ნაწილობრივი განახლება მიზნად ისახავს 2026.07 ვერსიის გამოშვების შემდეგ გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრას და ასევე, მოიცავს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და სისტემის საერთო წარმადობისა და სტაბილურობის გაუმჯობესებას.

- განახლდა ველების ვალიდაციის ლოგიკა ბანკის ამონაწერის ცხრილში. ახლა, თუ კორესპოდენციის ტიპში მითითებულია ბუღალტრული ანგარიში, სისტემა გამოტოვებს მოკორესპოდენტო ანგარიშისა და მოკორესპოდენტო საიდენტიფიკაციო ნომრის ველების ვალიდაციას.
- ამორტიზაციის გამოთვლის ავტომატური დავალების გაშვების დროს, სისტემა იმახსოვრებს ბოლოს დაყენებულ „ცვეთის გამოთვლა კონკრეტულ დღეებზე“ პარამეტრის მნიშვნელობას.
- დაემატა შესაძლებლობა, წინასწარი გადახდის გაყიდვის ინვოისებზე გადახდების დაკავშირებისა და კავშირის ჩახსნის დროს შექიმნას დამატებითი ბუღალტრული ჩანაწერები მთავარ საბუღალტრო წიგნში, თუ ავანსის გატარება დაპოსტილი იყო ავანსის ანგარიშზე და არა მოთხოვნის ანგარიშზე.
- ოპტიმიზებულია სწყაროს კოდი და სყაროს ტიპის მინიჭების მექანიზმი ძირითადი საშუალებების გაყიდვის დოკუმენტებისთვის, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მათი დამუშავების წარმადობა.
- გამოსწორდა შეცდომა, რომელიც წარმოიშვებოდა ძირითადი საშუალების შეძენის ოპერაციასიის კორექტირებისას შესყიდვის კრედიტ მემოს დოკუმენტში . ახლა სისტემა სწორად ახდენს ძირითადი საშუალების შეძენის საწყისი ოპერაციის იდენტიფიცირებას, რაც უზრუნველყოფს სწორ აღრიცხვას.
- გაუმჯობესდა კორესპოდენციის ჩანაწერების ანალიტიკურ რეპორტში საწყისი და საბოლოო ნაშთების გამოთვლის ლოგიკა. შედეგად, კორესპოდენციის ჩანაწერების ანალიტიკური რეპორტისა და ბრუნვითი უწყისის საწყისი და საბოლოო ნაშთების თანხები ახლა ერთმანეთთან თანხვედრაშია.
თქვენი SMART Accounting პროდუქტის განახლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია თქვენი ბიზნესის სტაბილური ფუნქციონალის უზრუნველსაყოფად. SMART business ყურადღებით აკვირდება კანონმდებლობაში არსებულ ყველა ცვლილებას და ახორციელებს სისტემურ განახლებებს, რათა უზრუნველყოს თქვენი ბიზნეს პროცესების მაქსიმალური ეფექტურობა. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ დახმარება, ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა კონსულტაციისთვის.
უზრუნველყავით თქვენი ბიზნეს პროცესების სტაბილურობა და შესაბამისობა SMART business-თან ერთად!

