Კონსულტაცია

რაზეა დამოკიდებული ERP სისტემის ღირებულება და რა უნდა გაითვალისწინოთ არჩევანის გაკეთებისას

microsoftteams image

ERP) სისტემა არის ბიზნესის ავტომატიზაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ემსახურება ბიზნესის ფუნქციების გამარტივებას, გამჭვირვალობას და უზრუნველყოფს კონტროლის კომპლექსურ მექანიზმს. დინამიურ ბაზარზე ERP კომპანიებს ცვლილებებთან სწრაფ ადაპტაციაში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება ზუსტ ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

ERP-ის საჭიროების შემთხვევაში, შემდეგი ლოგიკური კითხვა მისი ღირებულებაა. სისტემის შეძენა, რომელიც შეინახავს თქვენი ბიზნესის ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, როგორიც არის ინფორმაცია – სერიოზული ნაბიჯია, რომელიც თავის მხრივ, დეტალურ და საფუძვლიან ანალიზს მოითხოვს. ამიტომ კითხვა “რა ღირს ERP?” არაერთ ასპექტს მოიცავს და სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს. ეს გარკვეულწილად ახალი სახლის ყიდვას ჰგავს, რომლის ფასი დამოკიდებულია ოთახების რაოდენობაზე, მის საიმედოობაზე, რემონტზე, არსებულ ინფრასტრუქტურასა და მისი განვითარების პერსპექტივაზე.

ამ სტატიაში იხილავთ დეტალურ მიმოხილვას, თუ რას მოიცავს ERP-ის ღირებულება და რა გზით უნდა ჩადოთ ინვესტიცია რესურსების დაგეგმვის სისტემაში რაც შეიძლება ეფექტურად.

ERP სისტემის ფასების მოდელები

ERP ღირებულების საკითხში ფასების მოდელის არჩევანი ფუნდამენტურია. არსებობს ორი ძირითადი: ლოკალური მოდელი და გამოწერის მოდელი. მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი:

ლოკალური (ანუ on-premises):

On-premises ვერსიის არჩევის შემთხვევაში, თქვენ ყიდულობთ ლოკალური სისტემის ლიცენზიას ERP-ის გამოსაყენებლად. Მონაცემები შესაძლებელია ინახებოდეს როგორც დაქირავებულ დაქირავებულ ინფრასტრუქტურაზე (მაგალითად, Azure clouds, Amazon Web Services, Google Cloud Platform, Oracle Cloud) ასევე თქვენს საკუთარ სერვერებზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, თქვენი სპეციალისტები მხარს უჭერენ სერვერების მუშაობას, თავად ზრუნავენ უსაფრთხოების საკითხებზე და ინფორმაციის სარეზერვო ასლზე. ეს მოდელი ასევე მოიცავს წლიურ მხარდაჭერას, განახლებას და შეცდომების გამოსწორების ხარჯებს. On-premises მიდგომა მოითხოვს მნიშვნელოვან წინასწარ ხარჯებს და პერმანენტულ ინვესტიციებს ბიზნესის მასშტაბების მიხედვით.

გამოწერა (ან ღრუბლოვანი ვერსია/SaaS):

ეს მეთოდი გულისხმობს სერვისების მიღებას უშუალოდ ERP პროვაიდერისგან . გამოწერის გეგმები შემოთავაზებულია SaaS (Software-as-a-Service) მოდელის საფუძველზე, სადაც კომპანია იხდის ყოველთვიურ ან წლიურ გადასახადს საჭირო პროგრამული გადაწყვეტილებისთვის. ეს მოდელი საკმაოდ მოქნილი და მოსახერხებელია, რადგან ის საშუალებას გაძლევთ უზრუნველყოთ გამოწერა მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით და მოითხოვს on-premises ვერსიაზე ნაკლებ ტექნიკურ ხარჯებს.

Panorama Consulting Group-ის 2021 წლის კვლევის თანახმად, კომპანიების 77% უპირატესობას ანიჭებს ღრუბლოვან გადაწყვეტილებას, 23% უპირატესობას on-premises გადაწყვეტილებას ანიჭებს. ზოგიერთი კომპანია ღრუბელოვან სისტემაზე სრულად გადასვლის მომხრეა. მაგალითად, FedEx-მა დააანონსა ყველა მონაცემთა ცენტრის დახურვა და ღრუბელზე სრული გადასვლა 2 წლის განმავლობაში.

ზოგადად, ამ მოდელებს შორის არჩევანი დამოკიდებულია შემდეგ ძირითად ფაქტორებზე:

1. თქვენი ბიზნესის საჭიროება რესურსების დაგეგმვის კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის.

2. თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობის დონე და მათი სრული კონტროლის საჭიროება.

3. ოპერაციების მოცულობა და მათ დამუშავებისთვის საჭირო სიმძლავრე.

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად რეკომენდებულია არსებული ინფრასტრუქტურის აუდიტი, პოტენციური მომხმარებლების ზრდის ტემპის პროგნოზირება და სისტემის დანერგვის სხვა ხარჯების გათვალისწინება. მათ შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ.

იმპლემენტაციის ხარჯები

ERP-ის დანერგვის ხარჯების შეფასებისას უნდა გვესმოდეს ამ პროცესის მასშტაბები. თუ ვსაუბრობთ სისტემის ინტეგრაციაზე ბიზნესში და პროექტის რისკების მინიმიზაციაზე, უნდა გამოვიყენოთ აპრობირებული ERP პროექტის ისეთი დანერგვის მეთოდოლოგია, როგორიცაა Microsoft-ის Sure Step. გამარტივებული ფორმით, ის ასე გამოიყურება:

კარგად გააზრებული მეთოდოლოგია გულისხმობს სამუშაოს მოცულობის და მისი ღირებულების ხარისხობრივ შეფასებას. თუმცა მეთოდოლოგია კარგ შედეგს მხოლოდ გამოცდილი ინტეგრატორის შემთხვევაში იძლევა.

რა თქმა უნდა, შეიძლება დაგჭირდეთ ძირითადი ფუნქციონალის გაფართოება და ეს, თავისთავად დამატიბით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. გამოცდილი კონტრაქტორი დაინტერესებულია გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის „გაყიდვით“ შესაბამისად არ გადააკეთებს სისტემას თქვენი ბიზნეს პროცესების შესაბამისად. ERP სისტემის ინტეგრატორი შემოგთავაზებთ, თუ როგორ უნდა შემცირდეს დამატებითი დეველოპმენტის რაოდენობა ძირითადი ფუნქციების გონივრულად გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროცესების აგებით.

თუ სისტემის ძირითადი ფუნქციონალი არ არის საკმარისი, ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ საჭირო დანამატი Microsoft აპლიკაციების კატალოგში (მაგალითად, AppSource Microsoft-ის გადაწყვეტილებისთვის).

დღეს, ყველა ინტეგრატორს არ აქვს შესაძლებლობა იამაყოს სისტემის ათასობით აპლიკაციის კატალოგით, ამიტომ გირჩევთ მზად იყოთ შემდეგი დამატებითი ნაბიჯებისთვის:

1. დამატებითი მოდულები

როგორც წესი, ERP სისტემის მოდულების ძირითადი პაკეტი მოიცავს კომპანიის ძირითად ბიზნეს ამოცანებს: აღრიცხვა, გაყიდვები, საქონელის და საწყობის მართვა და ა.შ. მაგრამ ზოგჯერ ინდივიდუალური ბიზნესის სპეციფიკა ისეთ დამატებით გადაწყვეტილებებს მოითხოვს, როგორიცაა ელექტრონული დოკუმენტების მართვა ან ინტეგრაცია. OCR სისტემას შეუძლია ამოიცნოს შემომავალი ინვოისები და ავტომატურად შექმნას დოკუმენტები. ასეთი გაფართოება დამატებით ხარჯებს უკავშირდება.

2. პერსონალიზაცია

კომპანიებს ზოგჯერ სჭირდებათ უნიკალური სისტემის კონფიგურაცია, რომელიც მოერგება მათ პროცესებს. ეს თავისთავად პროცესების უფრო დეტალურ ანალიზს მოითხოვს და ზრდის იმპლემენტაციის სირთულეს. ამ სცენარში კონტრაქტორისგან საჭიროა დამატებითი რესურსი, შესაბამისად იზრდება იმპლემეტაციის ღირებულებაც

3. ტრენინგი

ERP ვენდორების უმეტესობა სისტემის შეძენისას ძირითად ტრენინგს გთავაზობთ. უფრო მაღალი დონის ტრენინგები დამატებით ხარჯებს გულისხმობს. ბიზნესის მფლობელები ზოგჯერ სკეპტიკურად უყურებენ ასეთ ხარჯებს, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ დამატებითი ტრენინგი მნიშვნელოვნად ამარტივებს სისტემის მომავალში გამოყენების პროცესს.

