Კონსულტაცია

აუდიტის ბილიკის პრინციპი. ბიზნესის გამჭვირვალობა მისი ზრდის გასაღებია

microsoftteams image 1

დღეს საუკეთესო ევროპული ბიზნეს პრაქტიკის დაგეგმვისა და დანერგვის უზრუნველყოფისთვის მზარდი ყურადღება ეთმობა მართვის პროცესების ოპტიმიზაციას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: რაც უფრო ადრე დაიწყებენ კომპანიების მფლობელები ან მენეჯერები ეტაპობრივ ტრანსფორმაციას, მით უფრო მაღალია მათი შანსი დაიმკვიდრონ „ადგილი“ პროგრესულ ბიზნეს სამყაროში.

ბიზნესის ტრანსფორმაცია უნდა დაიწყოს მისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფით. ამიტომ, ამ სტატიაში ვისაუბრებთ აუდიტის ბილიკის პრინციპზე, რისთვის სჭირდება ის თქვენს ბუღალტრულ სისტემას, იმ შემთხვევაში თუ გეგმავთ ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში შესვლას.

რა არის აუდიტის ბილიკი?

ეს არის დეტალური ისტორიული ჩანაწერი, რომელიც ინახავს სააღრიცხვო ჩანაწერებს, პროექტის დეტალებს ან სხვა ფინანსურ მონაცემებს. აუდიტის ბილიკი ხშირად მარეგულირებელი მოთხოვნას წარმოადგენს ბევრ ფინანსურ სფეროში და ითვლება საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკად კომპანიის

საფუძვლიანი და ორგანიზებული სააღრიცხვო კომპლექტისთვის. აუდიტის ჟურნალები გამოიყენება ყველა სახის ტრანზაქციის, სამუშაო პროცესის, რწმუნებათა სიგელების, საბროკერო ანგარიშის შეთანხმებების შესამოწმებლად და სხვა

Როგორ მუშაობს?

დახარისხება ERP სისტემის მაგალითზე

იმის გამო, რომ ფინანსური, სასაქონლო ან სხვა სააღრიცხვო ინფორმაცია დღესდღეობით აღირიცხება და იმართება ისეთ ავტომატიზირებულ სისტემებში, როგორიცაა ERP, ჩვენ გთავაზობთ განიხილოთ აუდიტის ბილიკის ძირითადი პრინციპი.

აუდიტის ბილიკის პრინციპზე დაფუძნებული ERP სისტემების შუაგულში არის ყველა ფინანსური ტრანზაქციის ჩვენება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და ის ცვლილებები კი, რომლებიც ხორციელდება ამ ტრანზაქციებში, ცალკე ჩანაწერის სახით არსებობს. ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტის დაპოსტვის შემდეგ მასში ცვლილების შესატანად – მაგალითად, პროდუქტის დასახელება, ფასი, რაოდენობა და ა.შ. – უნდა შექმნათ დამატებითი დოკუმენტი არსებულში კორექტირებების შეტანის ნაცვლად. ასეთი ERP გადაწყვეტილების მაგალითია Microsoft Dynamics 365 Business Central: სისტემაში ყველა ცვლილება ასახული და დამახსოვრებულია, ასევე მითითებულია პირები ან სხვა ტრიგერები, რომლებიც გახდნენ ცვლილებების მიზეზი.

1C ტიპის სისტემებში, აუდიტის ბილიკის პრინციპის არარსებობა საშუალებას გაძლევთ შეასწოროთ და წაშალოთ შევსებული მონაცემები ამ ცვლილებების ჩვენების გარეშე, რაც ზრდის თაღლითობის რისკს, მნიშვნელოვნად ართულებს გარე აუდიტის პროცესს და მიუთითებს ფინანსური აღრიცხვის გამჭვირვალობის ნაკლებობაზე.

აუდიტის ბილიკის პრინციპის გამოყენება მიღებულია ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე. გაინტერესებთ რა მნიშვნელობის მატარებელია მისი იმპლემენტაცია თქვენი ბიზნესისთვის? შევეცდებით ამ კითხვას შესაბამისი პასუხი გავცეთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის?

აუდიტის ბილიკის პრინციპის გამოყენების ძირითადი უპირატესობებია:

თაღლითობის პრევენცია

აუდიტის ბილიკის ჩანაწერები ეხმარება კომპანიებს უკეთ გააკონტროლონ კომპანიის შიგნით მიმდინარე მოვლენები, სწრაფად იპოვონ სააღრიცხვო შეცდომები და გამოასწორონ დეტალური და ქრონოლოგიური აქტივობების ჟურნალით. ასეთი ინსტრუმენტის არსებობის ფაქტიც კი ხელს უშლის შიდა თაღლითობას, რადგან თანამშრომლებმა იციან, რომ ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება მალევე გამოაშკარავდება.

