გეოგრაფიულმა გაფართოებამ გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენა ბიზნესის მენეჯმენტი, განსაკუთრებით ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართულებით, ვინაიდან კომპანია იყენებდა სხვადასხვა IT გადაწყვეტილებებს თითოეული ქვეყნისთვის. სწორედ ამ ფაქტორმა საგრძნობლად გაართულა ბუღალტრული აღრიცხვის პროცესები, მენეჯმენტის ანგარიშების გენერირება, შესყიდვები და სხვა ოპერატიული პროცესები. გარდა ამისა, თითოეულ სისტემას ჰქონდა თავისი მახასიათებლები და მოთხოვნები, რომლებიც არ აკმაყოფილებდა კორპორატიულ სტანდარტებს.
ერთ სისტემაში ყველა მენეჯმენტის პროცესის გაერთიანებამ ფინანსურ და მასთან დაკავშირებულ დეპარტამენტებს დამატებითი საზრუნავი გაუჩინა.
შედეგად, კომპანია შეუდგა გადაწყვეტილების ძებნას, რომელიც უზრუნველყოფდა ყველა ბიზნეს პროცესის ოპტიმიზაციას და გააერთიანდებდა მათ ერთ IT ეკოსისტემაში. ერთის მხრივ, ის უნდა ყოფილიყო კომპანიის ბიზნეს მოდელისა და მისი კორპორატიული პოლიტიკის შესაბამისი, ხოლო მეორეს მხრივ, უნდა მორგებოდა ადგილობრივ კანონმდებლობას თითოეულ ქვეყანაში. მთავარი მიზანი, რომლის მიღწევაც ასეთი განახლების წყალობით იგეგმებოდა, იყო ბიზნესის მართვადობის დონის ამაღლება და, შედეგად, ხარჯების ოპტიმიზაცია და კომპანიის კონკურენტუნარიანობის ზრდა.
არჩევანი გაკეთდა Microsoft Dynamics 365 Business Central-ის სასარგებლოდ – თანამედროვე და მოქნილი გადაწყვეტილება ბიზნესის მართვისთვის საერთაშორისო მასშტაბით.
მიგრაცია Business Central-ში: საერთაშორისო იმპლემენტაციის გამოცდილება
სხვადასხვა ქვეყანაში ოფისების არსებობის გათვალისწინებით, Zolva-ს ჰქონდა მკაფიო მოთხოვნა მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესების გაერთიანების მიმართულებით. მნიშვნელოვანი იყო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განხორციელება კორპორატიული სტანდარტების შესაბამისად.
თითოეულ ადგილობრივ ოფისს ჰყავდა თანამშრომლები, რომლებმაც კარგად იცოდნენ, თუ როგორ უნდა დაეკონფიგურირებინათ ეს პროცესები ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ მათ არ გააჩნდათ გამოცდილება შესაბამისი IT გადაწყვეტილების ასარჩევად.
შესაბამისად Zolva-ს წინაშე იყო გამოწვევა, მოეზიდა დამატებითი პერსონალი თითოეულ ქვეყანაში, რათა ეპოვა კომპანიები, რომლებიც შესთავაზებენ და განახორციელებენ შესაბამისი IT პროდუქტების იმპლემენტაციას, და მოიზიდავდნენ ექსპერტებს, რომლებიც შეამოწმებენ შემოთავაზებული გადაწყვეტილებების შესაბამისობას რეალურ საოპერაციო საჭიროებებთან. ეს ვარიანტი თავიდანვე გამოირიცხა დიდი ფინანსური რესურსის საჭიროების გამო.
კომპანია კონცენტრირდა ერთი პარტნიორის პოვნაზე, რომელსაც ექნებოდა საკმარისი გამოცდილება, რათა დამოუკიდებლად დაეფარა ყველა საჭიროება თითოეულ ადგილობრივ ოფისში, ან მოძებნიდა პარტნიორებს, რომლებიც ამას გააკეთებდნენ: ძირითადი გადაწყვეტილების სათანადო ლოკალიზაციით, ან თავად შესთავაზებდნენ მას.
ამ პროექტის იმპლემენტაციის გამოწვევა SMART business-მა მიიღო, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ბიზნეს პროცესების ორგანიზებისა და ეფექტურობის ახალ დონეზე შესრულების სერვისების იმპლემენტაციის მიმართულებით.
რატომ ავირჩიეთ SMART business? პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ რაიმე დათქმა ჩვენი ბიზნეს პროცესების ორგანიზების მოთხოვნასთან დაკავშირებით მრავალი ქვეყნის იურისდიქციის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების უმეტესობა ჩვეულებრივ 1-2 ქვეყნის ლოკალიზაციით შემოიფარგლება.