კიდევ ერთი გავრცელებული პრაქტიკა ბიზნეს ანალიტიკოსისთვის სრულ განაკვეთიანი სიღრმისეული ტრენინგია. თქვენს გუნდში ისეთი სპეციალისტის არსებობით, რომელსაც ამოცანების უმეტეს ნაწილს დამოუკიდებლად დახურავს და სისტემის კონფიგურაციის პროცესებში მიიღებს მონაწილეობას, მომავალში IT სპეციალისტების მოზიდვაზე განკუთვნილ დიდ თანხას დაზოგავთ.

4. სისტემის ლოკალიზაცია

საჭიროა სისტემის ადაპტირება ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ეს დამატებითი კონფიგურაცია უზრუნველყოფს ბიზნეს საქმიანობის განხორციელებას ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და ითვალისწინებს თავისებურებებს და საკანონმდებლო ბაზაში შეტანილ ცვლილებებს.

ადგილობრივ ბაზარზე ასეთი გადაწყვეტილების მაგალითია SMART business-ის SMART Localization.

როგორ გახადოთ თქვენი ინვესტიცია ERP-ში რაც შეიძლება მომგებიანი?

მოდით დავუბრუნდეთ ERP-ის ყიდვის ჩვენს ანალოგიას სახლის ყიდვასთან დაკავშრებით. დამეთანხმებით, რომ სახლის ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა და მისი განვითარების პერსპექტივები ძალზე მნიშვნელოვანია მისი არჩევისას.

Საწარმოო რესურსების დაგეგმვის სისტემის ყიდვისას გირჩევთ იგივე პრინციპი გამოიყენოთ. ERP-ის არჩევისას იფიქრეთ საერთო ეკოსისტემაზე და მასში სხვა გადაწყვეტილებების ინტეგრირების უნარზე. არის თუ არა კონკრეტული გადაწყვეტილება მოწოდებული მიმდინარე განახლებებით? და იქნება თუ არა ეს სისტემა აქტუალური 5 წელიწადში?

თუ ERP დღეს გჭირდებათ, უახლოეს მომავალში შეიძლება CRM დაგჭირდეთ, AI აპლიკაცია ან რაიმე სხვა. მაგალითად, Microsoft Dynamics 365 Business Central ERPMicrosoft-ის ბიზნეს გადაწყვეტილებების ეკოსისტემაში 72 გადაწყვეტილებიდან მხოლოდ ერთ-ერთია. ამ სახის გადაწყვეტილებების ინტეგრაციით, თქვენ არა მხოლოდ ხურავთ მიმდინარე ამოცანებს, არამედ ქმნით საფუძველს ეფექტური და მკაფიო სკალირებისთვის.

ERP-ის ყიდვისას კიდევ ერთი საკვანძო ფაქტორი საიმედო იმპლემენტაციის პარტნიორის პოვნაა. Საწარმოო რესურსების დაგეგმვის სისტემის სპეციფიკა თითოეულ შემთხვევის საკუთარი იმპლემენტაციის მახასიათებლებში მდგომარეობს. ასე რომ, რაც უფრო მეტი ინტეგრაციის გამოცდილება აქვს კონტრაქტორს სხვადასხვა ინდუსტრიის, ბიზნესისა და ბაზრისთვის, მით უფრო მაღალია თქვენს წარმატებული იმპლემენტაციის შანსი თქვენი ბიზნესისთვის. მნიშვნელოვანია, იმპლემენტაციის პარტნიორი კარგად გაერკვეს თქვენი პროცესების სპეციფიკასა და მახასიათებლებში, რათა შეძლოს არა მხოლოდ სისტემის წარმატებული ინტეგრაციის უზრუნველყოფა, არამედ მისი შემდგომი ოპტიმიზაციის გზების პოვნაც.

შეჯამება

ყველა ბიზნესი განსხვავებულია. და, როგორც მიხვდით, ERP-ის ინტეგრაცია და ასეთი სისტემის ღირებულება დამოკიდებულია ინდივიდუალური საწარმოს მრავალ ფაქტორზე, საკითხსა და სპეციფიკაზე. ზოგჯერ ERP დანერგვისთვის კარგი გადაწყვეტილების პოვნა გონივრულ ფასად საკმაოდ რთულია.

თუმცა, ისეც ხდება, რომ კარგი გადაწყვეტილება თავად გპოულობს. თუ თვლით, რომ გჭირდებათ რჩევა თქვენი კომპანიისთვის ERP გადაწყვეტილების დანერგვის შესახებ, SMART business-ის გუნდი სიამოვნებით დაგეხმარებათ. კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: sales@smart-it.com

mail