ტექნოლოგიური პროგრესი და ახალი გამოწვევები ბიზნესების ოპერაციების სრულ ავტომატიზაციას მოითხოვს. ის სისტემები, რომლებიც დაფუძნებულია მოძველებულ მიდგომებზე, დღეს აქტუალურობას კარგავს, რადგან ვეღარ პასუხობს თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს, სადაც ვითარდება ტექნოლოგიები, იქმნება ახალი პროდუქტები და ბიზნესის მოდელები. შედეგად, იზრდება მოთხოვნა სრულიად განსხვავებულ სისტემებზე. ბევრ ქვეყანაში ეს პროცესი ნელ-ნელა მიმდინარეობს. ბიზნესი ძველი სისტემების კულტურიდან თანამედროვე კლასის სისტემებზე გადადის, რომლებიც მომხმარებლებს არამარტო პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტს სთავაზობენ, ბუღალტრული და სააღრიცხვო ანგარიშგებისთვის, არამედ სისტემას ბიზნესისთვის მთლიანობაში.
რას ნიშნავს ეს?
თანამედროვე ბიზნესის ასაშენებლად საჭიროა ახალი ხელსაწყოები. ძირითადი ამოცანაც ბიზნესისთვის მნიშნელოვანი ამოცანებისა და გამოწვევების გადაწყვეტაა, საბუღალტრო სააღრიცხვო საკითხი კი არა სრული, არამედ მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი დავალებაა, საჭიროა ბიზნეს პროცესების სრული ავტომატიზაცია. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა გადაწყვეტილება SMART Localization, რომელიც არა მხოლოდ ქმნის ლოკალიზაციას კონკრეტული ქვეყნების საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე, არამედ აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიისა და ქვეყნების ბიზნესის გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას. ეს უნიკალური პროდუქტი ერთი მხრივ შეიქმნა Microsoft-ის მიერ რომელსაც აქვს საუკეთესო პრაქტიკა სისტემაში, ფინანსური აღიცხვის გაუმჯობესებული წარმოების, ბიზნეს პროცესების ჩამოყალიბებასა და მენეჯმენტის მიმართულებით და მეორე მხრივ SMART business-ის მიერ. აღნიშნული პროდუქტის შემნაში კომპანიამ სხვადასხვა ქევყანაში ლოკალიზაციის შექმნისა და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის მთელი 15 წლიანი გამოცდილება გამოიყენა. დამეტებით რაც ძალიან მნიშნელოვანია, SMART business-ის ქართულ ოფისში მუშაობენ და ზუსტად იმ ინფორმაციის მატარებელი პროფესიონალები, რომლებსაც უზარმაზარი სამუშაო გამოცდილება და ცოდნა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ქართული ბიზნესი – როგორ ხდება ფინანსური ანგარიშგების წარმოება, რა მოთხოვნები არსებობს საგადასახადო სისტემებთან მიმართებაში.
მთელი ამ ინფორმაციის კონსოლიდანციამ და უამრავი ადამიანის გამოცდილებამ რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ SMART Localization-ის შექმნაში შექმნა პროდუქტი, რომელიც არამარტო დაფარავს სააღრიცხვო რეპორტინგის საჭიროებას, არამედ მოუტანს ბიზნესს იმ საუკეთესო პრაქტიკას რომელიც Microsoft-მა და SMART business მრავალი ქვეყნის წარმატებული პროგრამული უზრუნველყოფით გამოიმუშავეს.
ჩვენი ხედვა მარტივია: ბიზნესებისთვის ყველაზე თანამედროვე, მოქნილი და ეფექტური ინსტრუმენტების შეთავაზება, რომელიც პასუხობს როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ მოთხოვნებს.