სტრესისგან თავისუფალი აუდიტი

კომპანიებისთვის, რომლებიც საჭიროებენ რეგულარულ დამოუკიდებელ აუდიტს, თანმიმდევრული და გასაგები ფინანსური ჩანაწერების არსებობა ბევრად ამარტივებს პროცესს. ყველა ტრანზაქციაზე აუდიტის ბილიკის არსებობის შემთხვევაში, აუდიტორს შეუძლია სწრაფად ამოიცნოს და დაადასტუროს ტრანზაქციები. ჩანაწერებისა და ცვლილებების ისტორია ეხმარება მას განსაზღვროს შეცდომები და ფინანსური აღრიცხვის განვითარების სფეროები. ძირითადად, ეს არის აუდიტის არსი. ასევე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ აუდიტორების უნარი სწრაფად დაასრულონ თავიანთი სამუშაო საშუალებას გაძლევთ შეამციროთ პროცედურის ღირებულება და დრო.

ინფორმაციის სისრულე

აუდიტის ბილიკი ამარტივებს თქვენთვის საჭირო ინფორმაციის გადამოწმებას. დოკუმენტის მხოლოდ ნომრისა და თარიღის გათვალისწინებითაც კი, შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ ამ დოკუმენტთან დაკავშირებული სისტემაში არსებული ყველა ჩანაწერი. ეს საშუალებას მოგცემთ სწრაფად და მოხერხებულად იხილოთ სრული სურათი თქვენი მოთხოვნის შესაბამისად.

სესხები, ინვესტიციები, კაპიტალიზაცია

გამოცდილი ინვესტორი ატარებს დეტალურ შემოწმებას, აფასებს ღირს თუ არა კომპანიაში ინვესტირება. სესხის ოფიცერი სესხის გაცემამდე უნდა დარწმუნდეს, რომ კომპანია ფინანსურად მტკიკედ დგას, ხოლო საფონდო ბირჟაზე შესვლა შეუძლებელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფინანსური აღრიცხვის გარეშე.

აუდიტის ბილიკის გამოყენება და მაღალი ხარისხის აუდიტის ანგარიშები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ამ საკითხებში უსაფრთხოებისა და სანდოობის სიგნალებად იქცევა. ზუსტი ფინანსური მონაცემები გააძლიერებს თქვენი ბიზნესის სანდოობას და უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას ბაზრის დაინტერესებული მხარეებისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ გამჭვირვალე და გლობალურად დამტკიცებული ბიზნესის მართვის სისტემები და ფინანსური აღრიცხვის ინსტრუმენტები გავლენას ახდენს თქვენი ბიზნესის კაპიტალიზაციაზე. ამიტომ, მაგალითად, ERP სისტემაში ინვესტირებისას, გახსოვდეთ, რომ ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გახსნის გარდა, თქვენ აყალიბებთ კომპანიის იმიჯს, ზრდით მის საერთო ღირებულებას და უფრო მიმზიდველს ხდის მას პოტენციური ინვესტორებისთვის, მყიდველებისთვისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.

საუბარი განახლებაზე, ან შეჯამებაზე

ახლა ბიზნესის გამჭვირვალობის საკითხი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ამბიციური ქართული კომპანიებისთვის. არ აქვს მნიშნელობა თუ როგორი მასშტაბის არის თქვენი ბიზნესი დღეს, თუ გსურთ ხვალ იყოთ მიმზიდველი უცხოური ინვესტიციებისთვის, გახვიდეთ საერთაშორისო ბაზარზე ან გახდეთ საფონდო ბირჟის სრულფასოვანი მოთამაშე.

ბიზნესის ენაზე რომ ვთქვათ, მსოფლიოში გამოცდილი და დამტკიცებული რესურსების მართვის გადაწყვეტილება, მაღალი ხარისხის განახლებაა. გადაწყვეტილების ფარგლებში აუდიტის ბილიკის ხელმისაწვდომობა მის გამჭვირვალობასა და სანდოობაზე მეტყველებს. თუ ბიზნესის ტრანსფორმაციის გზაზე გჭირდებათ ERP გადაწყვეტილების ან სხვა SMART სისტემების მაღალი ხარისხის ინტეგრატორი, SMART business

მზად არის გახდეს თქვენი განახლების საიმედო მონაწილე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: sales@smart-it.com.

mail