Კონსულტაცია

სტრუქტურირებული ბიზნესის საფუძველი: როგორ განახორციელა EdTech კომპანია Headway-მ Business Central ERP სისტემის იმპლემენტაცია

Headway

EdTech startup creating microlearning products. They help millions of people around the world develop through concise formats of educational content: summaries, courses, games, infographics. The core product is the Headway app — the world’s number one downloaded app in the book summary niche.

  • ინდუსტრია: EdTech
  • ქვეყანა: უკრაინა
  • საიტი: makeheadway.com

ცვლილების მოტივაციის შესახებ

თავდაპირველად, კომპანია იყო Genesis-ის თანადამფუძნებელი პლატფორმის ნაწილი, გარკვეული ფინანსური მაჩვენებლების მიღწევის შემდეგ, კი ავტონომიური ფუნქციონირება დაიწყო. Headway-ის დევიზი და გრძელვადიანი მიზანია ზრდა. შესაბამისად, კომპანია აგრძელებს გუნდზე ზრუნვას და სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესის ახალი მსოფლიო დონის საგანმანათლებლო პროდუქტების შექმნას ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების პარალელურად.

დღეს Headway-ის მიზანია, იყოს ოპერაციულად მზად, გაზარდოს რაც შეიძლება მეტი, როგორც 1000, ასევე 10000 თანამშრომელი. სტრუქტურირებული ბიზნესის საფუძვლის შესაქმნელად, კომპანიამ აირჩია Microsoft-ის სისტემა, რომელსაც ჰქონდა რელევანტური ინტერფეისი და სრული ფუნქციონალი. მინიმალური კონფიგურაციის შემდეგ, Headway-მ დაიწყო მუშაობა Microsoft Dynamics 365 Business Central-ში. კომპანიის ყველა საოპერაციო პროცესი მოერგო სტანდარტულ ფუნქციონალს.

ვმუშაობდი როგორც ბუღალტერად, ასევე აუდიტორად, შესაბამისად კარგად მესმის მასშტაბური ბიზნესის ყველა შიდა პროცესი. მარტივად, რომ ვთქვათ, Business Central ინტერაქტიული ცხრილის ფორმატში შექმნილი სისტემაა. გარკვეული გაგებით, ეს არის Excel-ის, გაუმჯობესებული და ათჯერ უფრო “ჭკვიანი” ვერსია.

მე და ჩემი გუნდი აქტიურად ვიყენებთ Business Central და Office აპლიკაციების უწყვეტ ინტეგრაციას, როგორიცაა Excel, Outlook და Teams.

იაროსლავ პეტრივი
რეპორტინგის უფროსი, Headway

Business Central-თან, Microsoft 365-თან ინტეგრაციის შესახებ

სერვისების დიდ რაოდენობასთან ინტეგრაციის მოხერხებულობის დემონსტრაცია მარტივად შეიძლება სისტემაში ინვოისების ავტომატური შეყვანით.

Headway-ს რამდენიმე პროექტი აქვს თითოეული მათგანის ინდივიდუალური მეილბოქსით. ფოსტაში მოხვედრილი ინვოისები ავტომატურად ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემაში ივსება ყველა მონაცემი. ამ ეტაპზე ბუღალტერის ერთადერთი დანიშნულებადოკუმენტის დაპოსტვაზე დაწკაპუნება და იმის შემოწმებაა, განხორციელდა თუ არა ავტომატური ამოცნობა შეცდომების გარეშე. ჰედვეი უკვე 9 თვეა ასე მუშაობს. ამ დროის განმავლობაში Business Central ხარვეზების გარეშე ფუნქციონირებს.

ფინანსური კონსოლიდაციის მექანიზმების შესახებ

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰედვეის რამდენიმე პროექტი აქვს. Headway აპლიკაციის გარდა, კომპანია მუშაობს „Impulse brain training“ ის აპლიკაციაზე. სწორი აღრიცხვისთვის აუცილებელია:

  • იხილოთ თითოეული პროექტის რეპორტინგი,
  • ჩანაწერების განაწილება პროექტების მიხედვით,
  • იხილოთ კომპანიის კონსოლიდირებული შემოსავლები და ხარჯები

Business Central-ში ფინანსური კონსოლიდაციის მექანიზმები შესაძლებელს ხდის როგორც კომპანიის შიგნით ელიმინაციას, ასევე ნებისმიერი რეპორტის შექმნას.

