კაცობრიობის პროგრესის მამოძრავებელი ძალა ყოველთვის იყო და არის ცნობისმოყვარეობა. ის აძლიერებს სურვილს მივაღწიოთ მეტს, გავუმკლავდეთ წინააღმდეგობებს და აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები. ამისათვის კი გვჭირდება ცოდნა, რომელიც გვეხმარება არა მარტო განვითარებაში, არამედ ადაპტაციაში ნებისმიერ სიტუაციასთან.
დღევანდელ სწრაფად ცვალებად ციფრულ სამყაროში წარმატების მისაღწევად გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე უბრალოდ ამბიცია; საჭიროა არსებული ცოდნისა და უნარების მუდმივი განახლება. სწორედ ამ მიზნით შევქმენით SMART აკადემია, რომელიც გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას გამოიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიების ძალა. SMART business, რომელიც გლობალური ლიდერია გაციფრულების სფეროში, მზადაა მონაწილეებს გაუზიაროს საკუთარი მდიდარი გამოცდილება და მოწინავე უნარები, რომლებიც თანამედროვე ბიზნესის წარმატებას განაპირობებს. Microsoft-ის მსოფლიოში წამყვანი და უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენი Digital ERP Academy ბუღალტერიისა და ხელფასების აღრიცხვისთვის, პროფესიონალებს ინოვაციური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს, რაც მათ ციფრულად განვითარებად გარემოში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ
აკადემია – გლობალური ექსპერტიზა პერსონალიზებული ადგილობრივი გადაწყვეტილებებით
SMART business-მა თავდაპირველად დაარსა აკადემია, როგორც იდეა, რათა მიეწოდებინა ცოდნა და უნარები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ რუსულ პროგრამებში, რაც მათ ახალი სისტემის ადაპტაციასა და მას მუშაობაში დაეხმარებოდათ. დროთა განმავლობაში, ეს იდეა მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტად ჩამოყალიბდა, რომელიც დღეს სხვადასხვა ქვეყანებში ტარდება. აკადემიებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს SMART business-ის პოტენციური მომხმარებლებისთვის სისტემის გაცნობაში, რაც მომავალში იმპლემენტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარათ. ზოგ შემთხვევაში, აკადემიებმა ნაწილობრივ მომხმარებლების ტრენინგიც კი ჩაანაცვლა. აგრეთვე, SMART business-მა აკადემიის წარმატებულ მონაწილეებს სამუშაო ადგილი შესთავაზა, რამაც უფრო გაამყარა კავშირი აკადემიასა და კომპანიას შორის.
SMART business 15 წელზე მეტია აძლიერებს კომპანიებს Microsoft-ის ERP სისტემების შემუშავებით, დანერგვითა და მხარდაჭერით, რაც ბიზნესებს საერთაშორისო კონკურენტული სტანდარტების მიღწევაში ეხმარება. როგორც კომპანიის მნიშვნელოვანი პროექტი, ონლაინ აკადემია ამ ექსპერტიზის მატარებელია და მონაწილეებს სთავაზობს ისეთ კომპლექსურ ბენეფიტებს, როგორიცაა ცოდნის ბაზას ბუღალტერიაში, HR-ში და სახელფასო პროცედურებში გლობალური ERP სისტემის ფარგლებში.
აკადემია ძირითადად კონცენტრირებულია იმ უნიკალურ გამოწვევებზე, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე მომუშავე სპეციალისტები აწყდებიან, თვალს ადევნებს საკანონმდებლო ცვლილებებს, ასახავს გლობალური სისტემის განახლებებს და ითვალისწინებს მომხმარებელთა უკუკავშირს, რათა უზრუნველყოს ყველა საჭიროების დაკმაყოფილება. იგი უზრუნველყოფს როგორც გამოცდილ პროფესიონალებს, ასევე დამწყებებს სხვადასხვა ინდუსტრიებში პრაქტიკული უნარებით, რომლებიც შეიძლება დაუყოვნებლივ იქნას გამოყენებული კომპანიის შიდა პროცესების ოპტიმიზაციისთვის.
