თანამედროვე ავიაციურ ბიზნესში სიზუსტე, სისწრაფე და ეფექტურობა გადამწყვეტია. დოკუმენტაციის ან ანგარიშგების დამუშავებაში თითოეულმა დაგვიანებულმა წუთმა შეიძლება დამატებითი ხარჯები და სხვადასხვა რისკები გამოიწვიოს. მაგალითად, SkyUp Airlines-მა, თავისი საქმიანობის მასშტაბირებისას და სტრატეგიული ტრანსფორმაციის მნიშვნელობის გააზრებით, აქტიურად დანერგა ისეთი ციფრული გადაწყვეტილებები, როგორიც იყო მაგალითად iFly Res სისტემა, რომელმაც უზრუნველყო ჯავშნების ავტომატიზაცია და მოქნილი მართვა, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.
ამავდროულად, კომპანიის შიდა ბიზნეს პროცესები ასევე მოითხოვდა ციფრულ ტრანსფორმაციას. მრავალი წლის განმავლობაში, SMART business იყო SkyUp Airlines-ის ტექნოლოგიური პარტნიორი, რომელმაც დანერგა SMART HCM & LMS (ადამიანური კაპიტალის მართვა), SmartPoint Intranet (ერთიანი საკომუნიკაციო გარემო) და SmartPoint DMS (დოკუმენტების მართვა).
SkyUp Airlines, რომელიც სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ოპერირებს, დროთა განმავლობაში ფინანსური საქმიანობის ოპტიმიზაციის აუცილებლობის წინაშე დადგა. ამ ამოცანის გადაჭრაში კომპანიას ERP-სისტემის Microsoft Dynamics 365 Business Central-ის დანერგვა დაეხმარა SMART Accounting-ის გადაწყვეტილებასთან ერთად. იმპლემენტაციამ უზრუნველყო ძირითადი ფინანსური ოპერაციებისა და ანგარიშგების ავტომატიზაცია, მონაცემთა კონსოლიდაცია და ერთიანი სისტემა ბუღალტრული დოკუმენტაციის ეფექტური მართვისთვის. რა ეტაპები გაიარა კომპანიამ დანერგვის გზაზე — გიამბობთ SMART business-ის ახალ წარმატების ისტორიაში.
ERP-სისტემის ძიების წინაპირობები ახალი გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც დაკავშირებულია კომპანიის სწრაფ განვითარებასთან
ყოველწლიურად SkyUp Airlines აგრძელებს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას. 2023 წელს კომპანიამ 10 528 რეისი განახორციელა, გადაიყვანა 1,5 მილიონზე მეტი მგზავრი, მოიცვა 664 მიმართულება და ითანამშრომლა 55 აეროპორტთან. გარდა ამისა, საერთაშორისო მარშრუტების რაოდენობის ზრდა, სხვადასხვა პარტნიორებთან თანამშრომლობა, თითოეულ ქვეყანაში ადგილობრივი რეგულაციური მოთხოვნების დაცვის აუცილებლობა —ეფექტურ კონტროლს და ფინანსების ცენტრალიზებულ მართვას მოითხოვდა. ასეთმა სწრაფმა განვითარებამ არა მხოლოდ ახალ შესაძლებლობები, არამედ დამატებით სირთულეებივ წარმოშვა. დღის წესრიგში დადგა სანდო ERP-სისტემის ძიება, რომელიც გახდებოდა სტატეგიული გადაწყვეტილება შემდეგი გამოწვევებით:
- ფინანსური პროცესების უნიფიკაციის აუცილებლობა — სხვადასხვა ევროპულ იურისდიქციაში ოპერირებისას, სადაც ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მოთხოვნები განსხვავებულია, SkyUp Airlines-ში გაჩნდა საჭიროება ერთიანი, კონსოლიდირებული სისტემის დანერგვის, რომელიც უზრუნველყოფდა ბუღალტრული აღრიცხვის პროცესების გამარტივებას და სტანდარტიზაციას.
