Კონსულტაცია

ERP სისტემის განახლების მნიშვნელობა ბიზნესის განვითარებისთვის

SMART 1200x628 RK 20250124 1

დღევანდელ სწრაფად ცვალებად ბიზნეს გარემოში ERP სისტემის მუდმივი განახლება არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ სტრატეგიული აუცილებლობაა. SMART business-ის სხვადასხვა ინდუსტრიებსა და ქვეყნებში საერთაშორისო და ლოკალურ კლიენტებთან მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ, თვალნათლივ გვაჩვენა, თუ როგორ შეუძლია განახლებულ ERP სისტემას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ბიზნესის ზრდასა და ეფექტურობაში.

ჩვენი პერსპექტივიდან, კომპანიები, რომლებიც ახორციელებელ თავიანთი ERP სისტემების რეგულარულ, თანმიმდევრულ განახლებებს, თავიდან აიცილებენ ტექნიკური დავალიანების და ფუნქციონალურ ხარვეზებს. ეს ბიზნესები მიჰყვებიან პროგრესის სტაბილურ გზას და დგამენ პატარა, მაგრამ თანმიმდევრულ ნაბიჯებს გაუმჯობესებისკენ სისტემის ყოველი განახლებით. ამის საპირისპიროდ, სხვა კომპანიებს საპირისპირო მიდგომა აქვთ – განახლების პროცესის რამდენიმე წლით გაყინვა და შემდეგ მასიური განახლების განხორციელება. ეს სტრატეგია ხშირად მნიშვნელოვან გამოწვევებსა და რისკებთანაა დაკავშირებული.

დაგვიანებული ERP განახლების გამოწვევები

ორგანიზაციები, რომლებიც ERP განახლებებს წლების განმავლობაში აჭიანურებენ, ხშირად შემდეგი პრობლემების წინაშე დგებიან:

  1. გაზრდილი ხარჯები: სისტემის სრული განახლების პროგრამული უზრუნველყოფის ღირებულება წლების განმავლობაში უმოქმედობის შემდეგ არსებითად უფრო მაღალია, ვიდრე რეგულარული განახლებები. დამატებითი შიდა რესურსების და დიდი ბიუჯეტის საჭიროება გამოწვევას კიდევ უფრო ართულებს.
  2. ფუნქცინალური დაუნგრეიდი: ახალი ფუნქციონალის ადაპტაცია მოძველებულ სისტემასთან სულ უფრო რთულდება. ძველ სისტემაზე მოსარგებად, ხშირ შემთხვევაში კომპანიებს პროცესების დაუნგრეიდი სჭირდებათ.
  3. მომხმარებლის განმეორებითი სწავლება: გახანგრძლივებული გეპის შემდეგ ახალი ვერსიის საბოლოო იმპლემენტაციისას, მომხმარებლებმა სისტემა ნულიდან უნდა შეისწავლონ. ამან შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტიულობის შემცირება და ტრენინგის უფრო მაღალი ხარჯები.
  4. მაღალი რისკები: რამდენიმე წლის შემდეგ ახალ სისტემაზე გადასვლა რთული და სარისკო პროცესია. ის ხშირად უკავშირდება კოდის გადაწერას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ზეწოლის ქვეშ და პოტენციური შეფერხებების მართვას ბიზნეს ოპერაციებში.

რეგულარული განახლებების უპირატესობები

Microsoft და SMART business რეკომენდაციას უწევენ განსხვავებულ მიდგომას: გამოიყენეთ რეგულარული განახლებების სტრატეგია. ეს მიდგომა უამრავ უპირატესობას გთავაზობთ:

