გავითვალისწინოთ, შედეგად იმპლემენტაციის პროცესები გართულდბა და იმატებს შეცდომების რაოდენობა. უმჯობესია შეადგინოთ გენერალური გეგმა საჭირო კონფიგურაციებისთვის და განხორციელებას ეტაპობრივად შეუდგეთ. რაც შეეხება ERP-ს, შეგიძლიათ, მაგალითად, დაიწყოთ ძირითადი მოდულებით, როგორიცაა ფინანსები, აღრიცხვა და წარმოება, შემდეგ გააფართოვოთ მენეჯმენტის აღრიცხვის შესაძლებლობები, დაამატოთ ხელოვნური ინტელექტი, ბიუჯეტის მოდულები და დოკუმენტების ნაკადი, შემდეგ სხვადასხვა ინსტრუმენტები, როგორიცაა მოთხოვნის პროგნოზირების სისტემა ან ვთქვათ, გადაწყვეტილება HR ბრენდის შესაქმნელად.

ნუ შეაფასებთ არასათანადოდ ძირითად ფუნქციონალს
თანამედროვე ERP სისტემის დანერგვისას, არ უნდა ეცადოთ მის დაუყოვნებლივ შეცვლას, მის მორგებას არსებული ბიზნეს პროცესებზე. ეს ფუნდამენტურად არასწორი სტრატეგიაა. შეეცადეთ ჯერ შეისწავლოთ სტანდარტული ფუნქციონალი, გაიგოთ მისი ლოგიკა, გაარკვიოთ, რატომ არის მასში გარკვეული ფუნქციები დანერგილი ამ გზით და შეეცადეთ გამოიყენოთ ისინი თქვენს ბიზნესში. ამის შემდეგ განსაზღვრეთ რა აკლია და გადადით გაუმჯობესებაზე, თუ არსებობს რეალური საჭიროება. როგორც უკვე ვთქვით, მსოფლიო დონის ERP სისტემები აერთიანებს საუკეთესო საერთაშორისო ბიზნეს პრაქტიკას. დაიწყეთ იქიდან, რასაც ისინი უზრუნველყოფენ საბაზისო დონეზე და შემდეგ გადადით პერსონალიზაციაზე. სხვა საკითხებთან ერთად, ეს მიდგომა გამართლებულია ხარჯების დაზოგვის თვალსაზრისითაც.

რა უნდა გაითვალისწინოთ ERP გადაწყვეტილების პროვაიდერის არჩევისას?

განვიხილოთ ERP-ის გარშემო არსებული ეკოსისტემა
ERP-ის არჩევისას, ძალიან არასერიოზული იქნებოდა, ყურადღება არ მიგექციათ მის გარშემო არსებული ეკოსისტემისთვის. როგორც წესი, კომპანიებს ERP-ის გარდა IT გადაწყვეტილებების მთელი სპექტრი სჭირდებათ და ეს დიაპაზონი, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში გაფართოვდება. სასურველია, რომ ორგანიზაციის ყველა ხელსაწყო კარგად იყოს თავსებადი და არ მოხდეს სხვადასხვა მომწოდებლის სისტემების შეუსაბამობა, განსხვავებული ოპერაციული ლოგიკით, ინტერფეისებით და პროცესების ორგანიზების განსხვავებული მიდგომებით. ეს ეხება არა მხოლოდ ინტეგრაციის სიმარტივეს და ღირებულებას, არამედ ამ პროდუქტების მომხმარებლის აღქმასა და გამოყენების სიმარტივეს.

MicrosoftTeams image (9)

უმჯობესია აირჩიოთ ის ERP ვენდორი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ინსტრუმენტები თქვენი ბიზნესის ყველა საჭიროებისთვის, როგორც ახლა, ასევე მომავალში.

სასურველია, კომპანიას, რომელიც განახორციელებს ERP-ს, ასევე ჰქონდეს განსხვავებული კომპეტენციები, შეძლოს დანერგოს და მხარი დაუჭიროს IT პროდუქტების ფართო სპექტრს, სრულყოფილად დაგეხმაროთ და, საჭიროების შემთხვევაში, განავითაროს პერსონალური აპლიკაციები ან არსებული სისტემების გაფართოება.

ვენდორის სანდოობა
სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ ERP სისტემის ვენდორმა შეიძლება დატოვოს ბაზარი ამა თუ იმ მიზეზის გამო. ამ შემთხვევაში, ყველა თქვენი ინვესტიცია მის IT გადაწყვეტილებებში იქნება უსარგებლო, მოგიწევთ ახალი პარტნიორის ძებნა და საჭირო პროდუქტების ხელახლა დანერგვა. ასეთი რისკების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ვენდორი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დიდი კორპორაციაა.

