Კონსულტაცია

SMART Localization Release Note 2023.10

უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გადაწყვეტილებები ახლდება ყოველ 3 თვეში ერთხელ. თუ კანონმდებლობაში ცვლილებები გადაუდებელ ხასიათს ატარებს, SMART business უზრუნველყოფს დაუგეგმავ განახლებას.

ყველა განახლების კონფიგურაცია შესაძლებელია თქვენ მიერ ან SMART business-ის დახმარებით.

  1. შეიქმნა გაცემული ზედნადებების რეკონსილაციის რეპორტი, იმისათვის რომ შევადაროთ მონაცემები გაცემულ ზედნადებებსა და რეალიზაციის დოკუმენტის სტრიქონებს შორის.
  2. დაემატა დისტრიბუციის ზედნადების ფუნქციონალი, როგორც რეალიზაციისთვის, ასევე შიდა გადაადგილებისთვის.
  3. დაბეგვრის ტიპის კონტროლი, მიღებული ზედნადებიდან შესყიდვის შეკვეთის შექმნისას.
  4. დაემატა ბანკის საკომისიოებზე ანგარიშების გაწერის კონტროლის ფუნქციონალი.
  5. განვითარდა კონვერტაციის დოკუმენტი, კონვერტაციის ოპერაციების გაგზავნისთვის, „თიბისი“ და „საქართველოს ბანკში“. ასევე, დოკუმენტი ასახავს სხვაობას, ბანკთან შეთანხმებულ კურსსა და ეროვნული ბანკის კურს შორის.
  6. ფუნქციონალი ონლაინ ბანკის პაროლის ცვლილებისთვის, თიბისი ბანკის შემთხვევაში.
  7. მომწოდებლის ბანკის ანგარიშების ნაწილში, გადახდის ექსპორტის დროს, შეიცვალა მეპინგი და დაემატა ველები შუამავალი ბანკისთვის.
  8. როლი “SMART მთავარი ბუღალტერი” გაფართოვდა ქართველი ბუღალტრისთვის საჭირო ფუნქციებით.
  9. ქართული ლოკალიზაციისთვის დაემატა კონფიგურაციის პაკეტის იმპორტი, “წინასწარ განსაზღვრული SMART პაკეტები”-ის მეშვეობით.
  10. შეიცვალა შესყიდვის და გაყიდვის ზედნადებების მიბმის ლოგიკა შესყიდვის და რეალიზაციის დაბრუნების დოკუმენტებთან.
  11. გასწორდა მიღებულ ზედნადებებში ნულოვანი რაოდენობის შემოტვირთვის შეცდომა.
  12. გასწორდა საზომი ერთეულის “სხვა”-ს გაგზვანის შეცდომა, რეალიზაციის ზედნადების გაგზავნისას შემოსავლების სამსახურის პორტალზე.

  1. შეიცვალა «თაიმშიტის დეტალებში» ახალი «დროის აქტივობის კოდების» დამატების და წინა კოდის მნიშვნელობების დაბრუნების წესები.
  2. დამატებულია ფუნქციონალი, რომლის მიხედვითაც თანამშრომლის გადაყვანისას, საპენსიო ელემენტების ხელმეორედ დამატება არ არის საჭირო.
  3. ოპტიმიზეულია ხელფასის დოკუმენტის გამოთვლის და დაპოსტვის ფუნქციონალი, ისევე როგორც “Payslip” ანგარიშგების გენერირება.
  4. განახლდა საგადასახადო ორგანოებთან ოპერაციების გადახურვის შესაბამისი აწყობები.
  5. განახლდა “სულ მომსახურების” ველის გაანგარიშება, “სამუშაო ისტორიის” საფუძველზე.

ასევე ხელმისაწვდომია Release Notes 2023.10 უკრაინისა და აზერბაიჯანისთვის.

რელიზის სრული ვერსიის PDF ფორმატში ჩამოსატვირთად (უკრაინისთვის – უკრაინულად, საქართველოსთვის – ქართულად, აზერბაიჯანისთვის – აზერბაიჯანულად), გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

mail
SMART Localization
Cookies

We use cookies to improve your web experience, display personalized content and analyze traffic. By clicking «Accept All», you agree to their use. To manage your settings, click Settings. Learn more about the use of cookies in the privacy policy.

Functional
Always active
The technical storage or access is strictly necessary for the legitimate purpose of enabling the use of a specific service explicitly requested by the subscriber or user, or for the sole purpose of carrying out the transmission of a communication over an electronic communications network.
Marketing
The technical storage or access is required to create user profiles to send advertising, or to track the user on a website or across several websites for similar marketing purposes.
Statistics
The technical storage or access that is used exclusively for statistical purposes
Analytics
Analytical purposes are used to measure traffic and optimize content.