წარმოგიდგენთ SMART Apps-ის განახლებულ ვერსიას, რომელიც მოიცავს ახალ SMART Generic Excel Report გადაწყვეტილებას შაბლონებზე დაფუძნებული Excel ანგარიშების მარტივად შესაქმნელად პროგრამირების გარეშე, ასევე მნიშვნელოვან გაუმჯობესებებს SMART Cash Flow, SMART Reserves, SMART IFRS16 Leasing, SMART Procurement და SMART WHT for Georgia მოდულებში.
განახლებები მოიცავს ანგარიშგების ავტომატიზაციას, გაფართოებულ აღრიცხვასა და რეზერვების ფუნქციონალს, ლიზინგის ოპერაციების ოპტიმიზაციას, გადახდის სერვისებთან და ფისკალურ პროვაიდერებთან ინტეგრაციას და ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებულ სიზუსტესა და სტანდარტიზაციას. ყველა ცვლილება მიზნად ისახავს ეფექტურობის, მოქნილობის და ციფრული ბიზნესის ტრანსფორმაციის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის ზრდას.

ახალი გადაწყვეტილება — SMART Generic Excel Report უზრუნველყოფს მარტივ და მოქნილ გზას Excel ანგარიშგებების შექმნისთვის, წინასწარ კონფიგურირებულ მონაცემთა შაბლონებსა და მზა Excel ფორმატებზე დაყრდნობით. მომხმარებლებს შეუძლიათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ, რომელი ველები და სექციები ივსება ავტომატურად და რომელი მეორდება ცხრილების ან სიების სახით. ეს შესაძლებლობას გაძლევთ დააგენერიროთ როგორც მოკლე, ისე კომპლექსური ანგარიშგებები, პროგრამირების ან დეველოპერების ჩართვის გარეშე.
წარმატებული ანგარიშის შექმნის პროცესში მონაცემთა ტიპების ზუსტი შეყვანა და ფორმატირების კონტროლი უზრუნველყოფს რიცხვების, თარიღების, ტექსტის და ლოგიკური მნიშვნელობების სწორ განთავსებას საბოლოო ანგარიშებში. შაბლონის კონფიგურაციის დასრულების შემდეგ, ანგარიშის გენერირებისთვის საჭიროა მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნება — სისტემა ავტომატურად იღებს მონაცემებს Microsoft Dynamics 365 Business Central-დან.
გარდა ამისა, SMART Generic Excel Report-ის გამოყენებით შესაძლებელი ხდება მზა ანგარიშგებების პირდაპირ ჩაშენება ბიზნეს დოკუმენტებში — მაგალითად, პერსონალურ შეკვეთებსა ან სერტიფიკატებში — რაც პროცესს უფრო სწრაფსა და სტანდარტიზებულს ხდის.

- განახლდა თანხისა და თანხის (ACY) ველების შევსების ლოგიკა ფულადი ნაკადების აღრიცხვის ჩანაწერებში წყაროს ტიპებისთვის “გადასახადებუ”, “დავალებები”, “ძირითადი საშუალების ჩამოწერა”, “ძირითადი საშუალების ბიუჯეტირება”, და “ანგარიშების ბიუჯეტირება”.
- დაემატა ახალი თასქი “დაგეგმილი ჩანაწერების შექმნა”, რომელიც ავტომატურად აგენერირებს ხელშეკრულების მისაღები/გადასახდელი გეგმის ჩანაწერებს „For Agreement“ გადახდის გეგმაში.
- გაუმჯობესდა გადახდის გეგმის ფუნქციონალი მომხმარებლებისა და მომწოდებლებისთვის:
a. გადახდის პირობების კონფიგურაციისას დაემატა გეგმიური თარიღის გამოთვლის ახალი ვარიანტი — „შეკვეთის თარიღი“;
b. დაინერგა ვალიდაცია, რომელიც უზრუნველყოფს „თარიღის ფორმულის“ ველის სავალდებულოობას გადახდის პირობების გვერდზე;
c. ფულადი ნაკადების კონფიგურაციის გვერდზე დაემატა ახალი გადამრთველი „გეგმიური თარიღი კალენდრის მიხედვით“, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაითვალისწინოთ სამუშაო დღეები კომპანიის საბაზო კალენდრიდან გეგმიური თარიღის გამოთვლისას;
d. ხელშეკრულების მისაღები/გადასახდელი გეგმის ჩანაწერების გვერდებზე დაემატა ანალიტიკის ველები, რომლებიც შემდგომში გადაეცემა ფულადი ნაკადების ვორქშიტის და ფულადი ნაკადების აღრიცხვის ჩანაწერებში.