SMART აკადემიამ მტკიცედ დაიმკვიდრა თავი ERP ტრენინგების ლიდერად არა ერთ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, პოლონეთში, აზერბაიჯანში და ახლა უკცე საქართველოშიც. სამ თვეში ერთხელ სხვადასხვა თემებზე სპეციალიზებული აკადემიებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ მონაწილეების ადაპტაციას ინდუსტრიაში წინსვლისთვის საჭირო უნარებით.
იხილეთ რამდენიმე შეფასება აკადემიის მონაწილეებისგან:
Лектори мають високий рівень знань, та вміють донести їх до аудиторії.
Kurs przeprowadzony jasno i zrozumiale, wyjaśnione najważniejsze kwestie. Żeby dobrze opanować i poznać system trzeba trochę więcej ćwiczyć, więc dziękuję za dostęp do bazy testowej.
Kursun formatı, təlim üçün material və dərslərin təqdim olunması, spiker və kuratorların dəstəyinin operativ olması çox müsbət təsir bağışlayır. Komandanıza təşəkkürümüzü bildiririk və uğurlu layihələrin davamını arzu edirik.
ERP აკადემიის ლექციები იყო ძალიან საინტერესო და ახალი ინფორმაციით სავსე. სესიების და პრაქტიკული კურსის საშუალებით ავიმაღლე პროფესიული კვალიფიკაცია და შევისწავლე ახალი პროგრამა Business Central, რაც ჩემი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდება.მათთვის ვინც მზადაა სიახლეებისთვის და კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ჩემი რეკომენდაციაა ERP აკადემია.
ერთ-ერთი ბოლო წარმატებული აკადემია სახელწოდებით „ფინანსები და აღრიცხვა ERP სისტემაში Microsoft-ისგან“ საქართველოში ჩატარდა. ქვეყანაში რიგით პირველი ონლაინ აკადემია 18 ივნისს დაიწყო და 200-მდე მონაწილეს უმასპინძლა, სადაც მონაწილეებმა Microsoft-ის საერთაშორისო ERP სისტემაში მუშაობისთვის აუცილებელი პრაქტიკული ცოდნა მიიღეს. წლის ბოლომდე დაანონსდება მორიგი აკადემიები. სექტემბერში სახელფასო აღიცხვის აკადემია, მომავალში კი სხვა უამრავი საგანმანათლებლო აქტივობა.
SMART აკადემიის ინიციატივა კომპანიისთვის არა სიახლე, არამედ ტრადიციაა. უკრაინაში ჩატარებული აკადემიის რიცხვი უკვე 30-ს უახლოვდება. დროთა განმავლობაში, ეს საგანმანათლებლო პლატფორმა სხვა ქვეყნებშიც გაეშვა და ჩვენი გლობალური ურთიერთობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ასეთი ზრდა პირველ რიგში მეტყველებს მზარდ მოთხოვნაზე ERP ტრენინგების მიმართულებით და SMART business-ის პაუსხისმგებლობაზე უზრუნველყოს ლოკალიზებული გადაწყვეტილებები მოტანა სხვადასხვა რეგიონებში.
2022 წელს, SMART business-მა მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი პოლონეთში-ვარშავაში, ახალი ოფისი გახსნით გადადგა. 2024 წლის მარტში დასრულდა ახალი SMART Localization for Poland გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამებოდა ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობას. SMART business-ის მიერ შემუშავებული კომპლექსური ERP სისტემა მორგებულია თითოეული ქვეყნის ადგილობრივ კანონმდებლობასა და ბიზნეს საჭიროებებზე. პოლონეთისთვის სპეციფიკური ERP სისტემის წარმატებით გაშვებას დაემატა კიდევ ერთი SMART აკადემია, რომელიც ივლისში ჩატარდა. ეს ლოკალიზაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს კომპანიის სტრატეგიული მიზნებისთვის ევროპის ბაზარზე, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციასა და შესაბამის მკაცრ რეგულაციების დაცვას გულისხმობს.
2024 წლის მაისში აზერბაიჯანში კიდევ ერთი SMART აკადემია ჩატარდა, მას შემდეგ, რაც SMART business Azerbaijan ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა. სწორედ ისინი გახდნენ ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და მათი ქსელის საშუალებით SMART აკადემიის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. შედეგად, დარეგისტრირებულმა მონაწილეთა უმრავლესობამ გამოხატა პროდუქტის მიმართ ინტერესი.
ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას, თითოეული ახალი აკადემია არა მხოლოდ ღონისძიება, არამედ ჩვენი ხედვისა და მიზნების თვალსაჩინო მაგალითია – გავაძლიეროთ პროფესიონალები იმ ინსტრუმენტებითა და ცოდნით, რომლებიც დღევანდელ ციფრულ ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად სჭირდებათ.

სწავლის უნიკალური შესაძლებლობა
ჩვენი აკადემიები გთავაზობთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის უნიკალურ ნაზავს.
- თეორიული ნაწილი მოიცავს ლექციებს SMART Accounting-ისა და სახელფასო ფუნქციონალის დემო გარემოს, ბიზნეს ოპერაციებს, ანგარიშგების ინსტრუმენტებს საილუსტრაციო მაგალითების გამოყენებით. ლექციების შემდეგ მონაწილეები იღებენ სასწავლო ვიდეოებს და თეორიულ მასალებს განსახილველად.
- პრაქტიკული ნაწილი მოიცავს რეალურ სცენარებთან პრაქტიკულ მუშაობას, მათ შორის ანგარიშგებას, გაყიდვებისა და შესყიდვის დოკუმენტების შექმნას და დამუშავებას, სახაზინო დოკუმენტებთან და დღგ-ის დოკუმენტებთან მუშაობას, ადამიანური რესურსების ბრძანებებს, პერსონალის სიებს, დოკუმენტაციის დამტკიცებას, სახელფასო გამოთვლებს, ძირითადი ოპერაციების დამოუკიდებელ კონფიგურაციას, ბიზნეს ტრანზაქციებს SMART ბუღალტრულ აღრიცხვას ლექტორის აქტიური მენტორობით.
ჩვებ გთავაზობთ შემდეგს:
- თეორიული ცოდნა სერტიფიცირებული პროფესიონალებისგან: მონაწილეები იღებენ კომპლექსურ ინსტრუქციებს Microsoft-ის სერტიფიცირებული პროფესიონალებისგან, სწავლობენ საერთაშორისო ERP სისტემის ფუნქციონალს ლოკალიზებული SMART ბუღალტრული აღრიცხვისა და სახელფასო გადაწყვეტილებების ძირითად უპირატესობებთან ერთად. ეს მოიცავს:
- შესაბამისობას ადგილობრივ შრომის კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს სისტემის ავტომატიზირებას პროცესებთან და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეულ შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას.
- ინტუიციურ, როლებზე დაფუძნებულ ინტერფეისს, რომელიც ადვილად გამოსაყენებელია ახალბედებისთვის და მორგებულია ინდივიდუალური საჭიროებებისთვის, რაც ხელსაყრელია როგორც ახალი, ასევე გამოცდილი მომხმარებლებისთვის.
- მოწინავე ანალიტიკური ანგარიშგების ხელსაწყოებს, რომლებიც გვთავაზობენ მძლავრ მხარდაჭერას ანალიტიკური მონაცემების გენერირების, ვიზუალიზაციის, მოდელირებისა და ექსპორტისთვის.
- პრაქტიკული გამოცდილება: თითოეულ მონაწილეს აქვს პირადი წვდომა Microsoft Dynamics 365 Business Central-ის უახლეს ვებ ვერსიაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად შეასრულონ ძირითადი ოპერაციები.
- მოსახერხებელი ონლაინ სწავლება: მოსახერხებელი ონლაინ სწავლების ფორმატი მონაწილეებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ნებისმიერი ადგილიდან და კომფორტულად ისწავლონ მათთვის კომფორტულ გარემოში. კომუნიკაცია ხორციელდება MC Teams-ის ერთ არხზე, სადაც ყოველი სესიის შემდეგ აიტვირთება პრეზენტაციები და სისტემაში დამოუკიდებელი მუშაობისთვის საჭირო სხვა დოკუმენტები.
