უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გადაწყვეტილებები ახლდება ყოველ 3 თვეში ერთხელ. თუ კანონმდებლობაში ცვლილებები გადაუდებელ ხასიათს ატარებს, SMART business უზრუნველყოფს დაუგეგმავ განახლებას.
ყველა განახლების კონფიგურაცია შესაძლებელია თქვენ მიერ ან SMART business-ის დახმარებით.

- ახალი ფუნქციონალი: დამატებულია გაცემული ფაქტურების, მათ შორის კორექტირების ფაქტურების ავტომატური შექმნა, დაპოსტილი გაყიდვების დოკუმენტების და მათთან დაკავშირებულ კორექტირებების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს გაცემული ანგარიშ-ფაქტურების შექმნის ეფექტურობას.
- დამატებულია გაერთიანებული ანგარიშ-ფაქტურის შექმნის ფუნქციონალი. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შექმნან გაერთიანებული ანგარიშ-ფაქტურა, კონკრეტული პერიოდისა და კლიენტის მიხედვით, მათი დღგ-ს გადამხდელის სტატუსის გათვალისწინებით.
- ახალი ფუნქციონალი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ანგარიშ-ფაქტურა დაპოსტილ ცვლის დახურვის დოკუმენტზე, რომელიც იქმნება Business Centarl-ში, LS Central-ში ცვლის დახურვის შემდეგ.
- განახლებული საქონლის ჩამოწერის დოკუმენტი, დამატებითი ველებითა და ინფორმაციით.
- დაემატა ზედნადების შექმნის ფუნქციონალი ძირითადი საშუალების მოძრაობის აქტიდან.
- ერთიანი „ბანკის ამონაწერის ფორმატი“-ს მაგივრად, თითოეული ბანკისთვის შექიმნა ცალკე პარამეტი. ეს საშუალებას იძლევა დაკონფიგურირდეს უნიკალური ველები და კონფიგურაციები ცალკეული ბანკებისთვის, რაც აუმჯობესებს ინტეგრაციის პარამეტრებს.
- გაუმჯობესდა საბანკო ამონაწერში იმპორტირებული საკრედიტო ბარათით გადახდების შემოწმებისა და შესაბამისობის დადგენის ფუნქციონალი.
- სისტემაში დაემატა უცხოური გადახდების ექსპორტი საქართველოს ბანკიდან პაკეტური ფორმატის გამოყენებით.
- იმისათვის რომ ავირიდოთ დუბლირება, ინტერნეტ ბანკიდან შემოიმპორტებული კონვერტაციების შედარება უკვე შესაძლებელია სისტემაში შექმნილ და დაპოსტილ კონვერტაციის დოკუმენტებთან. სისტემა ამოწმებს ტრანზაქციის დროს, ბანკის ანგარიშებს, ყიდვის/გაყიდვის თანხას.

- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბოლო მოდიფიკაცია საშუალებას იძლევა, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე (Rs.ge) თანამშრომლების რეგისტრაცია მოხდეს სისტემიდან, ინტეგრაციის გზით.
- გაფართოვდა SMART.NAV.ExcelReportBuilder ბიბლიოთეკის ფუნქციონალი.
- სახელფასო ანგარიშგების აწყობის სტრიქონებს დაემატა ახალი პარამეტრები, რაც საშუალებას იძლევა ანგარიშგება შეიქმნას ორიგინალი სავალუტო თანხების საფუძველზე.
- განახლდა სახელფასო ფუნქციების მოქმედება, კერძოდ, გაერთიანდა ძირითადი ფუნქციების 220, 247, 250 ფუნქციონირება და დაემატა მათი გამოყენების შესაძლებლობა ძირითადი თანხის ყველა პარამეტრის მიხედვით.
- შეიქმნა დროის აქტივობის კოდის ბარათი.
Release Notes 2024.01 ასევე ხელმისაწვდომია უკრაინის, აზერბაიჯანისა და კვიპროსისთვის.
რელიზის სრული ვერსიის PDF ფორმატში ჩამოსატვირთად (უკრაინისთვის – უკრაინულად და ინგლისურად, აზერბაიჯანისთვის – აზერბაიჯანულად, კვიპროსისთვის- ინგლისურად), გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე.