- სწრაფი მასშტაბირება — კომპანიის ახალი ბაზრების სწრაფი ათვისების ტემპი მოითხოვდა კომპლექსურ ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას მისცემდა ოპერატიულად ინტეგრირებულიყო ახალი წარმომადგენლობები და მხარდაჭერილი ყოფილიყო ბიზნესის ზრდა ძირითადი პროცესების ეფექტურობის დაკარგვის გარეშე.
- ფინანსური პროცესების კონტროლი — სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებისას კომპანიას ჰქონდა შეხება განსხვავებულ ვალუტებთან, საგადასახადო სისტემებთან და ანგარიშგების სტანდარტებთან. SkyUp Airlines-ს სჭირდებოდა სისტემა, რომელიც გააერთიანებდა ანგარიშგების მონაცემებს და უზრუნველყოფდა ფინანსურ ინფორმაციაზე გამჭვირვალე წვდომას.
- გამჭვირვალობისა და კონტროლის უზრუნველყოფა — სწრაფი განვითარების პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ყველა ფინანსური ოპერაციის გამჭვირვალობასა და კონტროლს. სანდო სისტემის გარეშე არსებობდა რისკი ცალკეული პროცესების მართვაზე კონტროლის დაკარგვის, რაც შეიძლებოდა ფინანსებზე ასახულიყო.
- ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია — საქმიანობის მასშტაბირებისას გაიზარდა ოპერაციებისა და დოკუმენტბრუნვის მოცულობა, რაც საჭიროებდა პროცესების ავტომატიზაციას. ეს დაეხმარა კომპანიას თავიდან აეცილებინა ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომები, დაეჩქარებინა ოპერაციები და გაეზარდა ეფექტურობა.
- საერთაშორისო სტანდარტებთან და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობა — SkyUp Airlines ფუნქციონირებს საერთაშორისო გარემოში, სადაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გლობალური ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (მაგ., IFRS) და მონაცემთა დაცვის რეგულაციების (GDPR), აგრეთვე თითოეული ქვეყნის ადგილობრივი საგადასახადო და ბუღალტრული რეგლამენტების დაცვა. სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპანიის სტაბილური და გამჭვირვალე საქმიანობის წინაპირობაა სხვადასხვა იურისდიქციაში.
„ჩვენი საჭიროებებისა და პროგრამული პროდუქტების ბაზრის გაანალიზების შემდეგ, არჩევანი Microsoft Dynamics 365 Business Central ERP-სისტემაზე შევაჩერეთ. სწორედ მან მოგვცა საშუალება ცენტრალიზებულად გვემართა ფინანსური პროცესები, ოპტიმიზაცია გაგვეწია ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვისთვის და ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. სისტემა იყო ყველაზე მოქნილი ჩვენი ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციის, მასშტაბირებისა და ავტომატიზაციისთვის როგორც უკრაინაში, ასევე საზღვარგარეთ. ჩვენ ჩავატარეთ ტენდერი Microsoft-ის პარტნიორებს შორის და გამარჯვებული გახდა SMART business, რომელმაც იმპლემენტაცია ჩვენი ბიზნეს-მოთხოვნების შესაბამისად განახორციელა.”
გარდა ამისა, დანერგვის პროექტში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა SMART business-ის გადაწყვეტილება SMART Accounting. სწორედ მან უზრუნველყო Microsoft Dynamics 365 Business Central სისტემის შესაბამისობა უკრაინულ სტანდარტებთან ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მიმართ. ამ გადაწყვეტილების დამსახურებით SkyUp Airlines-მა მიიღო შესაძლებლობა განეხორციელებინა კომპანიის ფინანსური აღრიცხვის ავტომატიზაცია ეროვნული მოთხოვნების შესაბამისად და გაემარტივებინა მუშაობა საგადასახადო ანგარიშებთან, ასევე უზრუნველყო დაკუთარი ფინანსური ოპერაციების გამჭვირვალობა.
რატომ აირჩიეს სწორედ Business Central ERP-სისტემა და რა არის SMART business-თან დანერგვის ძირითადი უპირატესობები?