ჯგუფური ჩატი MC Teams-ში მონაწილეებს საშუალებას მისცემს დაუკავშირდნენ მომხსენებლებს, ექსპერტებს და ერთმანეთს, გაუიარონ ერთმანეტს საჭირო ინფორმაცია და შეკითხვები. - სერტიფიცირება: კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ კურსის შედეგად შეძენილი უნარების დამადასტურებელ სერტიფიკატს.
- უფასო კურსი: ჩვენი უზრუნველვყოფთ ღირებულ სასწავლო შესაძლებლობებს ფინანსური ბარიერების გარეშე. SMART business-ის მაიკროსოფტის ერთადერთი გლობალური პარტნიორია, რომელიც კურსებს სრულიად უფასოდ გთავაზობთ.
- IT უნარების ტესტირება: საერთაშორისო სისტემასთან მუშაობის შანსი ახალ ჰორიზონტს სთავაზობს მათ, ვინც უკვე იცნობს მსგავს პროგრამულ უზრუნველყოფას ან მათ, ვისაც სურს IT სფეროში განვითარება.
რა ღირებულების მატარებელია აკადემია კლიენტებისთვის და სპეციალისტებისთვის
ჩვენი აკადემიები შექმნილია, როგორც ამჟამინდელი, ასევე პოტენციური კლიენტებისთვის. ბიზნესებისთვის, თანამშრომლების უახლეს ERP სისტემებში მომზადება ზრდის ეფექტურობას, აუმჯობესებს მონაცემთა მართვას და აძლევს მათ კონკურენტულ უპირატესობას ბაზარზე. მონაწილეები მიიღებენ გამოცდილებას თანამედროვე ინტერფეისებთან და შეძლებენ საკუთარი კვალიფიკაციის გაუმჯობესებას უფასოდ.

კარიერული წინსვლა და ახალი შესაძლებლობები
მათთვის, ვინც დაინტერესებულია IT სფეროში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენით და სიახლეებით, ჩვენი აკადემიები უზრუნველყოფს კარიერული განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. მონაწილეები შეიძენენ უნარებს, რომლებიც აუცილებელია ისეთი პოპულარული როლებისთვის, როგორიცაა Dynamics 365 Business Central კონსულტანტები, რაც მათ გლობალურად სასარგებლო და მომგებიან კარიერულ გზას გაუხსნის.
გარდა უნარების განვითარების შესაძლებლობისა, საუკეთესო მონაწილეებს შესაძლოა მიეცეთ შანსი შემოუერთდნენ ჩვენს გუნდს და გახდნენ Microsoft-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიწოდებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური კომპანიის ნაწილი.
ახალი ჰორიზონტები
SMART აკადემიის გავლენა სცილდება ინდივიდუალურ მონაწილეებს და ქმნის გლობალურ საზოგადოებას, რომელიც შედგება კვალიფიციური პროფესიონალებისგან, რომლებიც თავის მხრივ მზად არიან წარმატების მისაღწევად თანამედროვე ბიზნეს გარემოში. თანამედროვე ERP ტრენინგის ახალი რეგიონებისთვის შეთავაზებით, ჩვენ არამხოლოდ ვაძლიერებთ ინდივიდუალურ კარიერებს, არამედ ხელს ვუწყობთ ადგილობრივი ბაზრების ზრდასა და კონკურენტუნარიანობას.
საქართველოში ჩვენი პირველი აკადემიის წარმატებული დაწყების შემდეგ და უკრაინაში და სხვა ქვეყნებში დამკვიდრებული ტრადიციის საფუძველზე, ვგეგმავთ დამატებით აკადემიებს. ჩვენი მომავალი კურსები ბუღალტერიაში, ხელფასებისა და ლოჯისტიკაში კიდევ უფრო გააფართოებს მონაწილეების უნარებს, ამზადებს მათ კარიერის მრავალფეროვანი გამოწვევების დასაძლევად.
შემოგვიერთდით
თუ დაინტერესებული ხართ კარიერული განვითარებით და ახალი უნარების შეძენით, გეპატიჟებით შემოუერთდეთ ჩვენს მომავალ აკადემიებს. როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლებით და სერტიფიცირებული პროფესიონალების მხარდაჭერით, SMART აკადემია არის თქვენი კარიბჭე ნათელი მომავლისკენ ERP სისტემების სამყაროში.


