ოპერაციების ოპტიმიზაცია და თანამედროვე ERP გადაწყვეტილებების დანერგვა ზრდის მასშტაბურობისთვის
Sonniva Georgia მუდმივად იზრდება და ვითარდება, როგორც ფიზიკური ლოკაციების მიმართულებით, ასევე პროდუქციის ასორტიმენტის მხრივაც, შესაბამისად გაჩნდა უფრო ეფექტური და მასშტაბური სისტემის საჭიროება. კომპანიის ზრდასთან ერთად გამოიკვეთა პროდუქციის შესყიდვის, გაყიდვების, მარაგის მენეჯმენტისა და ფინანსური ანალიზის გამარტივებული პროცესების აუცილებლობა ოპერაციების ოპტიმიზაციისთვის. სამუშაო პროცესში არსებული სისტემა- 1C და მექანიკური პროცესები ერთგვარ დაბრკოლებად იქცა, რადგან ვერ უმკლავდებოდა ტრანზაქციების გაზრდილ მოცულობას და ოპერაციულ სირთულეს სხვადასხვა ლოკაციაზე.
ძირითადი ბიზნეს ფუნქციები, როგორიცაა ინვენტარის მენეჯმენტი, გაყიდვები და აღრიცხვა, მოითხოვდა კომპლექსურ გადაწყვეტილებას ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად, პროცესები იყო ხშირად ნელი, შეცდომებისადმი მიდრეკილი და საჭიროებდა მნიშვნელოვან მანუალურ ძალისხმევას.

Sonniva Georgia-ს ხელმძღვანელობა მივიდა ლოგიკურ დასკვნამდე რომ, კომპანიის ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად და ფინანსური ჩანაწერების სიზუსტის გასაუმჯობესებლად, აუცილებელი პირობა იყო ტრანსფორმაცია. კომპანიამ დაიწყო კომპლექსური ERP გადაწყვეტილების ძიება, რომელიც უზრუნველყოფდა მისი პროცესების ცენტრალიზებას, მოქნილობას და საბოლოოდ ერთიან ეკოსისტემაში გაერთიანებას. მათ სჭირდებოდათ გადაწყვეტილება, რომელიც არა მხოლოდ გააუმჯობესებდა საცალო/საბითუმო ოპერაციების სიჩქარეს და ეფექტურობას, არამედ უზრუნველყოფდა პერსონალიზაციის მაღალ დონეს კლიენტის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მინიმალური საოპერაციო ხარჯებით. ხედვა ნათელი იყო: სამუშაო ნაკადების გამარტივება, განმეორებადი ამოცანების შემცირება და ბევრად უფრო სწრაფი და ზუსტი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.
დროთა განმავლობაში შპს სონივა ჯორჯია-ს განვითარების და ზრდის სწრაფმა ტემპმა, კომპანიის მენეჯმენტი დააფიქრა თანამედროვე ღურუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული ერთიანი მართვის ERP სისტემის იმპლემენტაციაზე, კომპანიის ყველა დეპარტამენტში.
ქართულ ბაზარზე მოძიების შემდეგ არჩევანი შევაჩერეთ Microsoft Bussines central-ზე, რომელიც აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას რომელიც კომპანიის წინაშე იდგა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშნველოვანი იყო, რომ სისტემა ღია ყოფილიყო კომპანიის დამატებითი მოთხოვნების დეველოპმენტის გზით გადაჭრის მიმართ. SMART business Georgia-ს გუნდთან ერთად ჩვენ განვახორციელეთ სისტემის როგორც ძირითადი მოდულის ასევე რითეილ მიმართულების მენეჯმენტის სისტემის LS Retail-ის იმპლემენტაცია. უკვე დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ სისტემის ეფექტური იმპლემენტაციით მივიღეთ კიდევ უფრო შემცირებული კლიენტთა მომსახურების დრო და თანამშრომლების მუშაობის გაზრდილი ეფექტურობა.
Საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა ERP სისტემების კვლევის შემდეგ, Sonniva Georgia-მ მიიღო გადაწყვეტილება ეთანამშრომლა SMART business Georgia-სთან, Microsoft-ის სანდო პარტნიორთან საქართველოში. Sonniva Georgia-ს მოთხოვნების გათვალისწინებით SMART business Georgia-მ LS Central SaaS-ს იმპლემენტაციას გაუწია რეკომენდაცია. ეს არჩევანი განპირობებული იყო SaaS გადაწყვეტილების მოქნილობით, რომელიც არ მოითხოვს დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნას ან სპეციალისტების დამატებას. ასევე, SaaS მოდელი უზრუნველყოფს გადახდების უფრო სწრაფად დამუშავებას, რაც უფრო ეფექტური და გამარტივებული გზაა, on-premises ოფციასთან შედარებით. Microsoft Dynamics 365 Business Central-ისა და LS Central-ის მიერ შემოთავაზებული მოქნილი, მასშტაბური და ინტეგრაციის ფართო შესაძლებლობების გათვალისწინებით, Sonniva Georgia-მ არჩევანი სწორედ მათ სისტემებზე შეაჩერა. SMART business-თან პარტნიორობა მიზნად ისახავდა ყველა ძირითადი ბიზნეს ფუნქციონალის ერთიან პლატფორმაზე გადატანას, ეფექტურობის ზრდას, შეცდომების შემცირებას და Sonniva Georgia-ს მუდმივი ზრდისა და კლიენტების კმაყოფილების მთავარი ფასეულობების მხარდაჭერას.
იმპლემენტაცია და გამოწვევები
ახალ სისტემაზე გადასვლა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. კომპანიას ჰქონდა ორი აქტიური საცალო ლოკაცია, რომელთაგან თითოეული ინტენსიურად იყო ჩართული იმპლემენტაციის პროცესში. თანამშრომლების ადაპტაცია ძველ- 1C სისტემიდან Microsoft-ის ახალ პლატფორმაზე, ერთ-ერთი გამოწვევა აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ახალი პროგრამული უზრუნველყოფა საჭიროებდა სხვადასხვა ინტერფეისის და ფუნქციონალის კომპლექტის შესწავლას.
იმპლემენტაციის პროცესში SMART business-ის გუნდმა Sonniva Georgia-ს თანამშრომლებისთვის უზრუნველყო კომპლექსური მხარდაჭერა, რომელიც მოიცავდა ტრენინგებს და პერსონალიზებულ დეველოპმენტს კომპანიის სპეციფიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. კომპანიის თანამშრომლებმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც ჰქონდათ გაკრვეული ეჭვები და დისკომფორტი, რომელიც უკავშირდებოდა ახალ სისტემასთან მუშაობას. დროთა განმავლობაში, ყველაზე კრიტიკული განწყობის მქონე თანამშრომლებმაც კი დაიწყეს ახალი სისტემის უპირატესობების დანახვა, განსაკუთრებით მისი სიჩქარე და კომპლექსური ფუქნციონალის მოქნილად გამოყენების შესაძლებლობა.
პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა ახალ სახლში გადასვლას ჰგავს – მას აქვს დიდი პოტენციალი, მაგრამ ის თქვენი საჭიროებების და პრეფერენციების მიხედვით უნდა მოირგოთ. ამ შრომატევად პროცესში კი აუცილებელია გყავდეთ საიმედო პარტნიორი, რომელიც შეძლებს სწრაფად მოაგწოდოთ სურვილების შესაბამისი სწორი გადაწყვეტა. SMART business ამ კუთხით ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის უდაოდ გამოირჩეოდა. გადაწყვეტილების სისწორეში, უშუალოდ მუშაობის პროცესში დავრწმუნდით, რადგან პროფესიონალების გუნდმა უზრუნველყო ზუსტად ის, რაც გვჭირდებოდა - ეფექტური გადატანა და საერთაშორისო სისტემის პერსონალიზაცია კომპანიის მოთხოვნებთან.