SkyUp Airlines-ისთვის Microsoft Dynamics 365 Business Central ERP სისტემა გახდა აშკარა არჩევანი — თავისი მრავალფეროვანი ლოკალიზაციით, რომელიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა ევროპული ქვეყნისთვის.
ეს ძლიერი პლატფორმა კომპანიებს აძლევს საშუალებას შექმნან ბიზნეს-პროცესების კომპლექსური ავტომატიზაცია, ერთიანი ციფრული ეკოსისტემის ფარგლებში — რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ოპერირებენ მრავალ იურისდიქციაში. გარდა ამისა, Business Central-ს მხარს უჭერს გამოცდილი პარტნიორების ქსელი, რომლებიც უზრუნველყოფენ გადაწყვეტილებების განვითარებასა და ადაპტაციას იმ ქვეყნებისთვისაც კი, სადაც Microsoft-ს საკუთარი ლოკალიზაცია ჯერ არ შეუქმნია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ SkyUp Airlines თავად იყენებს Microsoft ERP სისტემას რამდენიმე ქვეყანაში: უკრაინაში, პოლონეთში, რუმინეთსა და ჩეხეთში.
SMART business სწორედ ის პარტნიორია, რომელმაც განახორციელა Business Central-ის ადაპტაცია მრავალ ბაზარზე თავისი სტრატეგიული მიმართულების — Localization HUB-ის — ფარგლებში (მაგალითად, SkyUp Airlines იყენებს SMART business localization-ას როგორც უკრაინაში, ასევე პოლონეთში). ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ERP სისტემის ფუნქციონალის გაფართოებასა და მის პერსონალიზაციას სხვადასხვა ქვეყნის ლოკალურ და სპეციფიკურ ბიზნეს-მოთხოვნებზე.
კომპანიამ ასევე დანერგა უკრაინული ლოკალიზაცია Dynamics 365 Business Central-ისთვის დამატებითი გაფართოებით — SMART Accounting-ით. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლებლობა მისცა კომპანიას გაეერთიანებინა ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა ერთ სისტემაში, კლიენტის შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
- უკრაინულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა — SMART Accounting ადაპტირებულია ლოკალური სტანდარტების ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო კანონმდებლობისა და ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად.
- ფინანსური ანგარიშგების ავტომატიზაცია — გადაწყვეტილება ავტომატიზირებს ანგარიშგების, აღრიცხვის დოკუმენტების, საგადასახადო ინვოისებისა და სხვა სავალდებულო ფორმების მომზადებას საგადასახადო ორგანოებისთვის.
- ინტეგრაცია სახელმწიფო ორგანოების სისტემებთან — SMART Accounting უზრუნველყოფს ანგარიშგების მოსახერხებელ წარდგენას გადამხდელის ელექტრონული კაბინეტის მეშვეობით და მხარს უჭერს ყველა საჭირო ფორმატს საგადასახადო დეკლარაციებისა და სხვა ტიპის აღრიცხვისთვის.
- აღრიცხვის კომპლექსური მართვა — გადაწყვეტილება მხარს უჭერს მრავალდონიან ანალიტიკურ აღრიცხვას, რომელიც ითვალისწინებს როგორც ძირითად, ასევე დამატებით ანალიზის განზომილებებს. ეს შესაძლებლობა უზრუნველყოფს ფინანსური მონაცემების სიღრმისეულ ანალიზს ხარჯების ოპტიმიზაციისა და ეფექტური მართვისთვის.
- გამჭვირვალობა და კონტროლი აღრიცხვის ყველა ეტაპზე — SMART Accounting-ს გააჩნია მონაცემთა ავტომატური შემოწმების მექანიზმები, რაც ამცირებს შეცდომების რისკს და უზრუნველყოფს XSD-სქემებისა და მოქმედი ნორმატივების დაცვას.
- მონაცემებზე და მათ ანალიზზე მოსახერხებელი წვდომა — ყველა დოკუმენტი და ანგარიშგება ინახება ერთიან სისტემაში, რაც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას მარტივად მოძებნონ, გააანალიზონ და გამოიყენონ ინფორმაცია როგორც სტრატეგიული დაგეგმვისთვის, ასევე ოპერატიული გადაწყვეტილებების მისაღებად.
უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესის მასშტაბირების პროცესში Microsoft Dynamics 365 Business Central-ის სტანდარტიზებული ფუნქციონალი უკვე ფარავს კომპანიის ფინანსური და ოპერაციული საჭიროებების უმეტესობას. თუმცა, ადგილობრივი კანონმდებლობის სპეციფიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ადაპტაცია.
ასეთ შემთხვევებში SMART business-ის გუნდი უზრუნველყოფს სისტემის ლოკალიზაციას — აწყობს მას კონკრეტული ქვეყნის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მოთხოვნებთან ისე, რომ კომპანიებმა შეძლონ ახალი ბაზრების სწრაფად ათვისება ზედმეტი გართულებების გარეშე.
დანერგვის ეტაპები და Self-Service მოდელის უპირატესობები, რომელიც აირჩია SkyUp Airlines-მ
დანერგვის პროცესი მიმდინარეობდა ეტაპობრივად, რამაც საშუალება მისცა SkyUp Airlines-ის გუნდს სიღრმისეულად შეესწავლა სისტემის ფუნქციონალი და სწრაფად გადასულიყო მის გამოყენებაზე:
- შესავალი ტრენინგების ჩატარება — პირველ ეტაპზე ჩატარდა სასწავლო სესიები რათა გუნდს გაეცნო SMART Accounting-ის შესაძლებლობები.
- ანალიზი და ადაპტაცია — SkyUp Airlines-ის კონსულტანტებმა და ტექნიკური სპეციალისტებმა SMART business-ის ექსპერტებთან ერთად ჩაატარეს ტექნიკური სესიების სერია სისტემის საჭირო ადაპტაციების განსაზღვრისთვის.
- ადაპტაციის რეალიზაცია —
სისტემაში განხორციელდა აუცილებელი ცვლილებები მისი მაქსიმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად კომპანიის ბიზნეს-პროცესებთან და სხვადასხვა ბაზარზე ოპერირების სპეციფიკასთან. ვენდორმა განახორციელა მიზნობრივი გაუმჯობესებები ევროპული იურისდიქციებისთვის:
განსაკუთრებით დაიხვეწა ანალიტიკა VAT-ის გაანგარიშებისა და ანგარიშგების მიმართულებით, რაც მთავარ ბუღალტერს აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად ჩამოაყალიბოს და წარადგინოს VAT-ანგარიშგებები იმ იურისდიქციების მოთხოვნების შესაბამისად, სადაც ავიაკომპანია ოპერირებს. - გუნდის სწავლება — ვენდორმა ჩაატარა ტრენინგების სერია ბუღალტრებისა და ტექნიკური სპეციალისტებისთვის, რაც დაეხმარა პერსონალს ახალ სისტემასთან სწრაფად და ეფექტურად ადაპტაციაში.
- მუშაობაში გაშვება — წარმატებული ტესტირების შემდეგ SkyUp Airlines-მა დამოუკიდებლად განთავსა SMART Accounting პროდუქტიულ გარემოში, არჩეული Self-Service მოდელის ფარგლებში.
მოდელმა მნიშვნელოვნად დააჩქარა და ოპტიმიზაცია გაუკეთა სისტემის გადატანის პროცესს. ასეთი მიდგომა რიგი მნიშვნელოვანი უპირატესობებით გამოირჩევა:
- რესურსების ეკონომია დანერგვაზე — Self-Service ფორმატი საშუალებას იძლევა შემცირდეს ხარჯები გარე ინტეგრატორების ჩართვაზე, რადგან კომპანიას შეუძლია ძირითადი პარამეტრების კონფიგურაცია საკუთარი ძალებით განახორციელოს — რაც წარმატებით განხორციელდა SkyUp Airlines-ის მაგალითზე. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს საწყის დანერგვის ხარჯებს და კომპანიას საშუალებას აძლევს, რესურსები მიმართოს სისტემის შემდგომ განვითარებასა და ოპტიმიზაციაზე.
