უკრაინის, აზერბაიჯანის, პოლონეთის და საქართველოს გადაწყვეტილებები ახლდება ყოველ 3 თვეში ერთხელ. თუ კანონმდებლობაში ცვლილებები გადაუდებელ ხასიათს ატარებს, SMART business უზრუნველყოფს დაუგეგმავ განახლებას.
ყველა განახლების კონფიგურაცია შესაძლებელია თქვენ მიერ ან SMART business-ის დახმარებით.

- გაცემულ ფაქტურაში დაემატა ფუნქციონალი აქციზის თანხის გამოთვლისთვის, ფორმულით: “აქციზის განაკვეთი” × “რაოდენობა”. ასევე, აქციზის განაკვეთი და აქციზის ID, ავტომატურად ივსება ფაქტურის შექმნისას, პროდუქტზე მითითებული აქციზის ID-ის მიხედვით და თანხასთან ერთად იგზავნება შემოსავლების სამსახურის პორტალზე.
- საბანკო გადახდების ჟურნალში, ბანკის ამონაწერის ბუფერიდან სტრიქონების გადატანისას, დოკუმენტის ნომრის მინიჭებისთვის გამოყენებულია იგივე ლოგიკა, რაც გადახდების ჟურნალში სტრიქონების პირდაპირ შექმნისას. ახლა დოკუმენტის ნომრის მინიჭება ხორციელდება ზოგადი ჟურნალის ბეჩებში არსებული პარამეტრის – „დოკუმენტის ნომერი ბეჩის ნომრების სერიიდან“ – მნიშვნელობის მიხედვით.
- ავანსის დოკუმენტში დაიხვეწა რამდენიმე ფუნქცია, მათ შორის: დოკუმენტის წარდგენის ფუნქციონალი, ერთზე მეტი სტრიქონისთვის დასაბეგრი ლიმიტის გამოთვლა, მეორე სტრიქონისთვის რაოდენობის გამოთვლა, საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზის გამოთვლის – ავანსის დოკუმენტზე გადახდის შექმნისას.
- დაბრუნების ზედნადებში გასწორდა ფასი (ეროვნულ ვალუტაში) და თანხა (ეროვნულ ვალუტაში) ველების შევსების პრობლემა, როდესაც ზედნადები იქმნებოდა დაბრუნების შეკვეთიდან მანუალურად, „ზედნადების შექმნა“ ღილაკის გამოყენებით.
- გასწორდა ბუღალტერულ ანგარიშზე სავალდებულო ანალიტიკის ვალიდაცია, გაცემული ფაქტურის დაპოსტვის დროს. ახლა სისტემა ამოწმებს გაცემული ფაქტურის დაპოსტვისას, სავალდებულო ანალიტიკის შევსებას დღგ-ს გადახურვის ანგარიშზე, რაც თავიდან აგვარიდებს გაუქმების პროცესში წარმოქმნილ შეცდომას.
- წინასწარ განსაზღვრული კონფიგურაციის პაკეტები განახლდა სისტემაში განხორციელებული ცვლილებებისა და განახლებების შესაბამისად.

- დანერგილია იერარქიულად დალაგებული „ფუნქციური გუნდების“ შექმნის შესაძლებლობა. თანამშრომლები ემატებიან გუნდს და ენიჭებათ შესაბამისი როლები „ფუნქციური როლების“ ცნობარიდან. ეს საშუალებას გაძლევთ შექმნათ და გამოიყენოთ კომპანიის ფუნქციური სტრუქტურა, რომელიც განსხვავდება საშტატო სიაში გამოყენებული დეპარტამენტების სტრუქტურისგან.
- შეიქმნა „სამუშაო პირობების შემოწმების“ ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თვალყური ადევნოთ შრომის კოდექსის დაცვას და შეუსაბამობის შემთხვევაში სისტემა დაბლოკავს ან გაგაფრთხილებთ დარღვევების შესახებ ბრძანებების შექმნისას და ისეთი ოპერაციების შესრულებისას, როგორიცაა დაქირავება, გადაყვანა და გათავისუფლება.
- შეიქმნა ახალი ხელფასის ფუნქცია 290, რომელიც საშუალებას იძლევა, ხელფასის დოკუმენტის შექმნისას მომხმარებლისთვის ფექტ-ბოქსში გამოჩნდეს კონკრეტული ტექსტი. ამის გასააქტიურებლად, ხელფასის ელემენტის გაანგარიშების სტრიქონები უნდა შეიცავდეს ამ ფუნქციის გაშვების პირობას (სტანდარტული ლოგიკური ფუნქციების გამოყენებით) და ტექსტს, რომელიც მომხმარებლისთვის უნდა გამოჩნდეს ხელფასის დოკუმენტის შექმნისას.
- შეიცვალა დარიცხვის სტრიქონების დაპოსტვის ლოგიკა HR და გაცდენის ბრძანებებში. ახლა სისტემა ხელფასის ჩანაწერებს ქმნის ბრძანების პერიოდის კოდის საფუძველზე, იმის მაგივრად რომ გამოყენოს პერიოდის კოდი დარიცხვის დაწყების თარიღიდან.


