უკრაინის, აზერბაიჯანის, პოლონეთის და საქართველოს გადაწყვეტილებები ახლდება ყოველ 3 თვეში ერთხელ. თუ კანონმდებლობაში ცვლილებები გადაუდებელ ხასიათს ატარებს, SMART business უზრუნველყოფს დაუგეგმავ განახლებას.
ყველა განახლების კონფიგურაცია შესაძლებელია თქვენ მიერ ან SMART business-ის დახმარებით.

- დაემატა გაცემულ ფაქტურაზე შესაბამისი ზედნადების დაკავშირების და შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე შესაბამისი ბმის გაყოლების ფუნქციონალი.
- მიღებული ფაქტურების სიაზე დაემატა ველი “პოსტინგ სტატუსი”. შეიცვალა დაპოსტვის თარიღის დეფოლტად შევსების ლოგიკა, ახლა ეს ველი ივსება ოპერაციის თარიღის მიხედვით, რეგისტრაციის თარიღის მაგივრად.
- გაფართოვდა ბანკიდან შემოიმპორტებული ტრანზაქციების დანიშნულების მიხედვით ამოცნობის ფუნქციონალი.
- დაემატა ექსელის საერთო შაბლონი ბანკის ოპერაციების ექსპორტისთვის, რომელიც გვაძლევს საშუალებას მოვამზადოთ და დავაექსპორტოთ შაბლონი იმ ბანკების გადარიცხვების მოსამზადებლად, რომლებთანაც არ გვაქვს ინტეგრაცია.
- გაფართოვდა მომწოდებლის გადახდის შეთავაზების ფუნქციონალი საბანკო გადახდების ჟურნალში, ახლა უკვე გათვალისწინებულია გადახდის ეროვნულ ვალუტაში შექმნის ფუნქციონალიც.
- შესყიდვის შეკვეთასა და ინვოისზე დაემატა ახალი ველი “მოგების გადასახადის კოდი”, რომელიც ასევე გადაყვება დაპოსტილ ინვოისში და აქვს განახლების ფუნქციაც. აღნიშნული ველი გვაძლევს საშუალებას მოგების გადასახადით დაბეგვრის ჟურნალში, შესყიდვის დოკუმენტების შერჩევისას მარტივად გავფილტროთ მოგებით დასაბეგრი ოპერაციები.
- საბანკო გადახდების ჟურნალში დაემატა დაპოსტილი შესყიდვის ინვოისის საფუძველზე, საშემოსავლოს პროდუქტის ჯგუფის შევსების ფუნქციონალი, როდესაც გადახდის სტრიქონის ფორმირება ხდება “გადახდის შექმნა” ღილაკის მეშვეობით.
- საავანსო დოკუმენტის სტრიქონებში, მხოლოდ საგადასახადო ტიპის დოკუმენტის არჩევისთვის, დაემატა ფილტრაცია მომწოდებლის და ვალუტის მიხედვით.ასევე შეიცვალა თანხის შევსების ლოგიკა და ახლა ის ივსება შესაბამისი მომწოდებლის წიგნის ჩანაწერის თანხა/თანხა (ერ. ვალუტა) ველიდან.
- ქართული თარგმანები გაფართოვდა და გაუმჯობესდა ძირითადი ცნობარების და დოკუმენტებისთვის: ძირითადი საშუალებები, მომხმარებელი, მომწოდებელი, შესყიდვის ორდერი, შესყიდვის ინვოისი, დაპოსტილი შესყიდვის ინვოისი, რეალიზაციის ინვოისი, დაპოსტილი რეალიზაციის ინვოისი, ზოგადი ჟურნალი და ბანკის გადახდის ჟურნალი.

- დამეტა ფუნქციონალი ნულოვანი ხელფასის თანხის დაპოსტვისთვის (როდესაც ხდება ხელფასის სრულად დაკავება), მაგრამ იქმნება გადასახადებთან დაკავშირებული ჩანაწერები.
- შეიქმნა ფუნქციონალი “PE განაწილების ჯგუფები”, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაპოსტოთ “ხელფასის თანხა” “ხელფასის დოკუმენტის სტრიქონიდან” “ანალიტიკების” პროპორციულად სპეციალური პარამეტრების მიხედვით.
- პოზიციებსი ცხრილზე დაემატა “Base Salary Amount” და “Monthly Salary Amount” ველები, რომლებიც განსაზღვრავს ხელფასის ოდენობას განაკვეთის ღირებულების ჩათვლით. როდესაც შრომითი ხელშეკრულების პირობები შეიქმნება თითოეული სტრიქონისთვის, ხელფასის ელემენტზე თანხა გადაირიცხება “Base Salary Amount” ველიდან.
- ბუღალტრული ჩანაწერების ანალიზისთვის, ბუღალტრული ჩანაწერების ჟურნალში და ბუღალტრული ჩანაწერების წინასწარი დათვალიერებისას დამატებულია ახალი ველები “რეგისტრაციის ნომერი”, “წყაროს დასახელება”. ეს ველები გენერირდება დოკუმენტის დაპოსტვისას.
Release Notes 2024.10 ასევე ხელმისაწვდომია უკრაინის, აზერბაიჯანის, კვიპროსისა და პოლონეთისთვის.
რელიზის სრული ვერსიის PDF ფორმატში ჩამოსატვირთად (უკრაინისთვის – უკრაინულად და ინგლისურად, აზერბაიჯანისთვის – აზერბაიჯანულად, კვიპროსისთვის- ინგლისურად, პოლონეთისთვის- პოლონურად), გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე.


