Კონსულტაცია

2025 წლის აპრილი – განაახლეთ SMART Localization Microsoft Dynamics 365 Business Central-ში!

უკრაინის, აზერბაიჯანის, პოლონეთის და საქართველოს გადაწყვეტილებები ახლდება ყოველ 3 თვეში ერთხელ. თუ კანონმდებლობაში ცვლილებები გადაუდებელ ხასიათს ატარებს, SMART business უზრუნველყოფს დაუგეგმავ განახლებას.

ყველა განახლების კონფიგურაცია შესაძლებელია თქვენ მიერ ან SMART business-ის დახმარებით.

release note v 2024 07 site header SMART Payroll ENG 1

  1. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის ფორმა და შევსების ლოგიკა განახლდა შემოსავლების სამსახურის პორტალზე განხორციელებული ცვლილების შესაბამისად (Rs.ge). “საპენსიოს თანხის” ველი გამოიყო “ბენეფიტის” ველიდან და ახლა წარმოდგენილია ცალკე სვეტად.
  2. დამატებულია თანამშრომელებთან დაკავშირებული გადასახადების დაპოსტვის შესაძლებლობა საბანკო გადახდის ჟურნალიდან, იმ ფუნქციონალის გათვალისწინებით რომელიც უკვე არსებობს მომწოდებლებისთვის.
  3. სერვისის მოდულის მომხმარებლებისთვის, დაემატა სერვისის ინოვისიდან ანგარიშ-ფაქტურის შექმნის ფუნქციონალი.
  4. გაფართოვდა ანგარიშ-ფაქტურების ჯგუფურად შექმნის ფუნქციონალი დღგ-ს არაგადამხდელი კლიენტებისთვისაც. ასევე, დაემატა ფაქტურის დაპოსტვის შესაძლებლობა, სტატუსებისთვის: გაგზავნილი, ან გაგზავნილი კორექტირება.
  5. დღგ-ს დეკლრაციაში დაემატა მე-16-ე გვერდის გამოთვლადი მუხლების შევსების ლოგიკა.
  6. გაყიდვების ანგარიშ-ფაქტურაზე დამატებულია შეზღუდვა, რათა თავიდან იქნას აცილებული ფაქტურის წაშლა, რომელიც უკვე გაგზავნილია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე. ასევე, დაემატა ახალი ფუნქცია „წაშლა“, რომელიც საშუალებას იძლევა ანგარიშ-ფაქტურა მოინიშნოს წაშლილად როგორც სისტემაში, ასევე შემოსავლების სამსაურის გვერდზე.
  7. დღგ-ის დეკლარაციის შექმნის პროცესი ოპტიმიზებულია, რათა შემცირდეს შექმნისთვის საჭირო დრო და ბლოკირებები ტრანზაქციების დაპოსტვისას.
  8. ზედნადებისა და შესყიდვის დოკუმენტების შესაბამისობის ლოგიკა განახლდა, იმ შემთხვევებში როდესაც დოკუმენტები ცალ-ცალკე იქმნება. თუ, შესყიდვის დოკუმენტსა და ზედნადებში სტრიქონებზე არსებული დაბეგვრის ტიპი არ ემთხვევა, შესაბამისობის დადგენა არსებულ ორ დოკუმენტს შორის არ მოხდება.
  9. საავანსო დოკუმენტში, როდესაც ტიპი არის “მხოლოდ გადასახადები”, დაემატა ფუნქციონალი, რომელიც აკეთებს დარიხული საშემოსავლოს და დარიცხული საპენსიოს შუალედური ანგარიშებიდან  თანხების გადატანას შესაბამის მომწოდებლებზე.

release note v 2024 07 site header SMART Payroll ENG

  1. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის ფორმა და შევსების ლოგიკა განახლდა შემოსავლების სამსახურის პორტალზე განხორციელებული ცვლილების შესაბამისად (Rs.ge), ფეიროლის მოდულის მომხმარებლებისთვის. “საპენსიოს თანხის” ველი გამოიყო “ბენეფიტის” ველიდან და ახლა წარმოადგენს ცალკე სვეტს.
  2. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დამატებულია კონტროლი „0“ მნიშვნელობის მქონე სტრიქონების დაგენერირების თავიდან ასაცილებლად.
  3. ცხრილში “დეფოლტ ხელშეკრულების პირობები”, კატეგორიის კოდისთვის დაემატა “მინ. მნიშვნელობა” და “მაქს. მნიშვნელობა”, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ “თანხის” ველის მნიშვნელობის კონტროლისთვი კონკრეტული ელემენტისთვის.
  4. შეიქმნა “70950752” ხელფასის ნახვის ნებართვის ცხრილი, რომლის გამოყენებით ახლად შექმნილ ნებართვების კომპლექტში მისი გამორიცხვა, საშუალებას გაძლევთ დამალოთ ველები ხელფასებითა და თანხებით გარკვეულ გვერდებზე შესაბამისი მომხმარებლისთვის, ისე რომ შეგიძლიათ იმუშაოთ იმავე გვერდებზე სხვა ველებთან. მაგალითად, “პოზიციის” გვერდზე მომხმარებელს შეუძლია შეავსოს ყველა ველი, გარდა “საბაზისო ხელფასის ოდენობის” ველისა, რომელიც იმალება, თუ მომხმარებელს არ აქვს უფლებები ხელფასის ნახვის ნებართვის ცხრილზე.
  5. “მივლინების ბრძაებაში დამატებულია „საავანსო დოკუმენტის“ სტრიქონების წინა ვერსიების მითითების შესაძლებლობა, ასევე „მივლინების ბრძანებიდან“ „საავანსო დოკუმენტის“ ავტომატურად შექმნის შესაძლებლობა.
  6. სახელფასო დირექტორიაში შეიქმნა ახალი ტიპის „სპეციალური სერვისი“. კომპანიაში თანამშრომლის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის შიდა უზრუნველყოფისთვის თანამდებობას დაემატა მომსახურების პირობების განსაზღვრის შესაძლებლობა.
  7. დამატებულია “ანალიტიკური ანგარიშების” ნახვის შესაძლებლობა სპეციალურ გვერდებზე “ხელფასის წიგნის ჩანაწერის ანალიზი”, “ხელფასის დოკუმენტის სტრიქონების ანალიზი”, “დაპოსტილი სახელფასო დოკუმენტების სტრიქონების ანალიზი” და ჩანაწერების დამატებითი გამოყენება ცხრილებიდან “თანამშრომელი” და “თაიმშიტის სტატუსი”.

 

mail