Კონსულტაცია

SMART Localization Hub – გლობალური ხიდი უწყვეტი კომუნიკაციისთვის

მსოფლიო რუქის სურათის აბსტრაქცია, SMART Localization Hub-ის ლოგოთი

წარმოიდგინეთ ოკეანეში გაფანტული უამრავი კუნძული, რომლებზეც სულ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ცხოვრობენ: ზოგი ინგლისურად მეტყველებს, ზოგი – ესპანურად, ჩინურად, არაბულად… სხვადასხვა ენაზე საუბარი  კომუნიკაციას, იდეების გაცვლას და ურთიერთგაგებას ძალიან აძნელებს და ხანდახან შეუძლებელსაც კი ხდის.

ბიზნესის სამყაროშიც ასეა – განსხვავებული ლოკალიზაცია და სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებული ურთიერთობის სისტემა მნიშვნელოვნად ართულებს საქმიანი კავშირების დამყარებას ბაზრებსა თუ კუნძულებს შორის. ადამიანების, პროცესებისა და ბიზნესების დაკავშირება შეუძლებელია, თუ ისინი სხვადასხვა ენაზე ანდა სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ცდილობენ კომუნიკაციის განხორციელებას.

დღევანდელი ბიზნესებიც გამიჯნულნი არიან ერთმანეთისგან, ოკეანეში მიმოფანტული კუნძულებივით ტივტივებენ განსხვავებულ იურისდიქციებსა თუ ფილიალებში და ენობრივ განსხვავებებთან უთანაბრო ბრძოლაში ცდილობენ სამუშაო გარემოს შექმნას და დამოუკიდებელი სისტემის დანერგვას. ცხადია, ეს ყველაფერი დაბნეულობას ქმნის, გაუგებრობებს იწვევს და, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად ამცირებს ეფექტურობას. ყოველ კუნძულს და ყოველ ქვეყანას ხომ საკუთარი წესები, საკუთარი ინფრასტრუქტურა და ბიზნესის მართვის საკუთარი ენა აქვს.

ერთიანი გლობალური მიდგომა

ეს გამოწვევა SMART business-ში დიდი ხნის წინ აღმოვაჩინეთ. გლობალიზაციის მიმართულებით ჩვენ ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდეც დავიწყეთ მოძრაობა, რადგან გვჯეროდა, რომ ბიზნესის მომავალი ერთიანობაში და ურთიერთკავშირშია. ეს სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა და სულ უფრო მეტი კომპანია აცნობიერებს უწყვეტი, საერთაშორისო ოპერაციების აუცილებლობას.

ფრაგმენტული მიდგომა, რომლის საშუალებითაც ბიზნესი სხვადასხვა სისტემებს პროგრამულ უზრუნველყოფას თითოეული ქვეყნისთვის ახორციელებს, არაეფექტურია. კომპანიები იძულებული ხდებიან დააკონფიგურირონ სხვადასხვა პლატფორმა, გადაწერონ ერთი და იგივე ფუნქციონალი სხვადასხვა სისტემაში და ოპერაციების გასწორებაზე დახარჯონ დიდი დრო და რესურსი. კომპანიის ცენტრალურ კომპეტენციის ცენტრს ხშირად არ გააჩნია მრავალი შეუთავსებელი სისტემის მართვის ინსტრუმენტი, რაც კიდევ უფრო ართულებს გამართული ოპერაციების უზრუნველყოფას.

ანალოგიურად, თუ კომპანია რამდენიმე ქვეყანაში სხვადასხვა ვენდორების მოსახურებით სარგებლობს, ის სრულიად განხვავებული გამოწვევების წინაშე დგას, რადგან თითოეულ ვენდორს აქვს საკუთარი ხედვა, პროდუქტები და კომუნიკაციის სტილი. სხვადასხვა ვენდორებს შორის კოორდინაცია, თავსებადობის უზრუნველყოფა და მარტივი თანამშრომლობის შენარჩუნება დამღლელი და შრომატევადი პროცესია.

სწორედ ამიტომაა, რომ ბიზნესები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ერთიან გლობალურ ვენდორს, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს მათი ფინანსური და ოპერაციული პროცესები. სწორედ აქ ჩნდება SMART business-ის საჭიროება.

რატომ SMART business?