SMART business მჭიდროდ თანამშრომლობდა Sonniva Georgia-სთან ERP კომპანიის მოთხოვნებთან სისტემის მორგების მიზნით. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო იმის უზრუნველყოფა, რომ სისტემას შეუფერხებლად შეძლებოდა როგორც საცალო, ისე საბითუმო პროცესების მართვა, კომპანიის ორმაგი ფოკუსირების გათვალისწინებით ორივე სექტორზე. ეს პროცესი მოიცავდა სპეციფიკური ფუნქციების შემუშავებას დიდი საბითუმო შეკვეთების მართვისთვის და ინვენტარის განახლებების ავტომატიზაციას მრავალ ადგილას.
გოუ -ლაივის ეტაპზე დარწმუნებულები ვიყავით რომ ყველაფერი მზად იყო როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე კლიენტის მხრიდან. ეს მოიცავდა სისტემის ტესტირებას, მომხმარებლების ტრენინგს და ყველაფრის ორმაგ შემოწმებას, რათა მაქსიმალურად აგვეცილებინა თავიდან გაუთვალისწინებელი შემთხვევები. გაშვების პირველ დღეს და შემდგომ მთლიანი თვის განმავლობაში მიდიოდა აქტიური თანამშრომლობის პროცესი, სადაც ორივე მხარე ვაკვირდებოდით სისტემას და პროცესების შესაბამისობას სასურველ შედეგთან. გამონაკლისი გაპრობლემებული შემთხვევებისას მაქსიმალურად ოპერატიულად ვაგვარებდით ხარვეზებს. გოუ-ლაივის ბოლოს, სონივას სისტემაში მომუშავე მომხმარებლები უკვე საკმაოდ კარგად იცნობდნენ სისტემას, იცოდნენ როგორ ემართათ თავიანთი პროცესები და მათი უკუკავშირიც პოზიტიური იყო.
ძირითადი უპირატესობები და შედეგები
SMART Accounting-ისა და LS Central-ის დანერგვამ უზრუნველყო Sonniva Georgia-ს ოპერაციების გარდაქმნა. ახალმა სისტემამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ბიზნესის ეფექტურობა და სიზუსტე რამდენიმე მიმართულებით:
გამარტივებული ოპერაციები:
ტრანზაქციებზე დახარჯული დრო შემცირდა 50%-ით, რამაც შესაძლებელი გახადა უფრო სწრაფი მომსახურება გაყიდვის პუნქტში და გაზარდა მომხმარებლის კმაყოფილება.
შეცდომის შემცირება:
ინვენტარის მართვისა და გაყიდვების პროცესების ავტომატიზაციამ განაპირობა ადამიანური შეცდომების 35%-ით შემცირება, განსაკუთრებით შეკვეთების დამუშავებისა და მარაგის მონიტორინგის კუთხით.
ინვენტარის მართვა:
ინვენტარის დონეების რეალურ დროში ხილვადობით, კომპანიას ახლა შეუძლია მიიღოს უფრო ინფორმირებული შესყიდვების გადაწყვეტილებები, შეამციროს მარაგები და გააუმჯობესოს მომხმარებელთა მომსახურება.
სწრაფი ფინანსური პროცესები:
SMART Accounting-ს აქვს ავტომატიზირებული ძირითადი ფინანსური პროცესები, როგორიცაა ფინანსური ანგარიშგება, რაც საშუალებას აძლევს ფინანსურ გუნდს კონცენტრაცია მოახდინოს ანალიტიკასა და სტრატეგიაზე, მონაცემთა ხელით შეყვანის ნაცვლად.
გაუმჯობესებული მომხმარებლის გამოცდილება:
LS Central-ის სისტემამ გაამარტივა მომხმარებელთა ურთიერთქმედება, რაც გაყიდვების პროცესს უფრო ეფექტურს ხდის. პროდუქტების ძებნის პროცესი ახლა უფრო სწრაფი და ზუსტია, ხოლო მომხმარებლის შეკვეთების დამუშავებას ნაკლები ეტაპები სჭირდება. ბანკის ტერმინალებთან ინტეგრაციამ შეცვალა ხელით შესასრულებელი სამუშაოს რაოდენობა და მანუალური შეცდომების რისკი.
მასშტაბურობა და მოქნილობა:
იქიდან გამომდინარე, რომ Sonniva Georgia აგრძელებს ზრდას და გაფართოებას ახალ რეგიონებში, Microsoft Dynamics 365 პლატფორმის მოქნილობა საშუალებას აძლევს კომპანიას გააფართოვოს თავისი ოპერაციები სისტემის ძირითადი ცვლილების საჭიროების გარეშე.
