Კონსულტაცია

2025 წლის იანვარი განაახლეთ SMART Accounting და SMART Payroll

უკრაინის, აზერბაიჯანის, პოლონეთის და საქართველოს გადაწყვეტილებები ახლდება ყოველ 3 თვეში ერთხელ. თუ კანონმდებლობაში ცვლილებები გადაუდებელ ხასიათს ატარებს, SMART business უზრუნველყოფს დაუგეგმავ განახლებას.

ყველა განახლების კონფიგურაცია შესაძლებელია თქვენ მიერ ან SMART business-ის დახმარებით.

SMART BC Release Note V 2025 01 site header SMART Payroll ENG 1

  1. მოხდა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდთან იტეგრაციის აწყობების ოპტიმიზაცია. ინტეგრაციისათვის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტებისათვის საჭირო ყველა ველი გადატანილია “გადასახადების კონფიგურაციის” გვერდიდან “შემოსავლების სამსახურთან ინტეგრაციის კონფიგურაციის” გვერდზე.
  2. გაყიდვის ანგარიშ-ფაქტურისთვი დაემატა ახალი ფუნქცია. ბუღალტრულ ანგარიშზე დაემატა ველი “არ შეიქმნას ფატქურის სტრიქონი”. როდესაც ეს ველი გააქტიურებულია კონკრეტულ ანგარიშზე, ამ ანგარიშთან დაკავშირებული ნებისმიერი სტრიქონი არ გადავა გაყიდვების ინვოისიდან, შესაბამის ანგარიშ-ფაქტურაში.
  3. საავანსო დოკუმენტში, როდესაც ტიპი არის “თანამშრომლის შესყიდვა”, დაემატა საშემოსავლოს და საპენსიოს ჩანაწერები, რაც აკეთებს დარიხული საშემოსავლოს და დარიცხული საპენსიოს შუალედური ანგარიშებიდან შესაბამისი თანხების გადატანას საშემოსავლოს და საპენსიოს ვენდორის ანგარიშზე.
  4. საპენსიო დეკლარაციაზე დამატებულია ორი ფუნქცია: ნულოვანი სტრიქონების გამოტოვება და თანხის დაჯამება მომწოდებლის საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.
  5. შეიცვალა მოგების გადასახადის დაპოსტვის ლოგიკა მოგების გადასახადის ჟურნალიდან დაპოსტვისას. აქამდე ის იპოსტებოდა პირდაპირ შესაბამის ბუღალტრულ ანგარიშზე, ახლა ის იქმნება მოგების გადასახადის მომწოდებელზე და იქმნება შესაბამისი მომწოდებლის ლეჯერის ჩანაწერი.
  6. როდესაც მარაგების ჩამოწერის დოკუმენტში, ოპერაცია იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, სისტემა ჯერ ქმნის როგორც საშემოსავლო გადასახადის, ასევე საპენსიო გადასახადის ჩანაწერებს დარიცხვის ანგარიშებზე, შემდეგ კი გადააქვს შესაბამის საშემოსავლოს და საპენსიოს მომწოდებლის ანგარიშებზე. გარდა ამისა, იქმნება მომწოდებლების ვენდორის ლეჯერის ჩანაწერები.
  7. ბანკის ბუფერში დაემატა ახალი ფუნქცია სახელწოდებით “თარიღის გადავსება”. ეს ფუნქცია უზრუნველყოფს, რომ თუ ამონაწერის თარიღი ცარიელია, ის ავტომატურად შეივსება დოკუმენტის თარიღით და პირიქით.
  8. ზედნადებების ფუნქციონალი გაფართოებული ახალი ფუნქციებით:
  • დამატებული ფუნქციონალი, რომელიც თავიდან აგვარიდებს ცარიელი ზედნადების შემქნას. მაგალითად, როდესაც მხოლოდ სერვისის ტიპის სტრიქონებია წარმოდგენილი რეალიზაციის ან კორექტირების დოკუმენტებში.
  • დამატებული ფუნქცია ზედნადებების გადამზიდავთან გადაგზავნისთვის.
  • ოპტიმიზებული ლოგიკა ზედნადებების შესაქმნელად, როდესაც ერთი და იმავე დროს რეალიზაციის დოკუმენტში არის ინვოისის და მანუალური ფასდაკლება.
  • მიღებული/გაცემული ზედნადებების სიაზე დამატებულია ველი “ცვლილებების იმპორტი”, რომელიც შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან განსაზღვრული თარიღის ჭრილში ახდენს ცვლილებების იმპორტს.

