Კონსულტაცია

როგორ განახორციელა საქართველოში მედიკამენტების ერთ-ერთმა უმსხვილესმა დისტიბუტორმა PSP-მ სადისტრიბუციო საწყობის სრული გაციფრულება

PSP საქართველოში მსოფლიოს 100-ზე მეტი წამყვანი ფარმაცევტული მწარმოებლის გარანტირებული ხარისხის მედიკამენტის დისტრიბუტორია. ფართო სააფთიაქო ქსელი, 300-ზე მეტი აფთიაქით საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქის ყველა უბანში.

  • ინდუსტრია: მედიკამენტების დისტრიბუცია და საცალო ვაჭრობა
  • ქვეყანა: საქართველო
  • საიტი: psp.ge
პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები SMART WMS

PSP-ს სადისტრიბუციო საწყობის და სამუშაოს მოცულობის მუდმივმა ზრდამ, დიდი რაოდენობით SKU-ების მიღებამ სხვადასხვა მწარმოებლისგან და საქონლის მიწოდებამ 300-ზე მეტ აფთიაქში და პარტნიორ კომპანიებში, საწყობის დატვირთვა მნიშვნელოვნად გაზარდა. პროდუქტების სწრაფად და ეფექტურად მიღების, სკანირების, შემოწმების, დასაწყობების, ამოკრების, მის კონტროლისა და გაგზავნის შეუფერხებლად, სწრაფი ტემპით და ადამიანური შეცდომების გარეშე უზრუნველსაყოფად არსებული საწყობის პროცესების სრული ავტომატიზაციის საჭიროება გამოიკვეთა.

დროთა განმავლობაში, კომპანიის ზრდის პარალელურად, იმატა სამუშაოს მოცულობამ და საწყობის მართვის სირთულემ. კომპანიის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო იყო არსებული პროგრამული და მექანიკური პროცესების ავტომატიზაცია, შესაბამისად გაჩნდა იდეა ერთიანი ERP სისტემის დანერგვის შესახებ. დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რომელი სისტემა იქნებოდა ჩვენთვის უფრო მოსახერხებელი. გვჭირდებოდა გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფდა საწყობის პროცესების სრულ ავტომატიზაციას, დაზოგავდა სამუშაო დროს და ექნებოდა ფუნქციონალი პროდუქციის სერიული კონტროლისთვის. ბევრი პრეზენტაციის და კომპანიის შეფასების შემდეგ არჩევანი Microsoft Dynamics-ზე და შესაბამისად – SMART business-ზე შევაჩერეთ

Мамука Брегвадзе
მამუკა ბრეგვაძე
ადმინისტრაციული დირექტორი, PSP

ge psp

როგორ დაიწყო SMART WMS-ის ავტომატიზაციის პროცესი

საწყობის პროცესების ავტომატიზაციის პროექტის დაწყებისას SMART business-ის ექსპერტებმა ჩაატარეს ბიზნეს პროცესების შესაბამისობის ანალიზი SMART WMS სისტემის სტანდარტულ ფუნქიონალთან. შედეგების საფუძველზე შეიქმნა Gap ანალიზის დოკუმენტი, რომელშიც მოცემული იყო ყველა დავალების ჩამონათვალი გადაწყვეტილების მოდიფიკაციებით და კონფიგურაციებით. ამის შემდეგ დაიწყო პროტოტიპის შექმნა: სისტემის კონფიგურაცია, ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება და ცვლილებები. ჩატარდა აქტიური მზადება Go-Live-თვის, რომელიც მოიცავდა მონაცემების იმპორტს, ინტეგრაციის ტესტირებას და ტრენინგებს როლებისა და უსაფრთხოების უფლებების შესაბამისად. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების და SMART WMS სისტემის გაშვების შემდეგ SMART business-ის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ პარტნიორის მხარდაჭერას.

