Კონსულტაცია

Microsoft აანონსებს განახლების პროცესის ცვლილებებს, რომლებიც 2025 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება

Microsoft-მა დააანონსა, რომ Business Central BC25-ის ახალი გამოშვებული ვერსია იქნება ბოლო, რომლის განახლებსაც პირდაპირ BC14-24 ვერსიებიდან შეძლებთ.

26-ე ვერსიიდან, რომელიც მომავალი წლის მარტ-აპრილში გამოშვებაში იგეგმება, BC25-მდე ვერსიებიდან განახლებისთვის დამატებითი ნაბიჯის ინტეგრაცია გახდება საჭირო.

მეტი ახალი Business Central ვერსიის განახლების პროცესის შესახებ – “რა იყო – რა იქნება”

Microsoft Dynamics 365 Business Central (BC) არის პოპულარული გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც რეგულაციების შესაბამისად მუდმივად ახორციელებს განახლებებს ფუნქციონალისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა განაახლონ თავიანთი Dynamics NAV ან Business Central ნებისმიერ არსებულ ვერსიაზე შემდეგი სქემის გამოყენებით:

  • BC14 – BC24 -> BC-latest
  • Dynamics NAV (pre-BC14) -> BC14 -> BC-latest

თუმცა, ვენდორის ინფორმაციით 2025 წლის გაზაფხულზე Business Central-ის უახლესი ვერსიის (BC26) გამოშვების შემდეგ, დამატებითი ნაბიჯი გახდება საჭირო „ძველი“ ვერსიებიდან (BC14-BC24) განახლებისთვის. განახლება მოხდება შემდეგი სქემის მიხედვით:

  • BC14 – BC24 -> BC25 -> BC-latest
  • Dynamics NAV (pre-BC14) -> BC14 -> BC25 -> BC-latest

ამ ნაბიჯის მიზეზი არის ის, რომ Microsoft გეგმავს ფიზიკურად ამოიღოს მოძველებული ველები 26 ვერსიაში, რათა შეამციროს მონაცემთა ბაზის ზომა, რაც გამოიწვევს მონაცემთა სქემის შეუთავსებლობას წინა ვერსიებთან.

რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს პრაქტიკაში BC25-მდე Microsoft Dynamics 365 Business Central ვერსიების მომხმარებლებისთვის

დამატებითი ნაბიჯი Microsoft Dynamics 365 Business Central-ის ვერსიების განახლების კონტექსტში ყოველთვის მოისაზრება დამატებით რესურსები და დრო, რომელსაც ეს განახლება მოითხოვს.

ერთსაფეხურიანი განახლებით, პროცესი უფრო სწრაფი, მარტივი და ჩვეულებრივ იაფია. დამატებითი ნაბიჯი ყოველთვის გულისხმობს პროექტის დამატებით მოცულობას, რაც მოიცავს მეტ დროს, ადამიანურ რესურსების რაოდენობის ზრდას და თანხებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ განახლების სტაბილურობისთვის, Microsoft აწესებს მკაცრ მოთხოვნებს ვერსიებისთვის. BC14-BC24-დან BC26-ზე პირდაპირი განახლების არ არსებობამ შეიძლება გაართულოს წინა ვერსიების მხარდაჭერა და თავსებადობა, ვინაიდან საჭირო გახდება დამატებითი მიგრაციის საფეხურების გამოყენება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ BC-ს ინტეგრაციას სხვა Microsoft-ის ბიზნეს აპლიკაციებთან ან მესამე მხარის სისტემებთან.

მიუხედავად ამისა, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა განაახლონ Microsoft Dynamics 365 Business Central-ის მიმდინარე ვერსია BC25-მდე BC26-ის გამოშვებამდე. ეს მათ საშუალებას მისცემს მომავალში ახალ ვერსიებზე გადასვლა ჩვეულებრივი ერთსაფეხურიანი პრინციპის გამოყენებით განახორციელონ.

რატომ უნდა გაკეთდეს ეს? თუნდაც იმიტომ, რომ განახლებისას არასაჭირო ნაბიჯების თავიდან აცილება დაზოგავს დროსა და რესურსებს, შეამცირებს რისკებს და უზრუნველყოფს უფრო პროგნოზირებად მხარდაჭერას.

შემდგომი განახლების პროცესი იქნება უფრო სწრაფი, ნაკლები ღირებულების და, რაც მთავარია, მნიშვნელოვნად შემცირდება შეცდომების რისკი და შესაბამისად, დატვირთვა IT გუნდებზე.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც დიდი რესურსები ჩადეს BC-ის სპეციალურ საჭიროებებზე პერსონალიზაციაზე.

მოითხოვეთ კონსულტაცია

mail
SMART Localization
Cookies

We use cookies to improve your web experience, display personalized content and analyze traffic. By clicking «Accept All», you agree to their use. To manage your settings, click Settings. Learn more about the use of cookies in the privacy policy.

Functional
Always active
The technical storage or access is strictly necessary for the legitimate purpose of enabling the use of a specific service explicitly requested by the subscriber or user, or for the sole purpose of carrying out the transmission of a communication over an electronic communications network.
Marketing
The technical storage or access is required to create user profiles to send advertising, or to track the user on a website or across several websites for similar marketing purposes.
Statistics
The technical storage or access that is used exclusively for statistical purposes
Analytics
Analytical purposes are used to measure traffic and optimize content.