SMART business აგრძელებს შიდა გადაწყვეტილებების პორტფოლიოს გაფართოებას სხვადასხვა ბიზნეს სფეროსთვის, კლიენტებისა და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით. წარმოგიდგენთ SMART Procurement-ს, კომპლექსურ ახალ ინსტრუმენტს, რომელიც შექმნილია კომპანიის შიგნით პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვის ავტომატიზაციისთვის. ეს გადაწყვეტილება აძლიერებს Microsoft Dynamics 365 Business Central ERP-ის ფუნქციონალს და გადამწყვეტ როლს თამაშობს ერთიანი ციფრული IT გარემოს შექმნის სტრატეგიაში. ის მიზნად ისახავს ძირითადი ბიზნეს პროცესების დაჩქარებას და გამარტივებას, მათი ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას.
SMART Procurement-ის ძირითადი მახასიათებლები და გამოწვევები, რომლებსაც ის წარმატებით უმკლავდება
SMART Procurement ასრულებს შესყიდვების დეპარტამენტის კომპლექსური პროცესების ოპტიმიზაციას და უზრუნველყოფს სრულ კონტროლს – შესყიდვის მოთხოვნების შექმნიდან, შეგროვებიდან და დამტკიცებიდან მენეჯერებს შორის განაწილებამდე, ვენდორების არჩევით, გადარიცხვის ორდერების გენერირებით, დოკუმენტების გაცემით და თითოეული მოთხოვნის მონიტორინგის ჩათვლით. სისტემა გთავაზობთ მოსახერხებელ ინსტრუმენტებს მოთხოვნის დასრულების ვადების მონიტორინგისთვის, ფასების გადახრების თვალყურის დევნებისთვის საწყისი მნიშვნელობებისგან და შესყიდვის ლიმიტების კონტროლისთვის.
SMART Procurement მოიცავს კომპანიის შესყიდვების საქმიანობის ყველა არსებით ეტაპს და გთავაზობთ შემდეგ მახასიათებლებს:
- შესყიდვის მოთხოვნის ბარათების შექმნა – გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს ინიციატორებს მარტივად შექმნან შესყიდვის მოთხოვნები პროდუქციის ან მომსახურების შესახებ, მიუთითონ ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორიცაა რაოდენობა, ვადები, ვენდორეი და სხვა.

- ქმედებები შესყიდვის მოთხოვნებთან დაკავშირებით – ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეცვალონ და დაამატონ ინფორმაცია, გააუქმონ ან ხელახლა დანიშნონ მოთხოვნები, რაც უზრუნველყოფს შესყიდვის ამოცანების მოქნილობას.
- მოთხოვნის სტატუსის მონიტორინგი – ინიციატორებს ყოველთვის შეუძლიათ ნახონ თავიანთი მოთხოვნების სტატუსი, როგორიცაა „დადასტურების პროცესშია“, „დადასტურებულია“ ან „უარყოფილია“, რაც აძლიერებს პროცესის გამჭვირვალობას.

- შესყიდვის მოთხოვნების დახურვა – მოთხოვნების ავტომატური დახურვა ყველა დაკავშირებული ოპერაციის დასრულების შემდეგ ამცირებს ადმინისტრაციულ დატვირთვას და უზრუნველყოფს სისტემის ორგანიზებულობას.
- შესყიდვის მოთხოვნის არქივი – ყველა დასრულებული და დახურული მოთხოვნა სისტემურ არქივში ინახება, რაც უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას ინფორმაციაზე წინა შესყიდვების შესახებ და შესყიდვების კომპლექსურ ისტორიას.

- შესყიდვის მოთხოვნების დადასტურება – გადაწყვეტილება ავტომატიზირებს დადასტურების პროცესს შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართვის გზით, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ზუსტ დადასტურებას კრიტიკული მნიშვნელპბის მქონე ინფორმაციის დაკარგვის გარეშე.
- შესყიდვების მენეჯერების დანიშვნა და გადანაწილება – სისტემა მოიცავს მოთხოვნის შესასრულებაზე პასუხისმგებელი მენეჯერის მარტივად დანიშვნის ან საჭიროების შემთხვევაში მისი ჩანავლების ინსტრუმენტებს. ეს უზრუნველყოფს სამუშაო ნაკადის უწყვეტობას და აჩქარებს დავალების გადანაწილებას.

- შესყიდვის მოთხოვნების დამუშავება – შესყიდვების მენეჯერებს შეუძლიათ იმუშაონ უშუალოდ სისტემის შიგნით, რათა უზრუნველყონ დეტალების კოორდინაცია მომწოდებლებთან, შექმნან შესყიდვის ორდერები და ა.შ.
- გადარიცხვის/ჩამოწერის დოკუმენტების შექმნა – სისტემა ავტომატურად წარმოქმნის პროდუქციის საწყობებს შორის გადატანის ან გამოუსადეგარი მასალების ჩამოწერის დოკუმენტებს, რაც უზრუნველყოფს ამ ოპერაციების გამჭვირვალობას და კონტროლს.
- შესყიდვის დოკუმენტების შექმნა – გადაწყვეტილება ავტომატურად წარმოქმნის შესყიდვის დოკუმენტებს, როგორიცაა ვენდორის შესყიდვის ორდერები, რაც ამცირებს ადამიანური შეცდომის რისკს.