SMART BC Release Note V 2025 01 site header SMART Payroll ENG

  1. გარკვეული კატეგორიის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ექვემდებარებიან სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევებს, უკვე შესაძლებელია ამ ინფორმაციის შეტანა ფიზ. პირის სამედიცინო ინფორმაციაში ტიპით „სამედიცინო ექსპერტიზა“, რომელშიც ასევე მითითებულია გამოკვლევის ტიპი: წინასწარი, პერიოდული, საგანგებო, დამატებითი და სტატუსი: დაგეგმილი, გამოშვებული, ისევე როგორც დოკუმენტის დეტალები.  გარდა ამისა, „დაზღვევის“ ტიპის მქონე პირის სამედიცინო ინფორმაციისთვის ახლა უკვე შესაძლებელია პოლისის სერიის და დაზღვევის ტიპის შევსება: ჯანმრთელობის დაზღვევა, საპენსიო დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა, სხვა დამატებითი.
  2. ველი “ბალანსი დასრულების თარიღისთვის” დაემატა შვებულების ბალანსის გვერდზე. ეს თარიღი შეიძლება გამოყენებულ იქნას დამატებითი შვებულების ბალანსის ავტომატური შექმნის დასარეგულირებლად. დასრულების თარიღის დაყენებისას, ბალანსის შექმნა მოწმდება ბალანსის დასრულების თარიღამდე.
  3. მიმდინარე რელიზში განხორციელდა თანამშრომლის სახელფასო ანგარიშგების (Payslip) ოპტიმიზაცია, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მიდი დაფორმირების სიჩქარე.
  4. დაემატა ფუნქციონალი პოზიციის თემფლეითის შექმნისთვის, რომელიც გამოიყენება ახალი პოზიციის შესაქმნელად.
  5. „შრომის ხელშეკრულებაში“ დაემატა ოფცია ნომრების სერიის ასარჩევად, რომელის მიხევდითაც შეიქმნება თანამშრომლის ბარათის,  „შრომითი ხელშეკრულების“ დადასტურების შემდეგ. ასევე, დამატებულია თანამშრომლის დეფოლტი ნომრების სერიის არჩევის შესაძლებლობა „სამუშაო ხელშეკრულების ტიპის კოდის“ მიხედვით.
  6. შრომითი ხელშეკრულების “გათავისუფლების” ტიპის სტრიქონისთვის, შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის შეყვანა ღილაკის, “გათავისუფლების დეტალების” გამოყენებით. შეიძლება შეირჩეს ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი (დასაქმებული, დამსაქმებელი), ან შეწყვეტის მიზეზის კოდი, რომელიც შეირჩევა ცნობარიდან, სადაც შეიძლება წინასწარ დაემატოს შეწყვეტის მიზეზებთან დაკავშირებული ჩანაწერები ნებისმიერ ფორმატში.

Release Notes 2025.01 ასევე ხელმისაწვდომია უკრაინის, აზერბაიჯანის, კვიპროსისა და პოლონეთისთვის.

რელიზის სრული ვერსიის PDF ფორმატში ჩამოსატვირთად (უკრაინისთვის – უკრაინულად და ინგლისურად, აზერბაიჯანისთვის – აზერბაიჯანულად, კვიპროსისთვის- ინგლისურად, პოლონეთისთვის- პოლონურად), გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

mail