რა უნდა გაითვალისწინოთ პარტნიორის არჩევისას?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონტრაქტორის მუშაობა ERP სისტემის დანერგვის მიმართულებით აკმაყოფილებდეს განვითარების ზოგადად მიღებულ სტანდარტებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხვა პროგრამისტებმა ადვილად უნდა აღიქვან მათ მიერ დაწერილი კოდი, რათა ოპერატიულად გააგრძელონ მასთან მუშაობა. ეს არის ბიზნესის უსაფრთხოების საკითხი. ყოველივე ამის შემდეგ, თუ ერთ პარტნიორთან თანამშრომლობა შეწყდა რაიმე მიზეზით, თქვენ უნდა შეძლოთ მეორესთან მუშაობის დაწყება.

სწორედ ამ მიზეზით წამყვანი IT გადაწყვეტილებების მომწოდებლები, როგორიცაა Microsoft, ადგენენ მკაცრი კოდირების სტანდარტებს და ავალდებულებენ ყველა სერტიფიცირებულ პარტნიორს მკაცრად დაიცვან ისინი. გარდა ამისა, პერსონალიზებული გადაწყვეტილებები ექვემდებარება მკაცრი ხარისხის ტესტირების პროცედურებს. და რაც მთავარია, ყველა დეველოპმენტს თან ახლავს მაღალი ხარისხის დოკუმენტაცია. ის უზრუნველყოფს, ნებისმიერი სხვა კონტრაქტორის მიერ შესაძლებლობას მარტივად გააგრძელოს თქვენი სისტემების მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში.

რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია იმ სპეციალისტების კვალიფიკაციის გათვალისწინება, რომლებიც უშუალოდ უზრუნველყოფებ თქვენ ERP-ს იმპლემენტაციას. ისინი უნდა იყვნენ როგორც თავად პროდუქტის ექსპერტები, ასევე ჰქონდეთ კარგი ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი, როგორ იმოქმედებს სისტემა პროცესებზე და როგორ აისახება ეს მომხმარებლის ფინანსურ საქმიანობაზე. ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც ყიდულობთ პროდუქტს, თქვენ ასევე ყიდულობთ მის ბიზნეს ანალიტიკას კონტრაქტორისგან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, თუნდაც წინასწარი გაყიდვის ეტაპზე, პირადად დაუკავშირდეთ კონსულტანტებს, რომლებიც ჩაერთვებიან თქვენს პროექტში, დარწმუნდეთ მათ გამოცდილებაში, ჰკითხოთ წარმატებულ ქეისებზე და, თუ შესაძლებელია, შეაგროვოთ ფიდბექი არსებული მომხმარებლებისგან.

ასევე ყურადღება მიაქციეთ, რამდენად პასუხისმგებელია თქვენი პოტენციური პარტნიორი რესურსების დივერსიფიკაციის კუთხით, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ რისკები. სასურველია, რომ მისი თანამშრომლები იყვნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თავად სისტემა ასევე უნდა იყოს განლაგებული უსაფრთხო გარემოში.

მიიღეთ ახალი გამოცდილება

ERP სისტემის დანერგვისგან მაქსიმალური სარგებლობის მისაღებად, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ მთელი რიგი ფაქტორები: სანდო ვენდორისა და განვითარების გუნდის არჩევიდან დაწყებული ბიზნეს პრობლემების მკაფიო გაგებამდე, რომლის გადაჭრაზეც უნდა იზრუნოს პროდუქტმა. მაგრამ, ალბათ, წარმატებული იმპლემენტაციის მთავარი პირობა, პროცესში მაქსიმალური ჩართულობა, პერსონალის მოტივაცია და ერთიანობაა, პასუხისმგებლობა იმპლემენტაციის ყველა ეტაპის მიმართ. არასწორია იმის იმედი, რომ დანეგვის წარმატება დამოკიდებული იქნება მხოლოდ ვენდორზე. გახდით პროექტის სრულფასოვანი თანაავტორი და იყავით ღია ახალი გამოცდილებისთვის, რაც მოგცემთ ახალ სისტემას საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკისთვის.

თუ გსურთ მიიღოთ პირადი კონსულტაცია ERP სისტემის დანერგვისა და გამოყენების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მოთხოვნა.

mail