დღეს, პროექტის დასრულების შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ SMART business-მა გაამართლა ჩვენი მოლოდინი და გახდა ჩვენი საიმედო პარტნიორი პროექტში, რომელმაც სრული კონტროლი აიღო მის იმპლემეტაციაზე.
ასევე, თანამშრომლობის დროს აღმოვაჩინეთ გენერალური პარტნიორის სხვა უპირატესობებიც. თითოეული მოთხოვნისთვის ჩვენ ყოველთვის ვიღებდით მინიმუმ ორ გამოსავალს და ამავდროულად, ჩვენთან ყოველთვის ყურადღებით განიხილებოდა თითოეული ვარიანტის უპირატესობები და შეზღუდვები. ასევე, ჩვენი ბიუჯეტის მოთხოვნების მკაცრი დაცვა და პარტნიორებთან ანგარიშსწორების შესახებ გამჭვირვალე ანგარიშგება.
და ბოლოს, SMART business-თან თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვან უპირატესობად გუნდის მდიდარ გამოცდილებასა და ჭეშმარიტად შესანიშნავ მხარდაჭერას მივიჩნევთ იმპლემენტაციის ყველა ეტაპზე.
ამ პროექტში საჭირო იყო ერთიანი გადაწყვეტილებების მორგება სამი ქვეყნისთვის – ნორვეგიისთვის, ესპანეთისთვის და ლუქსემბურგისთვის – და ოთხი ბიზნეს პროცესისთვის:
- ფინანსური აღრიცხვა,
- შესყიდვები,
- გაყიდვების პროცესი,
- ქეშ-მენეჯმენტი.
SMART business-ის გუნდმა მიიღო დავალება გაერკვია, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო გადაწყვეტუილება თითოეული ქვეყნის სამართლებრივი მოთხოვნებისა და ოთხივე ბიზნეს პროცესის გათვალისწინებით. ყველაფრის გულდასმით გაანალიზების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ დამოუკიდებლად “დაგვეფარა” ზოგადი პროცესები. ეს იყო შესყიდვების დამტკიცება და ფინანსური ანგარიშგების ზომების განსაზღვრა. SMART business-მა ასევე განახორციელა ინტეგრაცია სპეციალიზებულ პროფესიონალურ სისტემებთან Zolva-ს ოპერაციების განსახორციელებლად და მომხმარებლის მოთხოვნით, ყველა ქვეყანას ჰქონოდა ერთნაერი რეპორტები აღრიცხვისთვის. გადაწყდა პარტნიორების ჩართვა ექსკლუზიურად ადგილობრივი სპეციფიკის გადაწყვეტილებების განსახორციელებლად.
ყველა ეს საჭიროება Microsoft Dynamics 365 Business Central-ის ძირითადმა ფუნქციონალმა დაფარა მისი ლოკალიზაციის მიხედვით. მაგალითად, ნორვეგიაში დაინერგა სტანდარტული გადაწყვეტილება ნორვეგიული ლოკალიზაციით Microsoft-ისგან. ესპანეთში, Microsoft-ის სტანდარტული გადაწყვეტილება ესპანური ლოკალიზაციით, ასევე პარტნიორული გადაწყვეტილება, Microsoft-ის დამატებითი ფუნქციონალით ელექტრონულ ინვოისის და დღგ-ს გადასახადის ანგარიშგების ჩათვლით. ლუქსემბურგში Microsoft-ის ლოკალიზაციის არ არსებობა წინაღობა არ ღმოჩნდა, ამ ქვეყანაში ბუღალტრული აღრიცხვის სიმარტივის გამო, Business Central-ის ძირითადი ფუნქციონალი ყველა მოთხოვნას მოერგო.
თუ ვსაუბრობთ ფინანსურ აღრიცხვაზე, ძირითადი გადაწყვეტილებები მოიცავდა ფინანსური აღრიცხვასა და ანგარიშგებას. ესპანეთში განხორციელდა სტანდარტის და დამატებით პარტნიორის გადაწყვეტილების იმპლემენტაცია, ნორვეგიაში კი- სტანდარტი Microsoft-ის ლოკალიზაციით. თუმცა, ამ ადგილობრივი ოფისის ფინანსური განყოფილების თანამშრომლებს ჰქონდათ დამატებითი მოთხოვნა: მათთვის მნიშვნელოვანი იყო მიმწოდებლებისგან შემოსული ინვოისების ამოცნობა PDF ფორმატში და მათზე დაფუძნებული დოკუმენტების ავტომატურად შექმნა. ეს დამატებითი ფუნქციონალი ადგილობრივი პარტნიორის დამატებითი გადაწყვეტილების დახმარებით განხორციელდა.