თუ თქვენ უკვე მზად ხართ ცვლილებებისთვის, გაგაცნობთ რამდენიმე ბენეფიტს, რომელსაც თქვენი ბიზნესი SMART Localization-ის იმპლემენტაციით მიიღებს, რომელიც გაძლიერებულია Business Centrali-ით:
- გლობალური ხელმისაწვდომობა და ლოკალიზაცია:
Microsoft Dynamics 365 Business Central-ზე დაფუძნებული სისტემა ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულადაც. ის შეესაბამება საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებს, როგორიცაა GDPR, IAS/IFRS და SOX, რაც უზრუნველყოფს გლობალური რეგულაციების დაცვას. იზრდება ბიზნესის გამჭვირვალობა და აუდიტორების ნდობის კოეფიციენტი სისტემისა და ბიზნესის მიმართს - ინტეგრაცია საქართველოს შემოსავლების სამსახურის პორტალთან:
პროდუქტი სრულად შეესაბამება ყველა საგადასახადო და სააღრიცხვო მოთხოვნას და სრულყოფილად ერწყმის ქვეყნის კანონმდებლობას. ამასთანავე, პროგრამა უზრუნველყოფს ისეთი პროცესების ავტომატიზაციას, როგორიცაა ზედნადებების გენერაცია, საგადასახადო ანგარიშგება და რეპორტინგი, რაც კომპანიებს მნიშვნელოვან დროს და რესურსებს ზოგავს. - Microsoft ეკოსისტემასთან შეუფერხებელი ინტეგრაცია:
SMART Localization მარტივად ინტეგრირდება სხვა SMART პროდუქტებთან და სხვადასხვა Microsoft-ის სერვისებთან, როგორიცაა Office 365, Power BI და Teams. ეს ინტეგრაცია ზრდის პროდუქტიულობას და უზრუნველყოფს სხვადასხვა ბიზნეს პროცესებს ერთიან პლატფორმაზე. - Cloud მენეჯმენტი და ხელმისაწვდომობა:
სისტემა ხელმისაწვდომობა ღრუბლოვან გარემოში საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მიიღონ წვდომა სისტემაზე ნებისმიერი ადგილიდან. სისტემა მზადაა ნებისმიერი დატვირთვისა და ბიზნესის წარსადგენად საერთაშორისო ბაზარზე ბიზნესის უსაფრთხოება კი გარანტირებულია Microsoft-ის მიერ. - ძირითადი ფუნქციონალის გაფართოება:
SMART Localization შექმნილია მცირე და საშუალო ზომის საწარმოების საჭიროებებისთვის, რომელიც ბიზნესის ზრდასთან ერთად ადაპტირდება. მისი მოდულური სტრუქტურა სისტემის პერსონალიზაციისა და გაფართოების საშუალებას იძლევა. - ხელოვნური ინტელექტი და ანალიტიკა:
Busines Central მოიცავს კომპლექსურ ანალიტიკასა და რეპორტინგს, რაც უზრუნველყოფს რეალურ დროში ბიზნესის მონაცემების ანალიზს. Power BI-სთან ინტეგრაციით შესაძლებელი ხდება მონაცემთა ვიზუალიზაცია და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, ხოლო მფლობელები და მენეჯერები სანდო ინფორმაციას და ინსაიტებს ხელოვნური ინტელექტისგან იღებენ. - კომპლექსური მხარდაჭერა:
SMART business უზრუნველყოფს კომპლექსურ მხარდაჭერას, მათ შორის სხვადასხვა ტექნიკური დოკუმენტაციის, სასწავლო რესურსების და სხვა სასარგებლო მასალების სახით.
SMART business Georgia-ს მიზანია მისცეს კომპანიებს სრულიად ახალი შესაძლებლობები, რომლებიც გააძლიერებს მათ კონკურენტუნარიანობას და ხელს უწყობს მდგრადი განვითარებისკენ ნაბიჯების გადადგმას. მათ მიერ შემუშავებული ინსტრუმენტები არა მხოლოდ ეფექტურია, არამედ დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე და პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს სწრაფად და ეფექტურად განავითარონ ბიზნესი და მიაღწიონ წარმატებას არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე.


