Კონსულტაცია

SMART WHT ეფექტური გადაწყვეტილება საშემოსავლო გადასახადის სწრაფი გამოანგარიშებისთვის

SMART WHT 20231227 GE (1)

ყველა ორგანიზაცია დაინტერესებულია ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციით. ამავდროულად, ბუღალტერები ხშირად დიდ დროს უთმობენ საშემოსავლო გადასახადის (WHT) გამოანგარიშებას და საგადასახადო დეკლარაციის მომზადებას. SMART WHT-ს ეფექტური გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს სწრაფად, მოქნილად და ზუსტად გამოთვალონ WHT კონკრეტული ქვეყნის ადგილობრივი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და ადვილად შექმნან შესაბამისი საგადასახადო დეკლარაციები პირდაპირ Business Central-იდან.

SMART WHT არის უნივერსალური გადაწყვეტილება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ ქვეყანაში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ მის ლოკალიზებულ ვერსიებს აქვთ დეკლარაციები, რომლებიც მორგებულია ადგილობრივ მოთხოვნებზე და შეესაბამება მოცემული ქვეყნის მარეგულირებელ კანონმდებლობას. მაგალითად, ჩვენ განვახორციელეთ ლოკალიზაცია საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის და უკვე ვამზადებთ პერსონალიზებულ გადაწყვეტილებას პოლონეთისთვის. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ქვეყნის სპეციფიკური კონექტორების კონფიგურაციას, რომლებიც უბრალოდ დაუკავშირდება ძირითად ფუნქციონალს და დააგენერირებს ანგარიშებს, რომლებიც შეესაბამება კონკრეტული ქვეყნის რეგულაციებს.

Როგორ მუშაობს?

SMART WHT საშუალებას გაძლევთ დააკონფიგურიროთ WHT სხვადასხვა საგადასახადო რეითების მიხედვით სხვადასხვა სერვისებისა და მომწოდებლებისთვის. უფრო მეტიც, გადასახადი შეიძლება გამოითვალოს როგორც დარიცხვის, ისე ქეშის მეთოდით. WHT გაანგარიშება ხდება ავტომატურად შესყიდვის დოკუმენტების დაპოსტვისა და მომწოდებლებისთვის გადახდების დროს. გადაწყვეტილება ასევე მნიშვნელოვნად ამარტივებს საგადასახადო დეკლარაციის შექმნის პროცესს, რადგან ის ასევე ავტომატიზირებულია: მზა დოკუმენტში ყველა საჭირო ველი შეივსება სისტემის მიერ.

გადაწყვეტილება იძლევა შესაძლებლობას გავითვალისწინოთ ყველა შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით WHT-თან დაკავშირებით. მაგალითად, ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები, საჩუქრების დაბეგვრა და ა.შ.

SMART WHT გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს:

  • WHT-ის სხვადასხვა ტარიფების მოქნილი კონფიგურაცია სხვადასხვა სერვისებისა და მომწოდებლებისთვის
  • დაზოგეთ დრო WHT-ის ავტომატური გაანგარიშებით ოპერაციების პოსტინგის დროს
  • დაზოგეთ დრო საგადასახადო დეკლარაციის ავტომატური შედგენით
  • შეცდომების რისკის აღმოფხვრა
  • WHT მთლიანობის კომპლექსური მიმოხილვა (საბაზისო თანხა, გამოთვლილი WHT თანხა, საგადასახადო დეკლარაციის ხაზის კოდი და ა.შ.)

მახასიათებლები:

  • WHT-ის გაანგარიშება ადგილობრივი და უცხოელი მომწოდებლებისთვის
  • WHT-ის ტარიფების კონფიგურაცია სხვადასხვა სერვისისთვის
  • გამოთვალეთ WHT შესაბამისი ოპერაციების დაპოსტვისას
  • WHT-ის დარიცხვა და ფულადი სახსრების გაანგარიშება
  • WHT დეკლარაციის ფორმირება

WHT კონფიგურაცია

setting WHT

 WHT ბიზნეს პოსტინგის ჯგუფები

bussines group WHT

WHT პროდუქტის პოსტინგის ჯგუფები

products group WHT

WHT პოსტინგის კონფიგურაცია

Setting up WHT wiring

WHT ჩანაწერები

Writing WHT

WHT საგადასახადო დეკლარაცია

როგორც უკვე ვახსენეთ, SMART WHT არის ერთიანი გადაწყვეტილება. განსხვავება ეხება მხოლოდ დეკლარაციებს, რომლებიც აკმაყოფილებს ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნებს. ჩვენ უკვე დავნერგეთ დეკლარაციები საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის და ვამზადებთ პერსონალიზებულ ვერსიას პოლონეთისთვის.

და ასე გამოიყურება დეკლარაცია აზერბაიჯანისთვის:

declaration for Azerbaijan

და ასე გამოიყურება დეკლარაცია საქართველოსთვის:

declaration for Georgia

SMART WHT გადაწყვეტილება იძლევა სხვადასხვა საგადასახადო განაკვეთების მოქნილ და სწრაფ გამოთვლას და მნიშვნელოვნად დაზოგავს ბუღალტერთა დროსა და ძალისხმევას ადამიანური შეცდომების თავიდან აცილების გზით.

პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია AppSource-ზე: appsource.microsoft.com

ლოკალიზაცია საქართველოსთვის ხელმისაწვდომია აქ: appsource.microsoft.com

გაქვთ სხვა შეკითხვა? მოითხოვეთ კონსულტაცია ჩვენს ექსპერტებთან.

Order a consultation

mail