სამომავლო გეგმების შესახებ

დაგეგმილი ზრდის გათვალისწინებით, ჰედვეის როუდმეფი რამდენიმე წელიწადზეა კონფიგურირებული. რაც შეეხება 2023 წლის გეგმებს, იაროსლავ პეტრივი Dynamics 365 Business Central-თან მუშაობის განვითარებისთვის სამ ძირითად სფეროს გამოყოფს.

  1. ბანკებთან ინტეგრაცია. წელს დასრულდება Business Central ERP სისტემის სრული სინქრონიზაცია უკრაინისა და ევროპის სხვადსახვა ბანკებთან.
  2. Business Central-დან გამავალი გადახდები. ბანკებთან სრული ინტეგრაციის შემდეგ მორიგი ლოგიკური ნაბიჯი Business Central-დან გამავალი გადახდების შექმნის შესაძლებლობაა. ამ ფუნქციის უპირატესობა სისტემის მიერ გადახდების პრიორიტეტს ვადის შეთავაზებაა, კონტრაგენტის წონისა და ინვოისების გადახდის გარკვეული ბიუჯეტის გათვალისწინებით.
  3. ინტეგრაცია Google Big Query-თან (სერვერის გარეშე შენახვა დიდი მონაცემთა ნაკრების ფართომასშტაბიანი ინტერაქტიული ანალიზისთვის). Headway მას ყველა საოპერაციო მეტრიკის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად იყენებს, კერძოდ, ფინანსური ინფორმაციის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯების შესახებ. Big Query-ის Business Central-თან სინქრონიზაციის გზით, ფინანსური დეპარტამენტი ყოველდღიურად დაინახავს საქმის მიმდინარე მდგომარეობას შესაბამისი ფინანსური ანგარიშების შექმნის შესაძლებლობით.

Headway-ის მიზანია ძირითადი მენეჯმენტის პერსონალს მისცეს ინსტრუმენტი, რათა ნებისმიერ დროს მიიღონ ზუსტი ფინანსური ინფორმაცია ფინანსური ანალიტიკოსის დამატებითი ჩართულობის ანუ სპეციალისტის მიერ გაკეთებული დასკვნის გარეშე. გვერდის განახლებით

თქვენთვის სასურველი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს.

ოპერაციული პროცესები საიმედო სისტემაში და Headway-ის მასშტაბირება – ეს ის მიზანია, რომელსაც მივაღწიეთ.

რა თქმა უნდა, გვსურს მადლობა გადავუხადოთ SMART business-ს ტექნოლოგიური მხარდაჭერისთვის და მათი SMART მიდგომისთვის პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით. კონტრაქტორის არჩევისას ვხელმძღვანელობდით ისეთი პრინციპით, როგორიცაა კომპანიის რეპუტაცია და IT კომპანიების მიერ მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება. უკრაინაში ბაზრის მონაწილეთა უმეტესობა ცდილობს სწრაფად და იაფად შექმნას ფინანსური ფუნქციონალი და ავიწყდება, რომ ის სტრუქტურირებული ბიზნესის საფუძველია.

იაროსლავ პეტრივი
რეპორტინგის უფროსი, Headway

 

Headway აშენებს სწრაფად მზარდ, სისტემურ, საერთაშორისო ბიზნესს. სწორედ ამიტომ მათ აირჩიეს ERP სისტემა, რომელსაც ენდობიან გლობალური ინვესტორები და უზრუნველყოფს SOX-თან შესაბამის რეპორტინგს.

გამომდინარე იქიდან, რომ Microsoft წარმოდგენილია მსოფლიოს თითქმის ყველა ბაზარზე, ხოლო Dynamics 365 Business Central ხელმისაწვდომია უმეტეს ქვეყნებში, შესაბამისად კომპანიისთვის პრობლემას არ წარმოადგენს სკალირებისა და ბიზნესის ახალი ხაზების დაკავშირება სისტემის ფუნქციონალთან.

დარწმუნებული ვარ, რომ Business Central გახდება ის საფუძველი, რომელსაც მენეჯმენტი დაეყრდნობა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას. კომპანიას ვუსურვებ დიდ საერთაშორისო წარმატებებს, რაც გააძლიერებს უკრაინული ბიზნესის რეპუტაციას მსოფლიოში.

ნატალია ონიშჩუკი
СЕО SMART business

SMART business-ის გადაწყვეტილებებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა

კონსულტაციის მოთხოვნა
mail