გაუმჯობესებული გადაწყვეტილების მიღება:
ერთიანი ანგარიშგების სისტემა მენეჯმენტის გუნდს აძლევს წვდომას რეალურ დროში საოპერაციო პროცესებზე, აუმჯობესებს გადაწყვეტილების მიღებას და სტრატეგიულ დაგეგმვას.
სამომავლო გეგმები
Sonniva Georgia ახლა უკვე კარგად არის მომზადებული მომავალი ზრდისთვის. კომპანია გეგმავს სერვისის შეთავაზების გაფართოებას, მათ შორის სერვისების ახალი გაყიდვების სეგმენტის დამატებას. ახალ სისტემასთან ინტეგრაცია უზრუნველყოფს მომსახურების ხელშეკრულებების გამარტივებულ მართვას და გააფართოებს ანგარიშგების შესაძლებლობებს.
ახლა, როდესაც თითქმის უკვე ერთი წელია რაც სონივა სისტემას აქტიურად იყენებს, მხარდაჭერის ეტაპზე რა თქმა უნდა მომართვიანობა შემცირებულია, თუმცა ჩნდება ახალ-ახალი მოთხოვნები და გამოწვევები რაშიც ჩვენი გუნდი ეფექტურ სერვისს სთავაზობს მათ. ვერსიებისა და სხვადასსხვა დეველოპმენტებით სისტემის განახლების კვალდაკვალ ორიენტირებული ვართ მათი სისტემის შეუფერხებლად მუშაობაზე. მხარდაჭერა მოიცავს ნებისმიერი პრობლემის სწრაფ გამოსწორებას, სისტემის მუშაობის შემოწმებას და მოთხოვნის შემთხვევაში კი გარკვეული ფუნქციონალების გაუმჯობესებას. კლიენტთან რეგულარული უკუკავშირი გვეხმარება დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად მუშაობს და სისტემა ადაპტირებულია მათ საჭიროებებზე.
გარდა ამისა, Sonniva Georgia დაინტერესებულია საწყობის მენეჯმენტის გაციფრულებით და შტრიხკოდირების სისტემების გამოყენებით, რათა გააძლიეროს ინვენტარის კონტროლი და შეამციროს ადამიანური შეცდომები. კომპანია ასევე გეგმავს Dynamics 365 Business Central-ის გამოყენების გაფართოებას მიწოდების ჯაჭვის უკეთესი მართვისთვის და საერთაშორისო მომწოდებლებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის. ასევე იგეგმება SMART Payroll-ის იმპლემენტაცია თანამშრომლების მენეჯმენტის და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, კომპანია გეგმავს თავისი ახალი ვებსაიტის ინტეგრირებას API-ებთან შეუფერხებელი ონლაინ გაყიდვებისთვის, სშტრიხკოდების ბეჭდვა მარაგის უკეთესი კონტროლისთვის და გაჯეტები მარაგის დონის მონიტორინგისთვის სხვადასხვა ლოკაციებზე, რაც უზრუნველყოფს უფრო გამარტივებულ ოპერაციებს და განახლებებს რეალურ დროში.
Შეჯამება
Microsoft Dynamics 365 Business Central-ზე და LS Central-ზე გადასვლით Sonniva Georgia-სთვის ახალი ეტაპი დაიწყო. კომპანია ახლა უფრო ეფექტურად მუშაობს, გამარტივებული პროცესებით, ნაკლები შეცდომებით და მისი ოპერაციების უკეთესი ხილვადობით. SMART business-თან პარტნიორობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ სისტემების წარმატებულ დანერგვაში, უზრუნველყო აუცილებელი მხარდაჭერა და გამოცდილება, რათა გადაწყვეტილება სრულყოფილად მორგებდა Sonniva Georgia-ს საჭიროებებს. ახალი ERP სისტემა გადამწყვეტ როლს შეასრულებს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში, მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებაში და შიდა ოპერაციების ოპტიმიზაციაში.