SMART business უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სერვისის მიმწოდებელი; როგორც Microsoft-ის სანდო გლობალურ პარტნიორს, შეგვიძლია რადიკალურად განსხვავებულ ინდუსტრიებსა და ბაზრებზე არსებულ კომპანიებს გავუწიოთ კვალიფიციური მხარდაჭერა და მომსახურება. ჩვენი უპირატესობები სამ ძირითად სფეროს მოიცავს:

  1. ინდუსტრიის ექსპერტიზა – მრავალწლიანი გამოცდილებით, ჩვენ წარმატებით ვითანამშრომლეთ სხვადასხვა ინდუსტრიის ბიზნესებთან, რომლის დამსახურებითაც ვფლობთ სიღრმისეულ ცოდნას სექტორის სპეციფიკური გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ.
  2. კომპლექსური გადაწყვეტილებები – ჩვენი პორტფოლიო მოიცავს 40-ზე მეტ პერსონალიზებულ გადაწყვეტილებას, თითოეული მათგანი აგებულია Microsoft Dynamics 365 Business Central-ის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილებები მოიცავს სხვადასხვა მოდულებს და მარტივად ადაპტირებადია, რაც აკმაყოფილებს ნებისმიერი ბიზნესის უნიკალურ მოთხოვნებს.
  3. გლობალური მიღწევები – ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ ამბიცია, რომ ვართ საერთაშორისო ვენდორები – ჩვენ გვაქვს რეალური, პრაქტიკული გამოცდილება პროექტების იმპლემენტაციის 70 ქვეყანაში. ეს გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ და ვუპასუხოთ გამოწვევებს, სანამ ისინი წარმოიქმნება, რაც უზრუნველყოფს შეუფერხებელ იმპლემენტაციას მთელ მსოფლიოში.

SMART Localization Hub გლობალური ბიზნესი ერთ ენაზე საუბრობს

SMART Localization Hub არის ლოკალიზებული გადაწყვეტილებების ოჯახი, რომელიც შექმნილია ბიზნეს პროცესების გაერთიანებისთვის მრავალ იურისდიქციაში.

თითოეული ლოკალიზებული გადაწყვეტილება ეფუძნება Microsoft Business Central-ს, მაგრამ ადაპტირებულია ადგილობრივ კანონმდებლობასა და რეგულაციასთან. თუმცა, ეს ადაპტაციები არ წამოადგენენ ცალკეული სისტემებს. ისინი ინარჩუნებენ 95%-იან მსგავსებას ყველა ქვეყანაში, ხოლო ადგილობრივი სამართლებრივ და საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებული განსხვავებები მხოლოდ 5%-იან სხვაობას შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ მრავალ ქვეყანაში მოქმედი ბიზნესები კვლავ იყენებენ თანმიმდევრულ სისტემას, რაც გამორიცხავს გაფართოების დროს სრულიად ახალ გარემოსთან ადაპტაციის აუცილებლობას.

დღეისათვის ჩვენი ლოკალიზაციის გადაწყვეტილებები მოიცავს უკრაინას, საქართველოს, აზერბაიჯანს, პოლონეთს, კვიპროსს, მოლდოვას, მალტას და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, და ეს სია მუდმივად იზრდება. Microsoft-ისა და პარტნიორების ლოკალიზაციის შემუშავების ეს დიდი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს მივაწოდოთ ბიზნესს ერთიანი, მაგრამ ადგილობრივად თავსებადი ERP გადაწყვეტილება.

ძირითადი ფუნქციების ცენტრალიზებითა და სტანდარტიზაციით, როგორიცაა შესყიდვების დადასტურება, ფინანსური ანგარიშგება და ინტეგრაცია სპეციალიზებულ სისტემებთან, SMART business უზრუნველყოფს კომპანიების ეფექტურად მუშაობას, ლოკაციის მიუხედავად. ამავდროულად, ქვეყნის სპეციფიკური რეგულაციებისთვის, ჩვენ ვთანამშრომლობთ სანდო ადგილობრივ პარტნიორებთან საჭირო კორექტირების უზრუნველყოფისთვის.

Zolva-ს ქეისი: მაგალითი რეალური სამყაროდან

ამ მიდგომის შესანიშნავი მაგალითია Zolva. კომპანიას, რომელიც მუშაობს მრავალ ქვეყანაში, სჭირდებოდა ერთიანი სისტემა სხვადასხვა ფინანსურ და მარეგულირებელ გარემოში ნავიგაციის დროს. თითოეული ქვეყნისთვის ცალკეულ სისტემების იმპლემენტაციის ნაცვლად, Zolva მიზნად ისახავდა იმგვარი სტანდარტიზებული ჩარჩოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფდა თანმიმდევრულობას ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით.