SMART business-ის ჯგუფმა, თითოეულ ქვეყანაში ადგილობრივი პირობების შესწავლის და პასუხისმგებლობის სფეროების დაყოფის შემდეგ, გადაწყვიტა პარტნიორებთან მომხმარებლის სახელით ხელშეკრულებების გაფორმება და მოლაპარაკებების წარმოება. მათ გულდასმით გადაამოწმეს თითოეული გადაწყვეტილება Zolva-ს ბიზნეს საჭიროებების შესაბამისი კონკრეტული ფუნქციონალის მიზანშეწონილობა.
SMART business-მა ასევე პაუხისმგებლობა აიღო შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლზე და იმპლემენტაციის ყველა „კრიტიკული წერტილის“ იდენტიფიცირებაზე. კომპანიის მდიდარმა გამოცდილებამ გადაარჩინა მომხმარებელი ბიუჯეტის გაზრდისგან, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, თითოეულმა ქვეყანამ ოპერაციული სისტემა კომპლექსური ფუნქციონალით მიიღო.
მიგრაცია Business Central-ში: გამოწვევები და სინერგია
Zolva-სთვის Microsoft Dynamics 365 Business Central-ის დანერგვის პროექტი 2022 წელს დაიწყო. თებერვალში იმპლემენტაცია დაიწყო ესპანეთში, ხოლო მარტში – ნორვეგიაში.
მისი წარმატება დიდწილად განპირობებულია SMART business-ის გუნდის მაღალი ექსპერტიზის სინერგიით და პროექტში Zolva-ს გუნდის ჩართულობით. მომხმარებლის მენეჯმენტი გამუდმებით მუშაობდა ყველა კრიტიკული ამოცანის გადასაჭრელად და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად უზრუნველყოფდა მიმართულებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების ჩართულობას.
დეტალური ანალიზის შესაქმნელად, Zolva-ში პროექტის გუნდი შეიქმნა. ფინანსური გუნდების წარმომადგენლები მომხმარებლის მხარეს ყველა ქვეყანაში, სადაც პროექტი განხორციელდა, აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც მოსამზადებელ ეტაპზე, ასევე გადატანის, ტესტირებისა და პრობაციის პროცესებში. მათ გამოთქვეს მოთხოვნები, შეამოწმეს ფუნქციონალი გადაწყვეტილებების კონფიგურაციის პროცესში. მათი გამოხმაურება იყო კონსტრუქციული და პროფესიული. კონტრაქტორმა დროულად მიიღო ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოეწონა მომხმარებელს, რისი გაუმჯობესება სურდა და როგორ ხედავდა ამ გაუმჯობესებას.
ასეთმა საფუძვლიანმა მიდგომამ საშუალება მოგვცა წარმატებით გვემართა გადაწყვეტილებებით სრულფასოვანი მუშაობის დაწყების ეტაპი. გეოგრაფიული განაწილება კვლავ ერთგვარ გამოწვევად იქცა, სისტემაში მუშაობის დაწყების ეტაპზე თანამშრომლებს და გაუჩნდათ ბევრი კითხვა, რომლებზეც სასწრაფო პასუხის გაცემა გახდა საჭირო. თუმცა, საუკეთესო შედეგის მიღების ორმხრივი მონდომების წყალობით, დღეს ორივე გუნდი ამ პროექტს წარმატებულად მიიჩნევს.
SMART business-ის გუნდი, ამ თანამშრომლობას კლასიკური WIN-WIN სიტუაციის მაგალითს უწოდებს.

ჩვენ მადლობელი ვართ Zolva-ს ამ პროექტში მიღებული საერთო გამოცდილებისთვის. მომხმარებელი ვითარდებოდა და, ჩვენთვის ამოცანების დასახვით, ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა გვაძლევდა. ყოველ ჯერზე სხვა ქვეყნის ბაზრებზე შესვლისას ისინი ამბობდნენ: „ჩვენ ვგეგმავთ ბიზნესის გაფართოებას შემდეგ ქვეყანაში, გვჭირდება სისტემა, რომელიც სისტემატიზებს და აერთიანებს შემდეგ პროცესებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწრაფად და ხელმისაწვდომ ფასად. რა შეგიძლიათ შემოგთავაზოთ?“ და ასეთი ფორმით, ჩავერთეთ ამ კომუნიკაციაში. ჩვენ შევისწავლეთ ადგილობრივი სპეციფიკა, ვიფიქრეთ იმაზე, თუ რა შეგვეძლო შეგვეთავაზებიდან პორტფოლიოდან, შევიმუშავეთ ვარიანტები, შევადარეთ რისკები და შესაძლებლობები. ამან საშუალება მოგვცა შეგვესწავლა სხვადასხვა ქვეყნების მოთხოვნები, გაგვეზარდა საკუთარი ექსპერტიზის დონე და შესაბამისად გამოცდილება.




