თანამშრომლების ხელფასთან დაკავშირებული ტრანზაქციების გამჭვირვალობა წარმატებული ბიზნესის მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუმცა, კომპანიის ზრდასთან ერთად, სახელფასო პროცესი შეიძლება გარკვეულწილად გართულდეს, იმატებს ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომები, რაც კომპანიის მხრიდან დამატებით ხარჯებს უკავშირდება.
თანამედროვე სახელფასო პროგრამული უზრუნველყოფით არა მხოლოდ პროცესების გამარტივების, არამედ შეცდომების თავიდან აცილების შესაძლებლობა გეძლევათ, ეს კი უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოქნილობას სახელფასო საკითხებში.
სტატიაში განვიხივათ SMART Payroll-ის შესაძლებლობებს, და სხვადასხვა სახელფასო ქეისებს სისტემაში. სტატია სასარგებლო იქნება როგორც მათთვის, ვინც ეძებს სახელფასო სისტემას, ასევე მათთვის, ვისაც სურს ჩაანაცვლოს არსებული გადაწყვეტილება.
მეტი SMART Payroll-ის შესახებ
SMART Payroll არის გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებულია Microsoft Dynamics 365 Business Central-ზე HR და Payroll მენეჯმენტისთვის საქართველოს მოქმედი შრომის კოდექსის შესაბამისად, რომელიც სრულად ადაპტირებულია საგადასახადო კანონმდებლობის ადგილობრივ მოთხოვნებთან.
პროგრამას აქვს მრავალი ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ უზრუნველყოთ რუტინული ამოცანების ავტომატიზაცია, როგორიცაა სახელფასო, შვებულების მართვა და გადასახადების გადახდა.
SMART Payroll ძირითადი მახასიათებლები მოიცავს შემდეგს:
- Payroll სხვადასხვა ტიპის ხელფასებზე და საკუთარი გაანგარიშების ალგორითმის შექმნის შესაძლებლობა
- გადასახადებისა და სხვა სავალდებულო შენატანების ავტომატური გაანგარიშება
- შვებულების, ავადმყოფობის და სხვა სახის გაცდენების მენეჯმენტი
- საგადასახადო სამსახურში და სხვა სამთავრობო უწყებებში ანგარიშების და განაცხადების გენერირება
- ბუღალტრული აღრიცხვის სხვა სისტემებთან ინტეგრაციის შესაძლებლობა, როგორიცაა სააღრიცხვო პროგრამა ან პერსონალის მართვის სისტემა
SMART Payroll საშუალებას აძლევს კომპანიებს კონცენტრაცია მოახდინონ უფრო მნიშვნელოვან ამოცანებზე, ნაცვლად იმისა, რომ დაკარგონ დრო და რესურსები ხელფასებისა და შვებულების ხელით გამოთვლაში.

SMART Payroll-ის ფუნქციები
გადაწყვეტილება საშუალებას გაძლევთ სწრაფად და მარტივად გამოთვალოთ საბოლოო და ნებისმიერი პერიოდული გადახდები. თუ თქვენს სახელფასო ტრანზაქციებს აქვს გარკვეული სპეციფიკა, SMART Payroll გაძლევთ შესაძლებლობას უზრუნველყოთ პერსონალიზებული გადაწყვეტილება თქვენი პროცესებისთვის. მოდით განვიხილოთ რამდენიმე ასეთი შემთხვევა.
მაგალითად, თქვენი კომპანია დაკავებულია ლოჯისტიკური ტრანსპორტირებით, ხოლო თქვენი მძღოლების ხელფასი არ არის ფიქსირებული და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: მარშრუტის ხანგრძლივობა, ტვირთის ტიპი, შემწეობები, მოგზაურობის გადაუდებლობა და ა.შ. SMART Payroll გაძლევთ საშუალებას შექმნათ ფორმულები, რომლებიც ითვალისწინებენ ყველა ამ ცვლილებას ხელფასის გამოთვლისას.

