Კონსულტაცია

SMART Apps
Release Note 2026.01

წარმოგიდგენთ SMART Apps-ის განახლებულ ვერსიას, რომელიც მოიცავს SMART FXRates-ის ახალ გადაწყვეტილებას და მოდულების მნიშვნელოვან გაუმჯობესებებს SMART Cash Flow, SMART Batch Fixed Asset Accounting, SMART IFRS16 Leasing, SMART Payroll HiBob Connector და SMART WHT for Georgia მოდულებში.

განახლებები მოიცავს ანგარიშგების ავტომატიზაციას, გაფართოებულ აღრიცხვასა და რეზერვების ფუნქციონალს, ლიზინგის ოპერაციების ოპტიმიზაციას, გადახდის სერვისებთან და ფისკალურ პროვაიდერებთან ინტეგრაციას და ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებულ სიზუსტესა და სტანდარტიზაციას. ყველა ცვლილება მიზნად ისახავს ეფექტურობის, მოქნილობის და ციფრული ბიზნესის ტრანსფორმაციის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის ზრდას.

Cash Flow

  1. გაფართოვდა გრაფიკების გენერირებისა და კონტრაქტით გათვალისწინებული გადასახდელების/მისაღები გეგმის ჩანაწერის ფუნქციონალი ნაწილობრივი გადაზიდვებისა და შეკვეთით მიღებული ქვითრების ინვოისების დასაპოსტად.
  2. ნაკადების პროგნოზის ბარათს დაემატა „მხოლოდ გამოშვებული დოკუმენტების შემოთავაზების“ გადამრთველი. ამ გადამრთველის გამოყენება სისტემას საშუალებას აძლევს, შექმნას ფულადი ნაკადების ჟურნალის ხაზები „გამოშვებული“ ან „წინასწარ გადახდის მოლოდინში“ სტატუსის მქონე dapostili შესყიდვის/გაყიდვის დოკუმენტების საფუძველზე, თუ კონტრაქტის ბარათზე ან გამყიდველის/მომხმარებლის ბარათზე გადახდის გრაფიკი არ არის მითითებული. თუ გადამრთველი გამორთულია, სისტემა შექმნის ჟურნალის ხაზებს ყველა სტატუსის მქონე დოკუმენტებისთვის.

Cash Flow

დაემატა დაბალი ღირებულების აქტივის (შვილობილი) ხელახლა ექსპლუატაციაში გაშვების შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში, თუ წინა ექსპლუატაციაში გაშვების ოპერაცია გაუქმდა.

Cash Flow

  1. დაემატა ფუნქციონალი ფიქსირებული აქტივის ბარათზე ამორტიზაციის დასრულების თარიღის განახლებისთვის იმ შემთხვევებში, როდესაც ლიზინგის დასრულების თარიღი იცვლება.
  2. შეიცვალა აქტივის საბალანსო ღირებულების გამოთვლა ლიზინგის პირობების შეცვლისას, როგორც სხვაობა მიმდინარე პერიოდის დასაწყისში ვალდებულებების ბალანსის მნიშვნელობებსა და წინა დახურული პერიოდის ბოლოს ვალდებულებების ბალანსს შორის, რათა სწორად აისახოს გრძელვადიანი ვალდებულებები.

FRS16 Leasing

  1. SMART WHT for Georgia სრულად თავსებადია BC 27 ვერსიასთან.
  2. გაუმჯობესდა არალოკალურ ვალუტაში შექმნილი WHT ჩანაწერების განხილვა, რაც უზრუნველყოფს უფრო ზუსტ ინფორმაციას.
  3. ერთიანი გადახდის რამოდენიმე ინვოისზე დაკავშირების შემთხვევაში, საშემოსავლო ახლა ითვლება და ისახება თითოეული ინვოისის მიხედვით დაკავშირებული თანხის (Apply amount) საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს საშემოსავლოს, მთავარი საბუღალტრო ჩანაწერის და მომწოდებლის საბუღალტრო ჩანაწერის სწორ გაანგარიშებას.
  4. საშემოსავლოს და საპენსიოს გადაფასება შეიცვალა და ამ განახლებით შესაძლებელია მათი დათვლა თითოეული ინვოისის მიხედვით, გამოიყენება შესაბამისი ინვოისის ვალუტის კურსი, რაც უზრუნველყოფს სწორ ჩანაწერებს ერთიანი გადახდის რამდენიმე ინვოისზე გამოყენების დროს.
  5. გამოსწორდა პრობლემა, როდესაც ავტომატურად დაკავშირებული საბანკო გადახდების გაუქმების (Unapply) დროს WHT Original Amount და Original Base აჩვენებდა ინვოისის სრულ თანხას, ნაცვლად შესაბამისი ნაწილობრივი გადახდის თანხისა.
  6. დაიხვეწა და გაუმჯობესდა ქართული თარგმანი შესყიდვების, გაყიდვების, ძირითადი საშუალებებისა და მარაგების მოდულში.