კომპანია PSP-ს აქვს 2 საწყობი საქართველოში. ერთი მათგანი თბილისში მდებარეობს და დაახლოებით 15000 მ2-ის მოცულობისაა, ხოლო მეორე ქუთაისში, რომლის ფართობიც 2000 მ2-ია. სისტემის დანერგვისას მნიშვნელოვანი იყო დაახლოებით 25000 დასახელების მედიკამენტის განთავსება შესაბამის უჯრებზე და მათთვის უნიკალური შტრიხკოდების მინიჭება, რათა სისტემას სცოდნოდა მედიკამენტების ლოკაცია, ვადა და სერიის ნომერი. მონაცემების გასწორების პარალელურად ყველაზე დიდი გამოწვევა იყო საწყობის მუშაობის უზრუნველყოფა შეფერხების გარეშე. დანერგვის პარალელურად არ უნდა შეფერხებულიყო საწყობის ფუნქციონირება. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო 300-მდე აფთიაქის და პარტნიორი კომპანიების პროდუქტებით უწყვეტი და დროული მომარაგება.

Мамука Брегвадзе
მამუკა ბრეგვაძე
ადმინისტრაციული დირექტორი, PSP

იმპლემენტაციის შედეგები

ამ დროისთვის PSP-მ უზრუნველყო საწყობის მუშაობის ოპტიმიზაცია, სასაწყობო ოპერაციების სიზუსტისა და ეფექტურობის გაზრდა, კონტროლის, შეფუთვისა და შეკვეთების გაგზავნაზე დახარჯული დროის შემცირება.

microsoftteams image 136 ge

კომპანია PSP ასევე ხედავს პერსონალის პროდუქტიულობის ზრდას საწყობის ოპერაციების ავტომატური პრიორიტეტიზაციის გზით, სისტემაში თითოეული თანამშრომლის ქმედებების ჩანაწერს. მანუალური შეცდომების რაოდენობა მაქსიმალურად შემცირებულია.

SMART WMS დანერგვის შედეგად განხორციელდა მედიკამენტების აღრიცხვის სისტემის ოპტიმიზაცია. ინფორმაცია თითოეული მედიკამენტის სერიის, ნაშთის და ადგილმდებარეობის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია სისტემის ინტერფეისში. უზრუნველყოფილია საწყობის სამუშაოების რესტრუქტურიზაცია. საწყობის თითოეული თანამშრომელი აღჭურვილია სპეციალური მობილური მოწყობილობით, რომელშიც ჩატვირთულია მის მიერ შესასრულებელი კონკრეტული დავალებები.

Мамука Брегвадзе
ალექს ლომაძე
ბიზნესის განვითარების მენეჯერი, SMART business Georgia

სისტემაში საქონლის ზუსტმა აღრიცხვამ უზრუნველყო მომხმარებლისთვის შეკვეთების ოპერატიულად დაგენერირების შესაძლებლობა, ხოლო შეკვეთის დამუშავების სიჩქარე მნიშვნელოვნად გაიზარდა სისტემაში მუშაობის პირველივე თვეს. დანერგილი მიზნობრივი საცავი ხელს უწყობს მარაგის კონტროლს რეალურ დროში. ახლა საწყობის მარაგები სრულად გამჭვირვალეა, რადგან ინფორმაციის სრული მონიტორინგი ხორციელდება SMART WMS სისტემაში.

დღეს საწყობის 200-მდე თანამშრომელი თავის დავალებებს მობილური აპლიკაციის საშუალებით ასრულებს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმის, რომ ადამიანური რესურსების ოპტიმალური გამოყენების ხარჯზე PSP-ის საწყობში შესრულებული სამუშაოს ეფექტურობა 2-ჯერ გაიზარდა. სრულდება ბევრად მეტი დავალება, ხოლო ახალი თანამშრომლების ჩართვა სამუშაო პროცესში, გამოცდილი თანამშრომლის დახმარების გარეშე, უმოკლეს დროშია შესაძლებელი.

Мамука Брегвадзе
მამუკა ბრეგვაძე
ადმინისტრაციული დირექტორი, PSP

SMART business Georgia-თან თანამშრომლობის შედეგად, PSP-მ უზრუნველყო საწყობის კონტროლის მაღალი დონე და მარაგების გამჭვირვალე პროცესი თითოეული პროდუქტის გადაადგილებისთვის, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა თითოეული თანამშრომლის ყოველდღიური საქმიანობა. ეს კი უტყუარი დასტურია იმისა, რომ კომპანია ნამდვილად ზრუნავს თავის თანამშრომლებზე.

SMART business-ის გადაწყვეტილებებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა

კონსულტაციის მოთხოვნა
mail