  1. ეფექტურობა: ყოველი ახალი ვერსიით, კომპანიებს შეუძლიათ სწრაფად ისწავლონ და მოერგონ მცირე ცვლილებებს, რაც განახლების პროცესს მარტივს და უსაფრთხოს ხდის.
  2. წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე: განახლებების განხორციელებით, ბიზნესს შეუძლია გამოიყენოს უახლესი ინოვაციები, გადაწყვეტილებები და ტექნოლოგიები შესაბამისობა დამატებითი ზრუნვის გარეშე.
  3. განახლებული დოკუმენტაცია: Microsoft-ის უწყვეტი განახლებები უზრუნველყოფს სისტემის დოკუმენტაციის აქტუალურობას, რაც ამცირებს მნიშვნელოვანი შიდა ძალისხმევის საჭიროებას.
  4. რისკის შემცირება: დამატებითი განახლებები აღმოფხვრის რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია ფართომასშტაბიან მიგრაციებთან, როგორიცაა შეფერხება, მონაცემთა დაკარგვა ან სისტემის გაუმართაობა.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს მიდგომა ამარტივებს ERP მენეჯმენტს და მას უწყვეტ პროცესად გარდაქმნის. ბიზნესს შეუძლია კონცენტრაცია მოახდინოს ზრდაზე და არ გახარჯოს დრო მოძველებული სისტემების პრობლემების მოგვარებაზე.

უსაფრთხოება და შესაბამისობა

უსაფრთხოება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია ERP განახლებების დაპრიორიტებებისთვის. Microsoft დიდ ინვესტიციას ახორციელებს გლობალურად წარმოქმნილი რისკების იდენტიფიცირებასა და მათ მოგვარებაში. ERP სისტემის ყოველი ახალი ვერსია აერთიანებს გადაწყვეტილებებს განვითარებადი საფრთხეების შესამცირებლად, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის ძლიერ დაცვას. ამის საპირისპიროდ, ძველ ვერსიებს არ გააჩნიათ ეს გარანტიები, რაც კომპანიებს არასაჭირო დაუცველობის წინაშე აყენებს.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებები ხშირად მოითხოვს სისტემის სწრაფ და ზუსტ კორექტირებას. ძველი ვერსიის დაუნგრეიდი ახალი შესაბამისობის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად შეიძლება როგორც სარისკო, ასევე რთული აღმოჩნდეს. რეგულარული განახლებებით, ბიზნესს შეუძლია ამ ცვლილებების უპრობლემოდ განხორციელება და შეუსაბამობების ან შეფერხებების თავიდან აცილება.

ფინანსური საკითხები

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კომპანია რეგულარულ განახლებებს ხარჯად მიიჩნევს, ალტერნატივა – ფართომასშტაბიანი განახლება ყოველ ხუთ წელიწადში – ბევრად უფრო ძვირია. იმპლემენტაციის პირდაპირი ხარჯების გარდა, ბიზნესი ზრდის ხარჯებს ფუნქციონალური ხარვეზებისთვის. დროთა განმავლობაში, სისტემის არ გაუმჯობესების კუმულაციური ღირებულება აჭარბებს ინვესტიციას რეგულარულ განახლებებში.

მოძველებული ERP სისტემის გამოყენება მარათონის უკან გარბენას ჰგავს – ეს კონტრპროდუქტიული და არაეფექტურია. საბოლოოდ, “დაწევის” ფასი გარდაუვალი ხდება და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები სტაგნაციის წლებში მნიშვნელოვან ზარალს იწვევს.

MK 2024
მაქსიმ კონდრატოვიჩი
Business development Manager, Dynamics 365 BC/Nav, SMART business

განახლებული ERP სისტემა თანამედროვე ბიზნესის წარმატების ქვაკუთხედია. უწყვეტი გაუმჯობესების და რეგულარული განახლების კულტურით, კომპანიებს შეუძლიათ უზრუნველყონ, მათი ოპერაციების ეფექტურობა, უსაფრთხოება და კონკურენტუნარიანობა. ჩვენმა მრავალრიცხოვანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს პროაქტიული მიდგომა იწვევს უკეთეს შედეგებს, შემცირებულ რისკებს და გრძელვადიან ხარჯების შემცირებას. ეს არ ეხება მხოლოდ ტექნოლოგიას; ეს არის მომავალი ზრდისთვის სტაბილური საფუძვლის შექმნა.

mail