განვიხილოთ კიდევ ერთი ქისი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ავიაკომპანია, რომელსაც აქვს ძალიან უჩვეულო სახელფასო პროცესები ბიზნესის უმეტესობისთვის. SMART Payroll სისტემა საშუალებას გაძლევთ შეადგინოთ შეფასებები მფრინავის მიერ გავლილი საათების რაოდენობის მიხედვით და ავტომატურად გამოთვალოთ მისი ხელფასი გამოცდილების შესაბამისად. გამოთვლის ფორმულებს ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დრო ჰაერში, თვითმფრინავის ტიპი ან სხვა კონკრეტული ცვლადები. ზოგადად, პარამეტრების მოქნილობა სისტემის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
სისტემის კომპლექსური შესაძლებლობები ართულებს მის გამოყენებას, მაგრამ ეს შეშფოთების მიზეზს არ მოგცემთ რადგან SMART Payroll-ის იმპლემენტაცია მოიცავს ტრენინგს სისტემის გამოყენების შესახებ ყველა საჭირო სახელმძღვანელოსთან ერთად. გარდა ამისა, ჩვენ ვქმნით ვიდეო გაკვეთილებს, რომლებიც მომხმარებლებს ეხმარება სწრაფად და მარტივად ისწავლონ ფუნქციონალი. თითოეული ვიდეო შექმნილია იმისთვის, რომ გაამარტივოს და დააჩქაროს სისტემის მუშაობის დაწყება.
SMART Payroll იმპლემენტაციის პროცესი
SMART Payroll-ის დანერგვა ჩვეულებრივ რამდენიმე ეტაპად იყოფა:
ნაბიჯი 1. ბიზნესის საჭიროების ანალიზი
გროვდება ინფორმაცია კომპანიის საჭიროებების შესახებ ბუღალტერიასა და ანაზღაურებაში. ეს ეტაპი ითვალისწინებს მიმდინარე პროცესების მიმოხილვას, ძირითადი მოთხოვნების დადგენას და SMART Payroll იმპლემენტაციის დეტალების შეთანხმებას. ეს ნაბიჯი ასევე განსაზღვრავს სისტემის კონკრეტული პარამეტრების საჭიროებას. თუ არცერთი არ არის, მაშინ სისტემის ძირითადი ვერსია შეძლებს ყველა ძირითადი მოთხოვნის დახურვას.
ნაბიჯი 2. მონაცემთა მომზადება
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია თანამშრომლების, მათი კონტრაქტების, სახელფასო გამოთვლების, გადასახადების და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. თუ მონაცემები ელექტრონული ფორმითაა, ის უნდა იმპორტირდეს SMART Payroll-ში.
ნაბიჯი 3. სისტემის კონფიგურაცია
სისტემა დაყენებულია და კონფიგურებულია ბიზნეს მოთხოვნების შესაბამისად. ეს შეიძლება მოიცავდეს მომხმარებლის როლების შექმნას, წვდომის უფლებების კონფიგურაციას, სახელფასო პარამეტრების კონფიგურაციას და სხვა ფუნქციებს.
ნაბიჯი 4. ტესტირება
შეამოწმეთ SMART Payroll სისტემა, რათა დარწმუნდეთ, რომ ის სწორად მუშაობს და აკმაყოფილებს ბიზნესის მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია შეამოწმოთ, რომ ხელფასის გამოთვლები აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომ მონაცემები სწორად არის ნაჩვენები და პარამეტრების დეტალები რელევანტურია.
ნაბიჯი 5. იმპლემენტაცია და ტრენინგი
წარმატებული ტესტირების შემდეგ, SMART Payroll მზად არის იმპლემენტაციისთვის. მნიშვნელოვანია ახალი სისტემის გამოსაყენებლად პერსონალის მომზადება და მისი გამოყენების შესახებ ტრენინგის ჩატარება. ეს შეიძლება მოიცავდეს ტრენინგების ჩატარებას, სასწავლო მასალების შექმნას და დამატებითი კონსულტაციების გაწევას.
SMART Payroll-ის სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობები
SMART Payroll დაფუძნებულია Microsoft-ის Business Central ERP სისტემაზე, აქვს მრავალენოვანი ინტერფეისი და საშუალებას გაძლევთ შეინახოთ ჩანაწერები და მოამზადოთ ანგარიშები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად. ასე რომ, თუ უახლოეს მომავალში ფიქრობთ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, მნიშვნელოვანია აირჩიოთ გამჭვირვალე HR სისტემა, რომელიც სანდოა აუდიტორებისთვის.
თუ ვსაუბრობთ ადგილობრივ ბაზარზე, SMART Payroll კვარტალურად განახლდება, ემატება ხალი ფუნქციები და ადაპტირდება საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებებთან. გარდა ამისა, SMART business-ის გუნდი ყოველთვის ისმენს თავისი მომხმარებლების გამოხმაურებას და ითვალისწინებს მათ SMART Payroll რეგულარულ განახლებებში.
თუ გსურთ მიიღოთ დემო ვერსია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ :


