Კონსულტაცია

Cloud vs. On-Premises ERP – საუკეთესო ვერსია თქვენი ბიზნესისთვის

მამაკაცი და ქალი დგანან სასწორის გვერდით, რომლის ერთ მხარეს

დღევანდელ სწრაფად განვითარებად ბიზნეს გარემოში, სხვადასხვა ინდუსტრიის ორგანიზაციებს – კერძო კომპანიებს, სამთავრობო ინსტიტუტებს თუ არაკომერციული ორგანიზაციებს – სჭირდებათ საწარმოს რესურსების დაგეგმვის (ERP) ძლიერი სისტემები. ისინი საშუალებას აძლევენ ბიზნესს გაამარტივონ ოპერაციები, მიიღონ ინსაითები და ინფორმირებული გადაწყვეტილებები რეალურ დროში, რომლებიც თავის მხრივ, ზრდას და ეფექტურობას განაპირობებს. ატტუალურობიდან გამომდინარე მთავარი კითხვა, რომელიც ნესმისმიერი ზომის თუ ინდუსტრიის კომპანიას აქვს არ არის: მჭირდება თუ არა ERP სისტემა, არამედ რომელი ტიპის ERP სისტემა მოერგება საუკეთესოდ კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს – Cloud თუ On-Premises?

Cloud და On-Premises ERP: სწორი გზის არჩევა

Cloud ERP გადაწყვეტილებებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა ბოლო წლებში, რადგან ბიზნესს სთავაზობს მოქნილობას, ასევე მონაცემებსა და აპლიკაციებზე წვდომას ნებისმიერი ადგილიდან. ეს გადაწყვეტილებები აერთიანებს კრიტიკულად მნიშვნელოვან ბიზნეს პროცესებს, როგორიცაა ფინანსური მენეჯმენტი, მიწოდების ჯაჭვის ოპერაციები და სხვა, რაც თავის მხრივ, მასშტაბურობას უზრუნველყოფს. Cloud ERP საშუალებას აძლევს კომპანიებს უზრუნველყონ რუტინული ამოცანების ავტომატიზაცია, შეამცირონ IT ხარჯები და სწრაფად მოერგონ ბაზრის მოთხოვნებს. Gartner-ის თანახმად, 2025 წლისთვის, ERP-ის ყველა სისტემის დაახლოებით 85% იქნება ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული, 2020 წელს ეს რაოდენობა მხოლოდ მხოლოდ 35%-ს შეადგენდა.

ღრუბლოვანი ERP სისტემის დანერგვის რეგიონალური მაჩვენებლები საკმაოდ მრავალფეროვანია:

  • ჩრდილოეთ ამერიკა ლიდერობს ღრუბლოვანი ERP-ის დანერგვის მიმართულებით, Forrester-ის თანახმად, აშშ-ს საწარმოთა ინფრასტრუქტურის გადაწყვეტილების მიმღებთა 94% ღრუბლოვანის სისტემების გადატანის მინიმუმ ერთ ვერსიას მაინც იყენებს.
  • აზია-წყნარი ოკეანე მსოფლიოს ღრუბლოვანი მონაცემთა ცენტრების 37%-ს მოიცავს, რაც მიუთითებს ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე გადასვლის მნიშვნელოვან ტენდენციაზე.
  • ევროპა ასევე სწრაფი ტემპით გადადის ღრუბლოვანი ERP სისტემების გამოყენებაზე, მოდერნიზაციის პროცესებისა და ღრობლოვანი ბიზნეს სტრატეგიების გამოყენების შესაბამისად.

ამ მზარდი ტენდენციის მიუხედავად, ბევრი ბიზნესი უპირატესობას კვლავ on-premises ERP გადაწყვეტილებებს ანიჭებს. ამის მიზეზეი კი ინდუსტრიის სპეციფიკური მარეგულირებელი მოთხოვნებია. ისეთ სექტორებს, როგორიცაა წარმოება, სახელმწიფო ორგანოები და ფინანსები, ხშირად სჭირდებათ სრული კონტროლი მონაცემთა შენახვასა და შესაბამისობაზე, რაც on-premises ERP-ს პრაქტიკულ ოფციად აქცევს. Microsoft Dynamics 365 Business Central (ყოფილი Dynamics NAV) კვლავ რჩება ERP-ის საუკეთესო პლატფორმად, რომელიც გთავაზობთ როგორც ღრუბელლოვან, ასევე on-premises გადატანის ვარიანტებს სხვადასხვა ბიზნეს საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მიუხედავად იმისა, რომ Cloud ERP გთავაზობთ მოქნილობას და მასშტაბურობას, on-premises გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ საჭიროა ინდუსტრიებში, რომლებიც მოითხოვენ მონაცემთა მკაცრ მართვას.

SMART business-თვის, on-premises ინსტალაციის რაოდენობა წლიდან- წლამდე მუდმივად მცირდება. 2024 წელს on-premises იმპლემენტაციის საერთო რაოდენობის რიცხვი 6% არ აღემატებოდა, რაც კომპანიის სტრატეგიული მიზნების თვალსაღინო მაგალითია დაგავიდნენ ღრუბლოვან სისტემებზე დაფუძნებულ ERP გადაწყვეტილებებზე ბაზრის მოთხოვნილების და ეფექტურობის საპასუხოდ.

ERP-ის მომავალი: მხოლოდ ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები

ERP მომწოდებლების სფეროში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ცვლილება – წამყვანი ვენდორები, მათ შორის Microsoft, ეტაპობრივად გადადიან მხოლოდ ღრუბლოვან სერვისებზე. Microsoft-მა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ Business Central-ის ვერსია BC25 იქნება ბოლო, რომელსაც BC14-24 ვერსიებიდან პირდაპირ განახლების შესაძლებლობა ექნება. BC26 ვერსიიდან, რომლის გამოშვებაც 2025 წლის აპრილის დასაწყისშია დაგეგმილი, განახლებისთვის დამატებითი საფეხურები იქნება საჭირო, რაც კიდევ უფრო აძლიერებს Microsoft-ის ფოკუსს ღრუბლოვან გადაწყვეტებზე.

Microsoft Dynamics 365 Business Central-ის BC25-მდე ვერსიების მომხმარებლებისთვის განახლების პროცესი მნიშვნელოვან ძალისხმევასთან იქნება დაკავშირებული. დამატებითი საფეხურების შემოღება ნიშნავს, რომ განახლების პროცესს მეტი დრო, რესურსი და თანხა დასჭირდება. ერთი საფეხურით განახლება, როგორც წესი, უფრო სწრაფი, მარტივი და იაფია, ხოლო დამატებითი ნაბიჯი პროექტის მასშტაბის ზრდას, შესაბამისად კი ვადებისა და ხარჯების გაზრდას გულისხმობს. ასევე, Microsoft-ის ვერსიების მკაცრი მართვის პოლიტიკამ შეიძლება დამატებით შეაფერხოს ძველი ვერსიების მხარდაჭერა და თავსებადობა, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც BC-ს Microsoft-ის სხვა ბიზნეს აპლიკაციებთან ან მესამე მხარის სისტემებთან ინტეგრირებულად იყენებენ.

BC25-ზე განახლება BC26-ის გამოშვებამდე მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ ერთი საფეხურით განახლების მარტივი მოდელი, რაც უზრუნველყოფს უფრო სწრაფ, გამარტივებულ და ხარჯთეფექტიან მომავალ განახლებებს. ამით მინიმუმამდე დადის რისკები, მცირდება IT გუნდის დატვირთვა და დაცულია არსებული პერსონალიზაციები, რაც საერთო ჯამში მნიშვნელოვან დროსა და რესურსს ზოგავს.

ძირითადი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ERP შერჩევაზე

  1. ხარჯთაღრიცხვა
  • Cloud ERP: მუშაობს გამოწერაზე დაფუძნებულ მოდელზე და მოიცავს ერთიან ლიცენზირების მიდგომას როგორც SaaS, ისე შიდა (on-premises) გადაწყვეტილებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ის ამცირებს წინასწარ კაპიტალურ ხარჯებს, საბოლოო ხარჯები დამოკიდებულია სისტემის დატვირთვაზე, მონაცემთა ბაზის ზომაზე და დამატებით ლიცენზიურ მოთხოვნებზე (მაგალითად, LS Central ღრუბლოვან ვერსიაში ან დამატებითი საცავის საჭიროება დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზებისთვის).
  • On-Premises ERP: გარდა პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების ხარჯებისა, მოიცავს საოპერაციო ხარჯებსაც – ოპერაციული სისტემისა და SQL ლიცენზიები, სერვერის ქირაობა და ტექნიკური მომსახურება. გრძელვადიან პერსპექტივაში ხარჯები დამოკიდებულია ინფრასტრუქტურის ეფექტურობაზე, თუმცა რესურსებზე ინტენსიური სისტემებისთვის ან დიდი მონაცემთა ბაზებისთვის შიდა გადაწყვეტილება ზოგჯერ უფრო ხარჯთეფექტური შეიძლება იყოს, ვიდრე SaaS.
  1. IT ინფრასტრუქტურა და ტექნიკური მომსახურება
  • Cloud ERP: ვენდორი უზრუნველყოფს განახლებებს, უსაფრთხოებასა და ტექნიკურ მომსახურებას, რითაც ამცირებს შიდა IT გუნდის დატვირთვას.
  • On-Premises ERP: საჭიროა საკუთარი IT გუნდი, რომელიც იზრუნებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაზე, უსაფრთხოებასა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე.
  1. უსაფრთხოება და შესაბამისობა
  • Cloud ERP: უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სერვისის მიმწოდებელი და იყენებს ინდუსტრიის სტანდარტის სერთიფიკატებს. მიუხედავად ამისა, გარკვეული ეჭვები რჩება მესამე მხარის სერვერებზე მონაცემთა შენახვასთან დაკავშირებით.
  • On-Premises ERP: უზრუნველყოფს უფრო მეტ კონტროლს უსაფრთხოებასა და შესაბამისობაზე, იდეალურია მაღალრეგულირებადი ინდუსტრიებისთვის.
  1. მასშტაბურობა და ხელმისაწვდომობა
  • Cloud ERP: ადვილად მასშტაბირებადია და ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ინტერნეტის გამოყენებით.
  • On-Premises ERP: მასშტაბურობა საჭიროებს დამატებით ტექნიკურ რესურსებს, ხოლო დისტანციური წვდომა შეიძლება უფრო შეზღუდული და ტექნიკურად რთული აღმოჩნდეს.
  1. იმპლემენტაციის სიჩქარე
  • Cloud ERP: ჩვეულებრივ, სწრაფად ინერგება, რადგან არ საჭიროებს დამატებითი ტექნიკის დაყენებას.
  • On-Premises ERP: იმპლემენტაცია უფრო მეტ დროს მოითხოვს ინფრასტრუქტურის გამართვისა და პროგრამის კონფიგურაციის გამო.
  1. ბიზნესის უწყვეტობა და კატასტროფის აღდგენა
  • Cloud ERP: შეიცავს ჩაშენებულ კატასტროფის აღდგენისა და სარეზერვო მექანიზმებს, რაც ამცირებს მონაცემთა დაკარგვის რისკებს.
  • On-Premises ERP: მოითხოვს ხელით სარეზერვო სტრატეგიებს, რაც ზრდის მონაცემთა დაკარგვის რისკებს.

როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი

ERP სისტემის არჩევა — ღრუბლოვანსა და ლოკალურ (on-premises) ვერსიებს შორის — დამოკიდებულია კომპანიის კონკრეტულ საჭიროებებზე, ინდუსტრიულ მოთხოვნებზე და გრძელვადიან IT სტრატეგიაზე. ღრუბლოვანი ERP უზრუნველყოფს მასშტაბურობას, დაბალ დანახარჯს მომსახურებაზე და მონაცემებზე წვდომის უფრო მოქნილ შესაძლებლობებს, ხოლო ლოკალური ERP სისტემები კომპანიებს აძლევს მეტ კონტროლს უსაფრთხოებაზე და პერსონალიზაციაზე.

დღეისათვის, როცა ღრუბლოვანი ERP გადაწყვეტები სულ უფრო პოპულარული და დომინანტური ხდება, ორგანიზაციებმა უნდა გააანალიზონ SaaS მოდელის გრძელვადიანი უპირატესობები, რათა შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა და უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის მდგრადი განვითარება.

mail