- დაპოსტილი და არადაპოსტილი უიმედო ვალების რეზერვის დოკუმენტებისთვის დაემატა ანალიტიკების განსაზღვრის შესაძლებლობა, გათვალისწინებული ანალიტიკების პრიორიტეტითა და კომბინაციებით. განსაზღვრული დოკუმენტის ანალიტიკები ახლა ფიქსირდება მთავარ ჟურნალში, რეზერვის მომხმარებლის ჟურნალის ჩანაწერებში და კორესპონდენციის ჩანაწერებში.
- დაემატა ახალი წყაროს კოდი დაპოსტილი უიმედო ვალების რეზერვის დოკუმენტის მიერ შექმნილი ტრანზაქციებისთვის. ასევე, დაემატა შესაძლებლობა, მიუთითოთ დაკავშირებული ნომრის სერია დაკარგული შემოსავლის რეზერვის დოკუმენტში. დაემატა დამატებითი ვალიდაციები, რათა უზრუნველყოთ მთავარი ჟურნალის ანგარიშების სისწორე ჯერ კიდევ ჟურნალის ხაზების შექმნამდე.
- ლიზინგის გაანგარიშებების სიის გვერდზე დაემატა დეშბორდი, რომელიც აჩვენებს შემაჯამებელ თანხებს ძირითადი სვეტების მიხედვით, მათ შორის: გადახდის სრული თანხა, ლიზინგის გადახდის ვალდებულება, ლიზინგის გადახდის პროცენტი, ლიზინგის გადახდის ჯამი და ფასდაკლების თანხა.
- დაემატა ვალიდაცია ჟურნალის ხაზების შექმნისას გრძელვადიანი ვალდებულებების მოკლევადიან ვალდებულებებად რეკლასიფიკაციის დროს. ჟურნალის ხაზები არ იქმნება, თუ ლიზინგის აქტივის გრძელვადიანი ვალდებულების ანგარიშზე ბალანსი უდრის ან აღემატება 0-ს.
- გამოსწორებულია შეცდომა, რომელიც წარმოიქმნებოდა ლიზინგის განმეორებითი გაანგარიშებისას ჩანაწერის არსებობის შემოწმების გამო. ასევე განახლდა ძირითადი აქტივის ჟურნალის თანხის გაანგარიშება ლიზინგის პირობების შეცვლისას — ახლა ის გამოითვლება, როგორც გამოყენების უფლების მქონე აქტივის ნარჩენი ღირებულების სხვაობა მიმდინარე პერიოდის დასაწყისში და გამოყენების უფლების მქონე აქტივის ნარჩენი ღირებულება წინა დახურული პერიოდის ბოლოს.
- ავანსის დოკუმენტში დაიხვეწა რამდენიმე ფუნქცია, მათ შორის:
a. დოკუმენტის წარდგენის ფუნქციონალი
b. ერთზე მეტი სტრიქონისთვის დასაბეგრი ლიმიტის გამოთვლა
c. მეორე სტრიქონისთვის რაოდენობის გამოთვლა
d. საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზის გამოთვლა, ავანსის დოკუმენტზეგადახდის შექმნისას.
- გამოსწორდა პრობლემა, რომლის დროსაც კორესპონდენციის ჩანაწერები არიქმნებოდა სწორად შესყიდვის ავანსის დოკუმენტში „თანამშრომლის შესყიდვის“ტიპის ტრანზაქციებისთვის.
- ცხრილში “შესყიდვების მოდულის გაფართოებული კონფიგურაცია” დაემატა პარამეტრი, რომელიც საშუალებას იძლევა გაააქტიუროთ მენეჯერის კოდის შესაბამისობის შემოწმება დოკუმენტის ყველა სტრიქონში.