SMART Payroll HiBob Connector

    აპლიკაციისთვის შეიქმნა ახალი პროცესები და გაფართოვდა არსებული პროცესების ფუნქციონალი, კერძოდ:

  1. პირადი ინფორმაცია: HRIS თანამშრომლის ბარათს დაემატა ახალი ველები ზოგადი განყოფილების ქვეშ: ოჯახური სტატუსის ტიპი, მშობლიური ენა, მოქალაქეობა ქვეყნის/რეგიონის კოდი.
  2. ფიზ. პირის დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია: HRIS თანამშრომლის ბარათს დაემატა ახალი ველები დოკუმენტის განყოფილებაში: პირის დოკუმენტის ტიპი, დოკუმენტის მოქმედების ვადა.
  3. მისამართის შესახებ ინფორმაცია: HRIS თანამშრომლის ბარათს დაემატა ახალი ველები მისამართის განყოფილებაში: რეგიონი, ადმინისტრაციული კატეგორია, ქუჩა, სახლი, შენობა, ბინა.
  4. ნათესაური კავშირის შესახებ ინფორმაცია: შეიქმნა ახალი ბლოკი „თანამშრომლის ნათესავები“, რომელიც საშუალებას იძლევა გარე სისტემიდან მოხდეს  ინფორმაციის ინტეგრირება. გარდა ამისა, შეიქმნა ახალი პროცესი სტანდარტული ფიზ. პირის ნათესავების საცნობარო ცხრილში მონაცემების შესაქმნელად და განახლებისთვის.
  5. ფაქტიური მისამართის შესახებ ინფორმაცია: HRIS თანამშრომლის ბარათს დაემატა ახალი ბლოკი „ფაქტიური მისამართი“, რომელიც საშუალებას იძლევა გარე სისტემიდან მოხდეს თანამშრომლის მუდმივი მისამართის შესახებ მონაცემების ინტეგრირება. ასევე შეიქმნა ახალი პროცესი ფიზ. პირის მუდმივი მისამართის მონაცემების შესაქმნელად და განახლებისთვის.
  6. ინვალიდობის შესახებ ინფორმაცია: HRIS თანამშრომლის ბარათს დაემატა ახალი ინვალიდობის ბლოკი, რომელიც გარე სისტემიდან ინვალიდობის შესახებ ინფორმაციის ინტეგრირების საშუალებას იძლევა. შეიქმნა ახალი პროცესი ფიზ. პირის სამედიცინო ინფორმაციის ჩანაწერებში ინვალიდობის შესახებ მონაცემების შესაქმნელად და განახლებისთვის. თანამშრომლის დაქირავების შემდეგ ინვალიდობის შემთხვევაში, თანამშრომელი გადადის თანამდებობაზე, რომელსაც აქვს ინვალიდობის ინდიკატორი.
  7. დასაქმების შესახებ ინფორმაცია: HRIS თანამშრომლის ბარათს სამუშაო განყოფილებაში დაემატა ახალი ველები: მენეჯერის კოდი, გამოსაცდელი პერიოდის დასრულება, გამოსაცდელი პერიოდის ფორმულა.
  8. ხელახლა დასაქმება: HRIS თანამშრომლის ბარათს სამუშაო განყოფილებაში დაემატა ახალი ველი „ხელახლა დასაქმება“, რომელიც უნდა შეივსოს, თუ ადრე გათავისუფლებული თანამშრომელი ხელახლა დასაქმდება კომპანიაში. ასევე შეიქმნა შესაბამისი პროცესი ადრე გათავისუფლებული თანამშრომლების ხელახლა სამუშაოზე აყვანისთვის.

SMART FX Rates

    გამოვიდა SMART FX Rates-ის ახალი გადაწყვეტილება. ის ავტომატიზირებს ვალუტის გაცვლითი კურსის განახლებებს Business Central-ში, რაც უზრუნველყოფს გაცვლითი კურსების უწყვეტ და დროულ მოძიებას მანუალური ძალისხმევისა და შეცდომების გარეშე.

    SMART FX Rates-ის მარტივი ინსტალაცია და კონფიგურაცია უზრუნველყოფს შეუფერხებლ დაკავშირებას გარე გაცვლითი კურსის წყაროებთან, მათ შორის ECB-ს (ევროპის ცენტრალური ბანკი) და OANDA-ს — ბაზრის გაცვლითი კურსების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროვაიდერთან.

mail