ამ მიზნის მისაღწევად, SMART business-მა განახორციელა გლობალური პროცესის გაერთიანების სტრატეგია, რაც უზრუნველყოფს Zolva-ს ძირითადი ოპერაციების თანმიმდევრულობას ყველა ლოკაციაზე, და საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი ადაპტაციის საშუალებას იძლევა.

ერთიანი მიდგომის ძირითადი ასპექტები მოიცავდა:

  • სტანდარტიზებული ფინანსური პოლიტიკის ჩამოყალიბებას კომპანიის მთელი ჯგუფისთვის
  • ერთიანი საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების ინსტრუმენტების დანერგვას
  • შესყიდვებისა და ფულადი სახსრების მართვის ჰარმონიზებული პროცესის შექმნას
  • სტანდარტიზებული სამუშაო ნაკადების სტრუქტურირებას კომპანიის ყველა ერთეულისთვის

ამავდროულად, ჩვენ გამოვიყენეთ Microsoft Dynamics 365 Business Central, როგორც Zolva-ს ოპერაციების საფუძველი. იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი საკუთარი ლოკალიზაციის გადაწყვეტილებები სრულად არ ფარავდა მარეგულირებელ საჭიროებებს, გავაერთიანეთ Microsoft-ის სტანდარტული ლოკალიზაცია და პარტნიორების მიერ შემუშავებული გადაწყვეტილებები, რამაც უზრუნველყო შესაბამისობა და ოპერაციული ეფექტურობის შენარჩუნება.

მაგალითად:

  • ნორვეგია – განხორციელდა Microsoft-ის სტანდარტული ლოკალიზაციის იმპლემენტაცია
  • ესპანეთი –პარტნიორთან კოლაბორაციით დაემატა ელექტრონული ინვოისის და დღგ-ს ანგარიშგება
  • იტალია – განხორციელდა სპეციალიზებული პარტნიორის გადაწყვეტილების ინტეგრაცია ადგილობრივი ფინანსური რეგულაციების დასაკმაყოფილებლად
  • ლუქსემბურგი – დამატებითი ლოკალიზაცია არ იყო საჭირო, რადგან Business Central-ის ძირითადმა ფუნქციონლმა დაფარა ყველა მოთხოვნა

ამ მიდგომამ – პროცესის ერთიანმა გლობალურმა ჩარჩომ, რომელიც გამდიდრებულია ლოკალიზებული ადაპტაციით – უზრუნველყო Zolva-ს ეფექტურობა, შესაბამისობა და ოპერაციების შეუფერხებლობა მრავალ ქვეყანაში, Microsoft Dynamics 365 Business Central-ის ბენეფიტებით სარგებლობასთან ერთად.

სამყაროს დაკავშირება ერთიანი სისტემის გამოყენებით

SMART business-ში ჩვენი მისია არ არის მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფა – ჩვენ გლობალურ ხიდს ვაშენებთ, რითაც კომპანიებისთვის საერთაშორისო ოპერაციების სირთულეებში გარკვევის საუკეთესო გზამკვლევის ფუნქციას ვასრულებთ.

ჩვენი გლობალური ხედვა და წარმატებული პროექტების ათობით ქვეყანაში დანერგვით მიღებული გამოცდილება კომპანიებს საიმედო და „გამომდგარი“ გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფს, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა. ჩვენ ვაერთიანებთ ადგილობრივ შეხედულებებს გლობალურ პერსპექტივასთან და გთავაზობთ ორივე სამყაროს საუკეთესო მიქსს.

საბოლოო ჯამში, ჩვენი ყველა პროდუქტი გადაწყვეტილებების მსოფლიო მასშტაბით დანერგვის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგია. ეს ინსტრუმენტები მაქსიმალურად დავხვეწეთ წლების განმავლობაში, ნებისმიერ გარემოში ეფექტურად სამუშაოდ, რათა ბიზნესს ჰქონდეს როგორც საზღვრების გაფართოების ძალა, ასევე ახალი მიზნების დასახვის, მიღწევისა და მათი ჰარმონიულიად განხორციელების უნარი.

SMART business-თან პარტნიორობით, კომპანიები მხოლოდ ხიდებს არ აშენებენ – ისინი აკავშირებენ მსოფლიოს ერთიანი სისტემით.

 

mail