Კონსულტაცია

SMART Localization Release Note 2024.04

უკრაინის, აზერბაიჯანის, პოლონეთის და საქართველოს გადაწყვეტილებები ახლდება ყოველ 3 თვეში ერთხელ. თუ კანონმდებლობაში ცვლილებები გადაუდებელ ხასიათს ატარებს, SMART business უზრუნველყოფს დაუგეგმავ განახლებას.

ყველა განახლების კონფიგურაცია შესაძლებელია თქვენ მიერ ან SMART business-ის დახმარებით.

  1. მოგების გადასახადის ჟურნალში დაემატა ფუნქციონალი, „შესყიდვები დოკუმენტების გარეშე (დღგ-ს ჩათვლით) “, რომელიც მოგების გადასახადის დაბეგვრის ბაზად იღებს თანხას დღგ-ს ჩათვლით.
  2. რეალიზაციის დაბრუნების შეკვეთის დოკუმენტზე დაემატა ზედნადების შექმნის შესაძლებლობა, ამ დოკუმენტის დაპოსტვამდე. ისევე როგორც, დაპოსტილი გადაზიდვისა და რეალიზაციის დაბრუნების დოკუმენტებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ დოკუმენტისთვის არ არსებობს დაკავშირებული ზედნადები.
  3. ზედნადების შექმნისას დაემატა დოკუემნტის და სტრიქონის მიხედვით ფასდაკლების გათვალისწინების ფუნქციონალი.
  4. რეალიზაციის სრულად გაუქმების შემდეგ, იგივე მარკირება დაემატა შესაბამის დოკუმენტებზე, ზედნადებსა და ზენდადებების სიაზე.
  5. საქონლის ბარათზე, შემოსავლების სამსახურის ქროს-რეფერენსების ჩანართში, დაინერგა ახალი ფუნქციონალი, რომელიც გააუმჯობესებს გაცემულ ზედნადებებში შტრიხ-კოდების შევსების პროცესს.
  6. შემოსავლების სამსახურის ვებგვერდთან ინტეგრაციის პარამეტრში დამატებულია ოფცია, რომელიც საშუალებას იძლევა შეცვალოთ სახელის ველი კლიენტის/მიმწოდებლის ბარათზე, როდესაც ის უკვე შევსებულია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე შემოწმების გავლის შემდეგ.
  7. დღგ-ს დეკლარაციისთვის დაემატა მუხლების გაანგარიშების შესაძლებლობა, ოპერაციასთან დაკავშირებული ფაქტურის თარიღის მიხედვით, ნაცვლად ოპერაციის თარიღისა.
  8. ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებისთვის საშემოსავლო გადასახადის ფუნქციონალში დაემატა ფუნქციონალი გადასახადისგან გათავისუფლული და სარგებლის თანხების შესავსებად. ეს ინფორმაცია ასევე აისახება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში: სვეტი I – სარგებლის თანხა ორმაგი დაბეგვრისთვის და სვეტი N – განთავისუფლების თანხა ორმაგი დაბეგვრისთვის.

  1. თანამშრომლის ფეისლიფ რეპორტი გაფართოვდა ინგლისური მნიშვნელობების შესაბამისი ველებით.
  2. „ხელფასის ტიპის სტრიქონისთვის“ დამატებულია პარამეტრი, „გამოიყენე ძირითადი გატარების ჯგუფი“, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას „ხელფასის გაანგარიშების ჯგუფისთვის“ „პერიოდებს შორის“. თუ პარამეტრი დაყენებულია, მაშინ “ხელფასის დოკუმენტის სტრიქონებში”, “ხელფასის ელემენტის” “გატარების ჯგუფი” შეიცვლება თანამშრომლის ძირითადი “კალკულაციის ჯგუფის” პარამეტრების გამოყენებით.
  3. “გამოიყენეთ ინგლისური ფეიროლ შიტის სახელი” არის ახალი ფუნქცია, რომელიც დაემატა ადამიანური რესურსების აწყობის გვერდზე. როდესაც ჩართულია (მნიშვნელობა=დიახ), სისტემა აგზავნის ფაილებს თანამშრომლების ელფოსტაზე სახელით, რომელიც განსაზღვრულია ხელფასის დოკუმენტში, ველში „ინგლისური აღწერილობა“.
  4. დამატებულია ფიზ. პირების, თანამშრომლების, შრომითი ხელშეკრულებების ჩანაწერების წაშლის შემოწმება.
  5. Dynamics 365 Business Central-ის უახლეს ვერსიაში დამატებულია თანამშრომლისთვის ტრანზაქციის ვალუტაში აღრიცხვის. ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს ვალუტის აღრიცხვისთვის SMART Payroll-ში: ოპერაციების აღრიცხვა სახელფასო დოკუმენტიდან ორიგინალი ვალუტის კოდით თანამშრომლებისთვის სავალუტო გადახდების ფორმირება და აღრიცხვა; გაცვლითი კურსის სხვაობების გაანგარიშება.

Release Notes 2024.04 ასევე ხელმისაწვდომია უკრაინის, აზერბაიჯანის, კვიპროსისა და პოლონეთისთვის.

რელიზის სრული ვერსიის PDF ფორმატში ჩამოსატვირთად (უკრაინისთვის – უკრაინულად და ინგლისურად, აზერბაიჯანისთვის – აზერბაიჯანულად, კვიპროსისთვის- ინგლისურად, პოლონეთისთვის- პოლონურად), გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

mail
SMART Localization
Cookies

We use cookies to improve your web experience, display personalized content and analyze traffic. By clicking «Accept All», you agree to their use. To manage your settings, click Settings. Learn more about the use of cookies in the privacy policy.

Functional
Always active
The technical storage or access is strictly necessary for the legitimate purpose of enabling the use of a specific service explicitly requested by the subscriber or user, or for the sole purpose of carrying out the transmission of a communication over an electronic communications network.
Marketing
The technical storage or access is required to create user profiles to send advertising, or to track the user on a website or across several websites for similar marketing purposes.
Statistics
The technical storage or access that is used exclusively for statistical purposes
Analytics
Analytical purposes are used to measure traffic and optimize content.