- მოქნილი ინტეგრაცია კონკრეტულ საჭიროებებთან — მარტივი ინტერფეისისა და ფართო ფუნქციონალის დამსახურებით SkyUp Airlines-მა შეძლო სისტემის სწრაფად ადაპტაცია საკუთარ ოპერაციულ პროცესებთან და ევროპული ბაზრების ლოკალურ მოთხოვნებთან.
- შიდა კონტროლისა და უსაფრთხოების შენარჩუნება — ვინაიდან დანერგვის პროცესი ძირითადად თავად კლიენტის ძალებით წარიმართა, SkyUp Airlines-მა მიიღო სრული კონტროლი წვდომების კონფიგურაციაზე, მომხმარებელთა უფლებებსა და უსაფრთხოების საერთო პოლიტიკებზე. ეს უზრუნველყოფს მონაცემთა მაღალ დონეზე დაცვას კომპანიის შიდა ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.
- განახლებები და კანონმდებლობასთან შესაბამისობა — სისტემის ავტომატური განახლებები უზრუნველყოფს ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობას და გარანტიას იძლევა, რომ სისტემა ყოველთვის იმუშავებს აქტუალური პარამეტრებით — თუნდაც კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების პირობებში.
- ახალ ბაზრებზე მასშტაბირების სისწრაფე — SMART Accounting-ის დამოუკიდებელი დანერგვის მოდელი SkyUp Airlines-ს აძლევს საშუალებას მომავალში განათავსოს სისტემა ახალ ქვეყნებში გარე ინტეგრატორების დამატებითი ჩართულობისა და დროის დაკარგვის გარეშე. ასეთი ავტონომია მნიშვნელოვნად აჩქარებს მასშტაბირების პროცესს და უზრუნველყოფს ოპერატიულ რეაგირებას ახალი ბაზრების მოთხოვნებზე.
„Self-Service ფორმატით, SkyUp Airlines-მა შეძლო დამოუკიდებლად განეთავსებინა როგორც პროდუქტიული, ასევე სატესტო გარემო, მოემზადებინა კონფიგურაციები და მიეღო წვდომები. ამავე დროს, SMART business უზრუნველყოფდა მხარდაჭერას რთული ამოცანების გადასაჭრელად ან სპეციფიკური შემთხვევების წარმოქმნისას. შედეგად, დამკვეთის გუნდმა სიღრმისეულად შეისწავლა სისტემის ფუნქციონალი და დაიწყო მისი ეფექტური გამოყენება მოკლე ვადებში.“
პროექტის ფარგლებში SkyUp Airlines-მა მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი — SMART SAF-T UA, გადაწყვეტილება ელექტრონული საგადასახადო ანგარიშგების ავტომატიზებული ფორმირებისა და წარდგენისთვის სტანდარტიზებულ ფორმატში (SAF-T), რომელიც სრულად შეესაბამება უკრაინის საგადასახადო სამსახურის (ДПС) აქტუალურ მოთხოვნებს. როგორც დიდი გადამხდელისთვის, SMART SAF-T UA გახდა ინვესტიცია ფინანსური პროცესების გამჭვირვალობასა და სიზუსტეში — გადაწყვეტილება ამცირებს რისკებს შემოწმებების დროს და უზრუნველყოფს ნდობას კომპანიის სტაბილურობის მიმართ.
მისი მჭიდრო ინტეგრაცია Microsoft Dynamics 365 Business Central-თან ქმნის ერთიან სივრცეს ფინანსური და საგადასახადო მონაცემებისთვის, რაც უზრუნველყოფს SkyUp Airlines-ის მზადყოფნას შემოწმებებისთვის და საჭირო ინფორმაციაზე მყისიერ წვდომას.
„ჩვენი კომპანია წარმოადგენს შესასვლელ წერტილს ბიზნესის პროცესების ავტომატიზაციის სამყაროში მათთვის, ვინც ისწრაფვის საერთაშორისო განვითარებისა და თანამედროვე მართვის მოდელების დანერგვისკენ. კომპლექსური მიდგომის წყალობით, SMART business ქმნის გადაწყვეტილებების ეკოსისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ეფექტურ და თანამედროვე ბიზნეს-მოდელს.“