- ნაწილობრივი ან კომბინირებული მოთხოვნის დამუშავება – მოთხოვნები შეიძლება შესრულდეს ნაწილობრივ ან დაიყოს მრავალ დოკუმენტად, რაც შესაძლებელს გახდის ფართომასშტაბიანი შესყიდვების ან კომბინირებული მიწოდების ეფექტურ მართვას.
- შესყიდვის მოთხოვნის შესრულების ანალიზი – სისტემა გვაწვდის ინფორმაციას შესყიდვის მოთხოვნის შესრულების ეფექტურობის შესახებ, განსაზღვრავს შეფერხებებს, გადახრებს გეგმიდან ან ზედმეტ ხარჯს. ეს ეხმარება მენეჯმენტს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაციასა და საოპერაციო ხარჯების შემცირებაში.

SMART Procurement-ის უპირატესობები და მისი სამიზნე აუდიტორია
SMART Procurement არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ შეინარჩუნონ სრული კონტროლი პროცესებზე. ეს ასევე ფასდაუდებელია შესყიდვების მენეჯერებისთვის, რომლებიც ცდილობენ გაამარტივონ თავიანთი სამუშაო და გააუმჯობესონ ხარჯები, ისევე როგორც მთავარი ბუღალტრებისთვის, რომლებიც ეძებენ საიმედო გადაწყვეტილებას შესყიდვების ზუსტი აღრიცხვისთვის.
SMART Procurement-ით კომპანიები შემდეგ უპირატესობებს იღებენ:
- კომპლექსური ავტომატიზაცია – გადაწყვეტილება აგროვებს პირველად მონაცემებს შესყიდვების საჭიროებებზე თითოეული დეპარტამენტიდან და უზრუნველყოფს მოთხოვნილი საქონლისა და მომსახურების დადასტურების, კოორდინაციისა და მიწოდების პროცესებს. შესყიდვის პროცესის ძირითადი ეტაპების ავტომატიზირებით, ის გათავისუფლებთ ხელით დადასტურების საჭიროებისგან, ამცირებს შეცდომებს ინიციატორებისა და შესყიდვების შემსრულებლებს შორის ურთიერთქმედებისას, ზოგავს დროს და ზრდის საერთო ეფექტურობას.
- გამჭვირვალობა და კონტროლი – მომხმარებლებს აქვთ წვდომა სრულ და, რაც მთავარია, განახლებულ ინფორმაციაზე ყოველი ოპერაციის შესახებ, მათ შორის საქონლის სტატუსის, ფასებისა და რაოდენობის შესახებ.
- ინტეგრაცია Microsoft Dynamics 365 Business Central-თან – SMART Procurement დანერგილია Business Central გარემოში, რაც მას საშუალებას აძლევს შეუფერხებლად იმუშაოს სხვა ბიზნეს პროცესებთან და მონაცემებთან ERP სისტემაში. მისი მოქნილობის წყალობით, გადაწყვეტილება ადვილად ერგება ბიზნესის მასშტაბირებას და ინტეგრირდება სხვა Microsoft-ზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებთან, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის ბიზნესის ზრდისთვის.
- დროისა და რესურსების დაზოგვა – შესყიდვის პროცესის ძირითადი ეტაპების ავტომატიზირებით, გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ამცირებს შესყიდვის მოთხოვნების დამუშავებისთვის საჭირო დროს. ის უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი რესურსების ეფექტურად გამოყენების საშუალებას, ამცირებს ზედმეტი ხარჯვის რისკს და ზრდის კომპანიის მთლიან ეფექტურობას.
- ბიუჯეტის კონტროლი – SMART Budgeting-თან ინტეგრაცია, ბიუჯეტირების პროცესების ავტომატიზაციის სისტემა, საშუალებას აძლევს კომპანიებს ეფექტურად მართონ შესყიდვების ბიუჯეტი, უზრუნველყონ ხარჯების გამჭვირვალობა და თანმიმდევრული ფინანსური დაგეგმვა.
დასასრულს, SMART Procurement ერთგვარი პასუხია თანამედროვე ბიზნესის გამოწვევებზე. ხელით შესასრულებელი სამუშაოს მინიმუმამდე შესამცირებლად და შესყიდვების საქმიანობის ყველა ეტაპზე სიზუსტის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ინტეგრირებული ციფრული გადაწყვეტილებები.
მოითხოვეთ კონსულტაცია, რომ გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია SMART Procurement-ის დანერგვას თქვენი კომპანიის შესყიდვების პროცესების გარდაქმნა თქვენი ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებზე დაყრდნობით.
გადაწყვეტილება უკვე ხელმისაწვდომია AppSource-ზე: appsource.microsoft.com

